x
აშშ-ის ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან

image





ავტორი: თინათინ ვახანია

გამოქვეყნების თარიღი: 28.02.14






* * *

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის მოვ­ლე­ნამ აშშ-ის პო­ლი­ტი­კა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. პირ­ვე­ლი, რი­სი გა­და­ფა­სე­ბაც მოხ­და, ტე­რო­რიზ­მის გა­გე­ბაა. 9/11-მდე ტე­რო­რიზ­მი და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და. მას ისე­თი­ვე მე­თო­დე­ბით ებ­რძოდ­ნენ, რო­გორც ძარ­ცვას ან ყა­ჩა­ღო­ბას. ზი­ა­ნის და მსხვერ­პლის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ტრა­გე­დი­ას სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა. სის­ხლის სა­მარ­თლი­დან ომის კა­ნო­ნე­ბის სფე­რო­ში გა­დას­ვლამ, ტე­რო­რიზ­მთან
მებ­რძო­ლებს ხელ­ფე­ხი გა­უხ­სნა. მის წი­ნა­აღ­მდეგ გლო­ბა­ლუ­რი ომი გა­მოც­ხად­და. 9/11-მა ცხად­ყო, რომ ტე­რო­რის­ტთა ბრძო­ლა ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ თვი­სობ­რი­ვად ახალ ფა­ზა­ში გა­და­ვი­და. თეთ­რმა სახ­ლმა გა­ი­აზ­რა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სის პი­რო­ბებ­ში, რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე, ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის ჩაგ­დე­ბაც კი, მხო­ლოდ დრო­ის სა­კით­ხი იყო.

ზემოთხსენებული ფაქტორი გახდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების
გადახედვის მთავარი მიზეზი, რამაც ამერიკელები აიძულა უფრო რეალისტურად შეეფასებინათ მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები. იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებას სერიოზული ეჭვი გაუჩნდა აშშ-ს თავდაცვისუნარიანობის თაობაზე მოხდა უსაფრთხოების პრიორიტეტების სერიოზული გადასინჯვა და ტერორიზმთან ბრძოლისთვის უპირატესობის მინიჭება. სწორედ ამიტომ, 2002 წლის შემდგომ დაკანონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია.

აშშ-მა დაიწყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გლობალური
მასშტაბით. აშშ-ის მტერი უკვე აღარ წარმოადგენდა ერთ პიროვნებას, რომელიმე რეჟიმს, რელიგიას ან იდეოლოგიას. მტერი გახლდათ უშუალოდ ტერორიზმი, რაც გულისხმობდა პოლიტიკურად
მოტივირებულ ძალადობას უდანაშაულო ხალხის მიმართ. მთავარი სათქმელი, რომელიც 2002 წლის სტრატეგიაშია მოცემული გახლავთ შემდეგი, რომ აშშ არანაირ დათმობაზე არ წავიდოდა ტერორისტებთან
და არც იმათთან ვინც ტერორისტებს დახმარებას აღმოუჩენდნენ. რეგიონალური პარტნიორების წახალისების პოლიტიკა წარმოადგენდა უმთავრეს მისიას, რათა ერთიანი ძალებით მოექციათ ტერორისტები იზოლაციაში. აშშ განაგრძობდა მოკავშირეებთან ერთად მუშაობას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, იდენტიფიცირება და დაბლოკვა ტერორიზმისკენ მიმავალი დაფინანსებისა, ტერორისტთა აქტივების გაყინვა და ასევე, მათი აქტივებისა, რომლებიც უშუალოდ აღმოუჩენდნენ მხარდაჭერას. აგრეთვე, მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ ტერორისტებისათვის საერთაშორისო ფინანსურ სისტემებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და ა.შ.

უფრო კონკრეტულად კი რაც შეეხება ტერორისტული ორგანიზაციების
განადგურების გზებს:

1) უნდა მომხდარიყო აშშ-ის, როგორც სახელმწიფოსი, ამერიკელი ხალხის და მათი ინტერესების დაცვა შინ და გარეთ მანამ, სანამ საშიშროება უშუალოდ საზღვრებს მოადგებოდა;

2)აშშ-ს არ უნდა დაეშურებინა ძალისხმევა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებისათვის, მაგრამ სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებას მარტონიც არ შეუშინდებოდნენ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით;

3) საშინაო და საგარეო ძალების გამოყენება იმ ტერორისტული
ორგანიზაციებსა და მათ სპონსორების მიმართ, რომლებიც ისწარაფვოდნენ მასობრივი გამანადგურებელი იარაღის დამზადებისაკენ.

უმნიშვნელოვანესია ის, რომ დაიწყებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ
მიმართული პროპაგანდა იდეათა დონეზე, რაც მოიცავდა: 1) აშშ-ის მთლიანი შესაძლებლობების დახარჯავს თავის მოკავშირეებთან ერთად, რათა ტერორიზმი გამხდარიყო არალეგიტიმური და
აღქმული ყოფილიყო როგორც მონობა, პირატობა და გენოციდი; 2) ზომიერი მთავრობების მხარდაჭერა განსაკუთრებით კი მუსლიმურ სამყაროში, რათა ტერორიზმს ფეხი ვერ მოეკიდებინა ვერც ერთი
ერის ტერიტორიაზე; 3) ტერორიზმის გავრცელებისათვის ხელის შეშლა, რაშიც საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალებით ჩაერთვებოდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ როდესაც 9/11-ის მოვლენა მოხდა ნატო-მ 9/11-ის შემდეგ მყისიერად გამოხატა ამერიკის მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატო-მ პირველად
აამოქმედა მე-5 მუხლი, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების საერთო დაცვას საფრთხის დროს. ამის მიზანი კი იყო ის, რომ ამერიკას მარტო არ ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. 9/11-ის მოვლენებს ევროპაც შეუერთდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უმთავრესი გახდა
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. სწორედ ამიტომ 2003 წლის დეკემბერში ქალაქ ბრიუსელში დაამტკიცა ევროპის საბჭომ. პროექტი, “ერთიანი თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ’’, რომელიც შეიმუშავა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ხავიერ სოლანამ.

რაც მნიშვნელოვანია, ბუშის ადმინისტრაციამ შესთავაზა ყველაზე დიდი მთავრობის რეორგანიზაციის გეგმა ტრუმანის ადმინისტრაციის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ. იგი მიმართული იყო სამშობლოს უსაფრთხოების ახალ დეპარტამენტზე, რომელიც მოიცავდა ახალ გაერთიანებულ სამხედრო მმართველობისა და FBI-ის ფუნდამენტალურ გადალაგებას, რათა წარმოედგინათ ამომწურავი
და დაწვრილებით გეგმა სამშობლოს დასაცავად, რაც შეეხება მთავრობის ყველა დონეს და მოხდებოდა საჯარო და კერძო სექტორის გაერთიანება.

ეს რეორგანიზაცია შედეგად გამოიღებდა გაუმჯობესებულ
მენეჯმენტს საფრთხეების დასაძლევად. სამედიცინო სისტემა ისე გაძლიერებოდა, რომ უკვე არამხოლოდ ბიოტერორის დამრცხება მოხდებოდა, არამედ ყველა ინფექციური დაავადებისა და მასობრივი ჭრილობის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი. მესაზღვრეები არა მხოლოდ შეაჩერებდნენ ტერორისტებს, არამედ უზრუნველყოფდნენ ლეგიტიმურ ვაჭრობას და გადაადგილებას. ამერიკა რეგიონალური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების ძალების დახმარებით მოახდენდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ავღანეთში კი გაეროს
და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოახდენდნენ ავღანელი მოსახლეობის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე, ხელს შეუწყობდნენ უსაფრთხოების აღდგენას
და ხალხის დაცვას.

მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის წარმოუდგენელმა მასშტაბის ტერორისტულმა აქტებმა პრაქტიკულად შეცვალა აშშ და მსოფლიო ტერორიზმთან დამოკიდებულებაში და ბრძოლა ამ სენის წინააღმდეგ გახადა უფრო აქტიური, აგრესული და დაუნდობელი, მაინც ვერ მოხერხდა ტერორიზმის საშიშროების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ, 2010 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კონცეფცია შეიქმნა, რომელმაც უფრო კონკრეტული და მიზანმიმართული ნაბიჯები შემოგვთავაზა.

2010 წლის სტრატეგიაში მკაფიოდ არის საუბარი ალ-ქაიდას
დაჯგუფების და მათი დაჯგუფებების პაკისტანში, ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ადგილებში განადგურების შესახებ. ამ სტრატეგიაში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის გლობალური ომი ტერორიზმის
ან ისლამის წინააღმდეგ არამედ ეს არის უშუალოდ ალ- ქაიდას და მათი დანაყოფების წინააღმდეგ მიმართული ომი, რომლებიც აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესხმიან თავს. უფრო კონკრეტულად თუ რას მოიცავდა ეს სტრატეგია:

1)იმისათვის, რომ ამერიკა დაცული ყოფილიყო თავდასხმისგან
აუცილებელი გახდებოდა ჯაშუშების აქტიური ჩართვა ამ პროცესში, კანონის იძულების უზრუნველყოფა და უსაფრთხოების გაძლიერება. მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი საკითხები როგორებიცაა, ინფორმაციის გაცვლა, კვლევების ჩატარება და კოლაბორაცია.

2)უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება ტერორისტების დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

3)საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენდა მნიშვნელოვან
საკითხს, რადგან ალ-ქაიდას დაჯგუფებებს საჰაერო სისტემა არაერთხელ გაუხდიათ საკუთარ სამიზნედ, სწორედ ამიტომ, ამ სფეროში უსაფრთხოების ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული ამერიკელი ხალხის დაცვის მიზნით.

4)ბირთვული იარაღის გავრცელების შემცირება, რათა არ
მომხდარიყო მათი ტერორისტებისათვის მიწოდება. ასევე, იმ მეცნიერთა ცოდნისა და სიცოცხლის დაცვა, რომლებიც გარკვულ ცოდნას ფლობდნენ ამ სფეროში.

5)ალ-ქაიდას და მისი მოკავშირეების შეზღუდვა, რათა ვერ
მოეხდინათ დაგეგმვა და შემდეგ განხორციელება საერთაშორისო ტერორისტული თავდასხმებისა, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ.

6)ავღანეთსა და პაკისტანში, სადაც ტერორიზმის ეპიცენტრია
ალ-ქაიდას დაჯგუფებებზე ზეწოლის მოხდენა, რადგან აღმოფხვრილიყო ამ რეგიონებიდან წამოსული ძალადობის ფაქტები აშშ-ის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ამ მიზნების განხორციელებას, ისინი მიღწეულნი იქნებოდნენ შემდეგი კომპონენტებით:

პირველი, ISAF-ის მისიის გაგრძელება, რომელიც ავღანეთში მუშაობს
უსაფრთხოების დამყარებაზე. ავღანელი სამხედრო ძალებისათვის ტრენინგების ჩატარება, რათა საკუთარი ქვეყნის დაცვა მოახდინონ. 2011 წელს ავღანეთში არსებული სიტუაციის მიხედვით აშშ თავისი სამხედროების რაოდენობის შეამცირებაზე საუბრობს, მაგრამ მიუხედავად შემცირებისა აშშ აუცილებლად განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისათვის დახმარების და კონსულტაციების
მიწოდებას.

მეორე, გაეროსა და ავღანეთის მთავრობასთან ერთად ზომიერი მმართველობის გავლენის გაზრდის ხელშეწყობა. იქედან გამომდინარე, რომ ავღანეთის მთავრობა ებრძვის კორუფციას, აშშ მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მათთან. ასევე, სოფლის მეურნეობის წახალისება, როგორც ქალების, ისე მამაკაცის უფლებების დაცვა ხდება პრიორიტეტული საკითხი.

მესამე, პაკისტანთან კავშირების გაღრმავება და ურთიერთობების
დალაგება. აშშ გააგრძელებს უსაფრთხოებისათვის საჭირო დახმარების მიწოდებას, რათა ტერორისტი ექსტრიმისტების წინააღმდეგ ბრძოლა ერთობლივი ძალებით მოახდინონ. ასევე, სტრატეგიული
პარტნიორობის ფარგლებში დემოკრატიის ხელშეწყობა და პაკისტანელი ხალხის დახმარება.

დასკვნა

გლობალიზაციასთან ერთად უსაფრთხოება საკმაოდ კომპლექსური
გახდა, რამაც დაგვანახა, რომ მხოლოდ ტრადიციული გზებით ეროვნული საზღვრების დაცვა ვეღარ უმკლავდება მოსალოდნელ საფრთხეს. ტერორიზმი გვევლინება როგორც აშშ-ის და მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი რაოდენობა. მათი ჩართულობა კი მიმართულია საერთო თანამშრომლობით საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ.

ის, რომ 9/11-ის მსხვერ­პლის მას­შტა­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტერორიზმს სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ აშშ-ს ეროვნული ინტერესების გადაფასებისათვის.
ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ 2002 წლის სტრატეგიაში ნაჩვენებია ზოგადი ხედვა და კონკრეტული გზები ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული. განსხვავება კი 2010 წლის სტრატეგიაში გამოიხატება
იმით, რომ იგი გვთავაზობს კონკრეტულ და მიზანმიმართულ ხედვას უშუალოდ ალ-ქაიდას დაჯგუფების წინააღმდეგ და არა ზოგადად ტერორიზმისა და საუბარია ამ პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზე. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს არ იყო იდენტიფიცირებული მათი ვინაობა, ვინც ტერორიზმის სახელით მოქმედებდნენ. სწორედ ამიტომ ისინი მთლიანად ტერორიზმს დაუპირისპირდნენ მთელი მსოფლიო მსასშტაბით და შიდა უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას მიჰყვეს ხელი.
რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციის დროს, უკვე ნათელი ხდება სიტუაცია. იკვეთება ტერორისტული დაჯგუფების ვინაობადა და ის ეპიცენტრები საიდანაც ტერორიზმი მოდის. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ავღანეთსა და პაკისტანში, რათა ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას შეუწყონ ხელი.

ორივე სტრატეგიის გაცნობის შემდეგ იქმნება ისეთი წარმოდგენა, რომ 2002 წლის სტრატეგიში დაიგეგმა უშუალოდ ფართომასშტაბური
სამომავლო ნაბიჯები ტერორიზმის წინააღმდეგ, ხოლო 2010 წლის სტრატეგია 2002-ის გამოძახილია, როდესაც უკვე აშშ გათვიცნობიერებული და გამოცდილია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და უკვე მიღწეული წარმატებული შედეგების ფონზე ახალი სფეროების მოცვას იწყებს.

ორივე სტრატეგია ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო თანამშრომლობასა და მოკავშირეებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფებების აღმოფხვრაზე, ასევე დაფინანსების გზების შეწყვეტაზე, ბირთვული იარაღის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა
და დაზვერვის სამსახურის ეფექტურობაზე. სიახლე კი რაც 2010 წლის სტრატეგიაში შემოიღეს გახლდათ საჰაერო სისტემის დაცვა, რომელიც მანამდე არ ყოფილა. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია
ის მთავარი რეფორმა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის დროს განხორციელდა უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით.


1
695
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თინათინ ვახანია
თინათინ ვახანია
695
  
2014, 1 მარტი, 0:02
11 ში ტერაქტი არ ყოფილა საერთოდ.ამერიკელებმა თვითონ ააფეთქეს ის შენობები.
0 1 1