x
უსაფრთხოება და საერთაშორისო ტერორიზმი გლობალიზაციის კონტექსტში

image






ავტორი:თინათინ ვახანია

გამოქვეყნების თარიღი:16.02.2013










თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დღეს-დღეისობით აღნიშნულ პრობლემას უდიდესი ყურადღება ეთმობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ თვითონ ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში და უდიდეს მასშტაბებს აღწევს. ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია გლობალიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კრიმინალური აქტივობების ზრდას. „უმართავი სივრცეები“, რომლებიც ცივი ომის შემდეგ წარმოიშვა, ათვისებულ იქნა ტერორისტებისა და კრიმინალების მიერ, როგორც მათი თავშესაფარი.

გლობალიზაციასთან ერთად უსაფრთხოება საკმაოდ კომპლექსური გახდა, რამაც დაგვანახა, რომ მხოლოდ ტრადიციული გზებით ეროვნული საზღვრების დაცვა ვეღარ უმკლავდება მოსალოდნელ საფრთხეს. ტერორიზმი გვევლინება როგორც გლობალიზაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა.
მათი ჩართულობა კი მიმართულია საერთო თანამშრომლობით საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ.

ყველა თანხმდება იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთა უმრავლესობის პრობლემაა, თუმცა მას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ტერორიზმი დანაშაულებრივი ხელყოფის ერთ-ერთი საშიში ფორმაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სუბიექტის მისწრაფება (ლტოლვა), მიმართული გარშემომყოფთა დაშინებისაკენ, მოქალაქეთა სოციალური ქმედებების პარალიზებისაკენ, ხელისუფლების ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისა
და მართვის შეფერხებისაკენ. ამ გზით ტერორისტი დამნაშავეები აღწერენ თავიანთ ანტისაზოგადოებრივ ზრახვებს.

ჩემი მიზანია დაგანახოთ, თუ როგორ გაიზარდა ტერორიზმის ფარგლები გლობალიზაციის ეპოქაში და ის, რომ ტრადიციული თავდაცვის მექანიზმები ვეღარ უმკლავდებიან მოსალოდნელ საფრთხეს.

თუ განვიხილავთ უსაფრთხოებას როგორც გლობალიზაციის ანალიზის ერთ-ერთ საკითხს, გამოიკვეთება რომ უსაფრთხოება გახდა ძალიან კომპლექსური და მრავალმხრივი, სადაც ტრადიციული სასაზღვრო უსაფრთხოება აღარ არის საკმარისი იმ საშიშროებებისგან თავდასაცავად, რომლებიც დღეს გლობალურ სამყაროში გვხვდება.
ამ საფრთხეში კი იგულისხმება საერთაშორისო ტერორიზმი. ტერორიზმის პრობლემა არა მხოლოდ რომელიმე ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების პირველი მტერია.

უამრავი ქვეყანა წლების განმავლობაში განიცდიდა ტერორისტულ თავდასხმებს, ისინი ცნობილნი არიან ტერორიზმის მსხვერპლ სახელმწიფოებად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა იცოდნენ რა შედეგით სრულდებოდა ტერორისტული თავდასხმები, 2001 წლის 11 სექტემბრის (9/11)-ის ტერაქტმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ტერორიზმის საშიშროების უფრო მკაფიო აღქმა. ტერორიზმი ამ ინცინდენტის შემდეგ ყველაზე მწვავე თემა გახდა და დღესაც საერთაშორისო საზოგადოებისგან ინარჩუნებს მნიშვნელოვან ყურადღებას. 11-მა სექტემბერმა ყველას დაანახა, რომ ტერორიზმის სამიზნე იყო გლობალიზაციის მამამთავარი ამერიკა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი სიმბოლურად უკავშირდება გლობალურ ვაჭრობას, ხოლო პენტაგონი- პოლიტიკურ და სამხედრო მიმართულებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტერორისტებისთვის გლობალიზაცია გახდა ახალი სამიზნე.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისათვის
გლობალიზაცია წარმოადგენს მთავარ გამოწვევას, რადგან საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის მცირდება განსხვავება, რაც იწვევს საშინაო და საგარეო უსაფრთხოების შემცირებასაც. საშინაო საკითხები გადაიქცევიან საერთაშორისო დონეზე განსახილველ თემებად და პირიქით. აქედან გამომდინარე, გლობალიზაციის პროცესი დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ გლობალიზაციის გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გამოვყოფ რამდენიმე საკითხს:

1) სამოქალაქო და საერთაშორისო კონფლიქტებს შორის განსხვავება შემცირდა, რადგან გლობალიზაციის პირობებში შეუძლებელია იგნორის მოხდენა შიდა კონფლიქტებზე.

2) გლობალიზაციის პირობებში მოხდა ტერორიზმის ევოლუცია, განსაკუთრებით საშიში კი მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმი (MWD) გახლავთ, რომელთანაც გამკლავება ტრადიციული თავდაცვის სტრატეგიით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პრევენციული სტრატეგიის დასახვა.

რთულია განსაზღვრა იმისა, თუ რა დონეზე ახდენს გლობალიზაცია გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, რადგან სხვადასხვა რეგიონზე განსხვავებულად ზემოქმედებს გლობალიზაციის თანმდევი პროცესები, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ნათელი და მკაფიოა:

1) გლობალიზაციის შედეგად ერი-სახელმწიფოს აღარ შეუძლია მკაცრად გააკონტროლოს არა-ფიზიკური უსაფრთხოების ასპექტები, როგორებიცაა ტექნოლოგიისა და ინფორმაციის დაცვა. რაც უფრო მეტად დაცულია ინფორმცია და ტექნოლოგია, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. მაგალითად: ძლიერი სამხედროს ყოლა ინფორმაციული და ტექნოლოგიური დაცვის გარეშე უსაფუძვლოა.

2) გლობალიზაციის ეპოქაში გაიზარდა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა ლოკალურ ინდუსტრიებთან შედარებით.
მულტინაციონალური კორპორაციები ამცირებენ სახელმწიფოს კონტროლს საშინაო ეკონომიკაზე.

3) გაუმჯობესებულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს კატასტროფული შედეგიც კი მოაქვს. მაგლითად, კოსოვოს კონფლიქტის დროს, როდესაც ხდებოდა ტელევიზიებით გადაცემა მასობრივი დეპორტაციებისა და დაშავებულების შესახებ, კონფლიქტის მართვა შეუძლებელი გახდა.

4) მას შემდეგ რაც ომის ბუნება და სტრატეგია შეიცვალა რთულია უსაფრთხოების საკითხების განსაზღვრა და საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა.

5) გლობალიზაცია აადვილებს ხელმისაწვდომობას მასობრივ
გამანაგურებელ იარაღზე და ტექნოლოგიაზე, რაც ძალიან სახიფათოა ტერორისტული დაჯგუფებების მომარაგებისათვის.

6) და ბოლოს, გლობალიზაციამ გამოიწვია ტერორიზმის ზრდა. იქედან გამომდინარე, რომ გლობალიზაციის პირობებში ხდება სხვადასხვა ჯგუფის მარგინალიზება. ასევე, გაიზარდა გლობალური სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ხალხთა შორის. ტერორიზმი კი გარიყულ საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი ინტერესები.

მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები გამოდიან გლობალიზაციის წინაამდეგ და ანტიგლობალისტურ იდეებს იზიარებენ, რაც მოიცავს ეროვნულობის დაკარგვას და სხვ. ისინი გლობალიზაციიდან სარგებელსაც ნახულობენ. განვითარებული საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური საშუალებები ხელს უწყობს მათ ერთმანეთთან გამარტივებულ კავშირსა და თანამშრომლობას. სწორედ გლობალიზაციის დამსახურებაა, რომ დღეს ტერორიზმი აღიქმება მთელი მსოფლიოს საფრთხედ.

ამერიკის რეაქცია 9/11-ზე

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს, პერლ ჰარ­ბო­რის შემ­დეგ, ამე­რი­კას პირ­ვე­ლად და­ეს­ხნენ თავს. ამ მოვ­ლე­ნამ აშშ-ს პო­ლი­ტი­კა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. პირ­ვე­ლი, რი­სი გა­და­ფა­სე­ბაც
მოხ­და, ტე­რო­რიზ­მის გა­გე­ბაა. 9/11-მდე ტე­რო­რიზ­მი და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და. მას ისე­თი­ვე მე­თო­დე­ბით ებ­რძოდ­ნენ, რო­გორც ძარ­ცვას ან ყა­ჩა­ღო­ბას. ზი­ა­ნის და მსხვერ­პლის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ტრა­გე­დი­ას სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა. სის­ხლის სა­მარ­თლი­დან ომის კა­ნო­ნე­ბის სფე­რო­ში გა­დას­ვლამ, ტე­რო­რიზ­მთან მებ­რძო­ლებს ხელ­ფე­ხი გა­უხ­სნა. მის წი­ნა­აღ­მდეგ გლო­ბა­ლუ­რი
ომი გა­მოც­ხად­და. 9/11-მა ცხად­ყო, რომ ტე­რო­რის­ტთა ბრძო­ლა ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ თვი­სობ­რი­ვად ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. თეთ­რმა სახ­ლმა გა­ი­აზ­რა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სის პი­რო­ბებ­ში, რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე, ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის ჩაგ­დე­ბაც კი, მხო­ლოდ დრო­ის სა­კით­ხი იყო.

ზემოთხსენებული ფაქტორი გახდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების გადახედვის მთავარი მიზეზი, რამაც ამერიკელები აიძულა უფრო რეალისტურად შეეფასებინათ მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები. 2002 წლის შემდგომ დაკანონდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ამერიკას ემუქრება გამწარებულ ადამიანთა ჯგუფის ხელში მოხვედრილი კატასტროფის მომგვრელი ტექნოლოგიები. ახალ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია შვიდ მთავარ საფრთხეზე და პრობლემაზე, რომელთა შორის გლობალური ტერორიზმი პირველ ადგილს იკავებს. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ იგი უფლებას იტოვებს იერიში მიიტანოს ტერორისტებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ხსენებული თეზისის მაგალითებია აშშ-ს სამხედრო აქციები ავღანეთსა და ერაყში.

9/11-მა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნა – ის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია ადეკ­ვა­ტუ­რად ვერ აფა­სებ­და ტე­რო­რიზ­მის საფ­რთხეს, დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ცუ­დი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი იყო. ცხადი გახ­და, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დე­ბი რა­დი­კა­ლურ გა­და­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებ­და. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო ტე­რო­რის­ტე­ბის და­კით­ხვის ფორ­მებს. დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს ნე­ბა მი­ე­ცათ იძუ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ე.წ. დახ­რჩო­ბის სი­მუ­ლა­ცია (Waterboarding), რის გა­მოც ბუ­შის ად­მი­ნის­ტრა­ცია მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კეს.


ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა

ნატო-მ 9/11-ის შემდეგ მყისიერად გამოხატა ამერიკის მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატო-მ პირველად აამოქმედა მე-5 მუხლი, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების საერთო დაცვას საფრთხის დროს. ამის მიზანი კი იყო ის, რომ ამერიკას მარტო არ ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა 2002 წლის 20 ივნისს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ტერორიზმი უსაფრთხოებისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს, ამიტომ მათ ფოკუსირება უნდა მოახდინონ ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობაზე. ნატო თანახმაა გაზარდოს სამხედრო შენაერთების ჩართულობა, რათა მოხდეს სწრაფად ამ პრობლემის მოგვარება.

9/11-ის მოვლენებს ევროპაც შეუერთდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრესი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. სწორედ ამიტომ 2003 წლის დეკემბერში ქალაქ ბრიუსელში დაამტკიცა ევროპის საბჭომ. პროექტი, “ერთიანი თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ’’, რომელიც შეიმუშავა ევროკავშირის
უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ხავიერ სოლანამ. უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით ევროკავშირის მთავარი გამოწვევები იყო:

გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა - 11 სექტემბრისა და სხვა მრავალი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელთა სიმწვავეც
ევროპამაც იგრძნო, დოქტრინაში ნომერ პირველ პრიორიტეტად ამ მართლაც მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემის აღკვეთა იქცა.

მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა - ატომური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დამანგრეველმა შედეგებმა
აიძულა ევროპა ეფიქრა ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. პრობლემას ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მასობრივი განადგურების იარაღი შესაძლებელი იყო ტერორისტების ხელში მომხვდარიყო.

რეგიონული კონფლიქტების წინააღმდეგ ბრძოლა - იქნებოდა ეს ევროპის კონტინენტი, თუ ნებისმიერი სხვა, ყველანაირი კონფლიქტი ძირს უთხრიდა ევროკავშირის შიგნით არსებულ სტაბილურობასა და, ასევე, მის პრესტიჟს მსოფლიო ასპარეზზე. ამიტომაც, ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი და სასიცოცხლო ამოცანა გახდა ევროგაერთიანებისთვის.

სახელმწიფო წარუმატებლობის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ პუნქტის მიხედვით ევროკავშირის მიზანი იყო კონტინენტზე თუ მის ფარგლებს გარეთ იმ სახელმწიფოთა მთავრობათა დახმარება, რომლებიც ატარებდნენ დემოკრატიულ კურსს და ეწეოდნენ ანტი-კორუფციულ საქმიანობას.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ პუნქტში მოიაზრებოდა საერთაშორისო იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის,
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება.

9/11 დასარული ტერორისტული აქტებისა?

ალ-ქაიდას (ტერორისტული ისლამური ორგანიზაცია), მიერ ორგანიზებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი აშშ-ში სავალალო შედეგით დასრულდა. დაღუპულთა რაოდენობა 2, 993-ს შეადგენდა, დაზარალებულთა კი- 8, 900. რამაც აიძულა აშშ და საერთოდ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალით გამოსულიყვნენ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. სწორედ ამ საერთო ღონისძიების შედეგი იყო ავღანეთში თალიბანისა და ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დამხობა. მიუხედავად ამხელა გამოხმაურებისა და სამოქმედო გეგმის დასახვისა, ტერორიზმის ფაქტები არ შემცირებულა, რისი დამამტკიცებელი საბუთებიცაა 2001 წლის შემდეგ მომხდარი ტერორისტული აქტების დიდი რაოდენობა. ვაშინგტონმა გამოაქვეყნა იმ ტერორისტული აქტების სია, რომლებიც გასულ წლებში მოხდა:


2006 წლის 11 ივლისი, ინდოეთი: მუსლიმი ტერორისტები თავს ესხმიან რკინიგზას მუმბაიში- დაღუპულთა რაოდენობა - 182 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა- 770.

2005 წლის 9 ნოემბერი, იორდანია : სამი დასავლური სასტუმროს დაბომბვა ცენტრალურ ამანში-დაღუპულთა რაოდენობა- 67, დაშავებულთა რაოდენობა- 150.

2005 წლის ოქტომბერი, რუსეთი: თავდასხმა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ნალჩიკში- დაღუპულთა რაოდენობა- 130

2005 წლის 1 ოქტომბერი, ინდონეზია: სამმა სუიციდმა აიფეთქა თავი ინდონეზიის დასასვენებელ კუნძულ ბალიზე. დაღუპულთა რაოდენობა- 22 ადამიანი.

2005 წლის 23 ივლისი, ეგვიპტე : ეგვიპტის დასასვენებელ კურორტზე შარმ ელ შეიხზე დაბომბვის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი უცხოელი ტურისტების ჩათვლით.

2005 წლის 7 ივლისი, ბრიტანეთი: სამი მეტროს და ავტობუსის დაბომბვა- დაღუპულთა რაოდენობა- 56, დაშავებულთა რაოდენობა- 700.

2004 წლის 1 სექტემბერი, რუსეთი: 30 კაციანი ჯგუფი შეიჭრა ბესლანის სკოლაში, სადაც 1100 მძევალი აიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა -300.

2004 წლის 1 მარტი, ესპანეთი: 10 ბომბი აფეთქდა მატარებელში. დამნაშავეები მაროკოელი ისლამისტები არიან. დაღუპულთა რაოდენა- 191.

2003 წლის ნოემბერი, თურქეთი: სტამბოლში მოხდა აფეთქებები. დაღუპულთა რაოდენობა- 33.

2003 წლის მაისი, მაროკო: კასაბლანკას პორტში ისლამისტების 5 შეტაკების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა 45-ს.


დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის წარმოუდგენელმა მასშტაბის ტერორისტულმა აქტებმა პრაქტიკულად შეცვალეს მსოფლიო ტერორიზმთან დამოკიდებულებაში.მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ამ სენის წინააღმდეგ გახადა უფრო აქტიური, აგრესიული და დაუნდობელი, მაინც ვერ მოხერხდა ტერორიზმის საშიშროების აღმოფხვრა. საერთაშორისო საზოგადოება დღესაც დაუცველია ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობისგან. ამის დასამტკიცებლად კი ზემოთ მოვიყვანე ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული ტერორისტული აქტების სია.

2001 წლიდან მოყოლებული დღესაც კი ისეთი ძლიერი
საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა: გაერო, ნატო, ევროკავშირი, ეძებენ გზებს, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ტერორიზმისგან მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დაცვა. სახელმწიფოები აძლიერებენ საზღვრების უსაფრთხოებას, რათა
გააკონტროლონ მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქონელი. ასევე, ახდენენ ინფორმაციული წყაროების დაცვას.

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ტერორიზმისგან თავდაცვის ძლიერი მექანიზმი არ არსებობს. ამისათვის აუცილებელია ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგნიზაციების საერთო, უნივერსალური თანამშრომლობა ტერორიზმის საკითხებში, რათა
საერთო ქსელური კავშირებით მოხდეს ტერორიზმის პრევენცია.




გამოყენებული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული ნუსხა:



[1] Nilufer Karacasulu, “Security and Globalization in the Context of International Terrorism” the journl of TURKISH WEEKLY, (28.12.2012)

www.google.ge/url? sa=t&rct=j&q=the+encrease+og+terrorism+under+globalization&source=web&cd=4&cad=rja&ved=0CEwQFjAD&url=http://www.turkishweekly.net/article/165/security-and-globalization-in-the-context-of-international-terrorism.html&ei=g93dUOuWIKaD4ATisYHwBA&usg=AFQjCNFKWHkS_uXX7JsPebUN4qkDoW5psQ&bvm=bv.1355534169, d.Yms


[2] Richard W. Bloom “Fear of Flying- Globalization,
Security, and Terrorism ” Washingtonpost,
(july-august 2010), http://www.washingtonpost.com/wp-srv/hp/ssi/wpc/Bloom.pdf


[3] თამარ ჩერგოლეიშვილი, „რა შეცვალა 11-მა სექტემბერმა“, ჟურნალი ტაბულა, (12.09.2011) http://www.tabula.ge/article-5448.html


[4] “Major Terrorist attacks since 11, 2001”, US
Features, (11.09.2011) http://news.monstersandcritics.com/northamerica/article_1200077.php/Major_terrorist_attacks_since_September_11_2001


[5] „ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოში“, (14.06.2010)
http://pirveli4ever.wordpress.com/2010/06/14/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A1/


[6] ვალერი მელიქიძე „მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია“, სოციალურ მეცნიერებათ სერია (2006) http://css.ge/files/books/ExtSyla/005_Msoflio_Politikis_Globalizacia.pdf


[7] ალექსანდრე რონდელი “ საერთაშორისო ურთიერთობები“ (თბილისი, 2006) 132-გვ.

0
5602
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ვახანია
თინათინ ვახანია
5602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0