x
image
თეა კუჭავა
მარადიული სიყვარული,როდის გამოიმუშავებს ადამიანის ტვინი დოპამინს

image ამერიკელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ წყვილთა ნაწილი ოცი წლის შემდეგაც ინარჩუნებს სიყვარულს(და არა მხოლოდ შეჩვევას) თავდაპირველ ანდამატს. აქამდე ითვლებოდა, რომ გრძნობები შეყვარებულთა შორის მალე ქრება, ნელდება, ნამდვილი ურთიერთლტოლვა და სიყვარული შერწყმიდან 15 თვეს უძლებს, ათი წლის შემდეგ კი მათი ურთიერთობის განსაკუთრებული ხიბლისგან თითქმის აღარაფერი რჩება. ზოგიერთი მეცნიერი ურთიერთობის კრიტიკულ ფაზად ასახელებს ერთ, სამ ან შვიდ წელიწადს.უახლესმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ სიყვარული იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიურ-ემოციური გრძნობაა, რომ სულიერ და გონებრივ ფაქტორებთან ერთად მასში ერთვება მთელი ფიზიკური ორგანიზმი. დადგენილი;საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს ადამიანის ტვინში ძლიერდება, მრავლდება განსაკუთრებით რთული ჰორმონი დოპამინი.ტომოგრაფიის შედეგმა, თავის ტვინის სკანირებამ საინტერესო შედეგი აჩვენა:იმ ადამიანთა თავის ტვინში რომლებიც ოცი წლის მერედაც აგრძელებენ ურთიერთსიყვარულს, დოპამინის ჰორმონები იმავე დოზითაა შენარჩუნებული, რაც სიყვარულის პირველი აფეთქების დროს ჩნდება ადამიანში.imageიგი ჰგავს ცეცხლს, რომელიც არ ნელდება.ამ აღმოჩენამ დაადასტურა, რომ საყოველთაოდ აღიარებული აზრი, სიყვარუის გრძნობის წარმავლობაზე, არ არის მართალი.

ადამიანის ტვინი ფიზიოლოგიურად ამტკიცებს, რომ მარადიული სიყვარული შესაძლებელია.ინდოელთა დაკვირვებით, არსებობს ადამიანთა ურთიერთლტოლვის სამი წყარო: სული, გონება და სხეული.სულთა მიზიდულობა წარმოშობს მეგობრობას, გონებათა მიზიდულობა -პატივისცემას, სხეულებრივი მიზიდულობა-სურვილს.სამივე ერთად კი ბადებს ნამდვილ სიყვარულს.მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია მარადიული...

4
1297
8-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
1297
  
2013, 6 თებერვალი, 13:42
იდეაში მაინც ბოროტია ადამიანი:)
2013, 6 თებერვალი, 13:41
ასეთია ნამდვილი ადამიანი, ჰორმონები რომ არა რობოტები ვიქნებოდით :D
2013, 30 იანვარი, 19:27
მე მჯერა მარადიული სიყვარულის...
2013, 30 იანვარი, 16:26
სტატია მომეწონა, მაგრამ მარადიულ სიყვარულთან დაკავშირებით ცოტა სხვა შეხედულება მაქვს
0 1 4