x
image
თეა კუჭავა
აბანოში გამოჩნდება...

image 1876 წლის თბილისის სამოქალაქო ჩანაწერთა წიგნიდან ჩანს, რომ თურმე ზოგჯერ 12-13 წლის გოგონებსაც წერდნენ ჯვარს.ამ ხნისა გათხოვილა 15 წლისა-155.შემაძრწუნებელია მომდევნო გრაფა-12 გოგონა 12-17 წლისა დაქვრივებულა...

1887 წელს თბილისში 636 ქორწილი გადაუხდიათ, არც ერთი სიძე არყოფილა 14-16 წლისა, ამ ხნის პატარძლები კი 103 აღმოჩნდა.18 წლამდე ჯვარი დაუწერია მხოლოდ 5 მამაკაცს და 107 გათხოვილა.უფრო ხშირად 19-20 წლისანი თხოვდებოდნენ-ასეთი აღმოჩნდა 168. ცოლს ირთავდნენ 20 წელს გადაცილებული მამაკაცები, ქალები ნაკლებად. ოჯახის შექმნაზე 30 წელს გადაცილებული მამაკაცები უფრო ფიქრობდნენ.ამ ხნის გაყრილი ან ქვრივი ქალები მეორედ თხოვდებოდნენ.ეს ნიშნავს, რომ თბილისში აფასებდნენ არა მარტო ნორჩ მზეთუნახავებს, არამედ გამოცდილ, მომხიბვლელ ქალბატონებსაც.

image მამაკაცი და ქალი ცხოვრების თანამგზავრს მაჭანკალს-ხანუმას ანდობდნენ.ოჯახებისათვის დაფარული არ უნდა ყოფილიყო მათი წარმომავლობა, ჯიში, მემკვიდრეობა. ქალის გასინჯვა-დაგანახულება აბანოში ხდებოდა-აქ ცხადად ჩანდა მისი ფიზიკური ღირსებები.კბილების შესამოწმებლად ქალიშვილი უთუოდ უნდა გეცინებინათ, დელიკატურად უნდა გაეგოთ, პირში სუნი ხომ არ ჰქონდა.შემდეგ ხდებოდა მოწონებული ქალიშვილის დანიშვნა-დაწინდვა.ნიშნობაში საცოლე და საქმრო ხშირად პირველად ნახულობდნენ ერთმანეთს.სასიძოს მოჰქონდა ძვირფასი საჩუქარი.სიძის ნახვა-გასინჯვა ლხინში ხდებოდა.მასაც საჩუქარს უძღვნიდნენ.ხანუმა უთანხმებდა ქალისა და ვაჟის ოჯახს მზითვს.პატარძალს აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა მზითევად ქვეშაგები, თეთრეული, საკერავი მანქანა, სამოვარი, აბანოს, სუფრისა და სამზარეულოს ჭურჭელი, წიგნები, ხალიჩა... ჯვარსაწერად მიმავალთ წინ უძღვოდა სასიძოს მორთმეული ხალავი-სინზე დალაგებული წითელი ბაფთით ჯვარედინად შეკრული და ორი წყვილი სანთლით დამშვენებული ქალის გულსაამო ნივთები და მთავარი-ორი თავი შაქარი.ჯვრისწერის მერე იმართებოდა თბილისური ქორწილი“თამადით, არქიელით, დუდუკით, ცეკვა-თამაშითა და სიმღერით"...

0
202
7-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0