x
image
თეა კუჭავა
რისკიანი სექსუალური ურთიერთობები და როგორ განიმარტება ტერმინი,,გაუპატიურება პაემანზე"
image მკვლევარები ხშირად ინტერესდებიან იმით, თუ რატომ ახორციელებენ ინდივიდები რისკიან სექსუალურ ურთიერთობებს ისეთ პირობებში, როცა დაფეხმძიმების ან ვენერიული დაავადების გადადების საფრთხე არსებობს.

ევოლუციისა და სექსუაულური განსხვავებების საკითხების ფონზე არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მამაკაცები უფრო მეტად ახორციელებენ რისკიან ქცევას, ვიდრე ქალები.
კოლეჯის სტუდენტების ერთ შერჩევაში უფრო მეტმა მამაკაცმა, ვიდრე ქალმა განაცხადა, რომ ისინი ბარებში სავარაუდო სექსუალური პარტნიორის გაცნობის მიზნით შედიოდნენ და მათ ჰქონდათ სექსი ახლად გაცნობილ პარტნიორთან. ამასთან, უფრო მეტმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ ჰქონია სექსი ყოველგვარი კონცრაცეპტივის გარეშე.
კოლეჯის სტუდენტების სექსუალური ქცევის მკვლევარებმა გამოავლინეს კიდევ ერთი სფერო, რომელშიც მამაკაცებისა და ქალების სექსუალური ქცევის სცენარები მნიშვნელოცნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.ესაა პაემანზე გაუპატიურება .პაემანზე გაუპატიურებას უწოდებენ ისეთ სიტუაციებს, როდესაც ინდივიდს ნაცნობი ადამიანი აიძულებს სქესობრივი კავშირის დამყარებას.

ერთ-ერთ გამოკითხვაში მკვლევარები ინტერესდებოდნენ, ჰქონდათ თუ არა რესპონდეტებს მათზე მიმართული სექსუალური აგრესიის გამოცდილება. სულ გამოიკითხა 341 ქალი, რომელთა 78 %-მა აღნიშნა, რომ ისინი

image ყოფილან სექსუალური აგრესიის გარკვეული ფორმის მსხვერპლნი.დაახლოებით 15 % აღნიშნავს, რომ პაემნის სიტუაციამ უბიძგა მათ სექსუალური კავშირის დამყარებისკებ.


როდესაც მამაკაცებს ჰკითხეს, თუ ვინ არის დამნაშავე პაემნის სიტუაციებში მომხდარ ძალადობაზე, მათ ქალებთან შედარებით მეტწილად მსხვერპლი (ანუ გაუპატიურებული ქალი) დაასახელეს.

image პაემანზე ძალადობის კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცთა და ქალთა სექსუალური სცენარები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, სიმბოლურური წინააღმდეგობის თვალსაზრისით.ესაა ქალის მიერ გაწეული სუსტი წინააღმდეგობა სექსუალურ თავდასხმაზე, საბოლოო ჯამში სქესობრივი კავშირის დაშვების განზრახვის მიუხედავათ.image

ძალიან ცოტა ქალი -დაახლოებით 5 % აღნიშნავს, რომ გაუწევიათ სიმბოლური წინააღმდეგობა, თუმცა მამაკაცთა 60% მიუთითებს რომ, სულ მცირე ერთხელ მაინც შეხვედრია სიმბოლური წინააღმდეგობა.მკვლევარები მიიჩნევენ რომ ზოგიერთი მამაკაცი სიმბოლურ წინააღმდეგობას სექსუალური თამაშის ნაწილად მიიჩნევს და არ აღიქვამს მას როგორც ქალის რელური შეშფოთების ნიშანს.

მნიშვნელოვანია რომ მამაკაცებმა გაიგონ-სინამდვილეში ქალები იშვიათად თვლიან ამას თამაშად.მათი წინააღმდეგობა რეალურია,

გაუპატიურება პაემანზე (ატე რაპე) ეწოდება ისეთ სიტუაციებს როდესაც ინდივიდს ნაცნობი ადამიანი აიძულებს სქესობრივი კავშირის დამყარებას.






5
133
9-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
133
  
2013, 20 თებერვალი, 18:49
კაი სტატიაა
2013, 17 თებერვალი, 17:30
აქ ვერ დაგნებდები პედრო! :))
2013, 17 თებერვალი, 17:30
"მკვლევარები ხშირად ინტერესდებიან იმით, თუ რატომ ახორციელებენ ინდივიდები რისკიან სექსუალურ ურთიერთობებს ისეთ პირობებში, როცა დაფეხმძიმების ან ვენერიული დაავადების გადადების საფრთხე არსებობს." -იმ დროს ჭკუა ეკეტება მამაკაცებიის უმრავლესობას :)
2013, 17 თებერვალი, 17:24
:)))))))))))
2013, 17 თებერვალი, 17:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5