x
image
თამარი555
პატიება
image
თუ თქვენ ღრმად გაწყენინეს, პატიება ძალიან ძნელია, რადგან ამისათვის არა მარტო სურვილია საკმარისი, არამედ ნება. პატიება_ ნიშნავს დავიწყებას, საკუთარ წყენაზე უარის თქმას, არ ვიფიქროთ შურისძიებაზე და გამოვიწვიოთ სიბრალული. იმისათვის რომ ვისწავლოთ მიტევება, ჩვენ თვითონ გვჭირდება ის. და ვისწავლოთ რომ გარედან შევხედოთ წარმოქმნილ სიტუაციას.


image


1. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ არპატიება იწვევს ჩვენს შინაგან რისხვას ჩვენს ობიექტზე, ძალიან ანგრევს სულიერ ჰარმონიას და პიროვნულ სიმრთელეს, მივყავართ რა დისკომფორტსა და უთანხმოებამდე. ისე გამოდის რომ ჩვენ გვაწყენინეს და ვაიძულებთ თავს მეტად განვიცდიდეთ ამის შესახებ. ვკლავთ ჩვენს ნერვულ უჯრედებს და ლოგიკურია რომ ამ გზით ვიმოკლებთ სიცოცხლეს.


2. საჭიროა ვიცოდეთ რომ ყველა ადამიანს აქვს შეცდომის უფლება. და არავინ არ არის იდეალური ამ სამყაროში. არც ჩვენ ვართ უცოდველნი და არც ჩვენ ვიქცევით სწორედ ყოველთვის და ასევე ვაყენებთ ზოგჯერ ტკივილს სხვებსაც არასწორი მოქმედებით. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ინანიებს და წუხს, რომ ასე მოგვექცა, და შეიძლება ეს უფრო დიდ ზიანს აყენებდეს მის სულს.image
.( სინდისის ქენჯნა_საშინელი რამ არის.)




3. თუ ადამიანი პირველად არ გვაყენებს ტკივილს და არც სხვა ადამიანებს ის ელემენტალურად სიბრალულს იმსახურებს. ამით ის თითქოს თავისი პრობლემების მოხსნას ცდილობს. უბრალოდ მან არ იცის როგორ გაუმკლავდეს მას დამოუკიდებლად. ასეთი ადამიანი ძალიან უბედური გაბოროტებული და გაბრაზებულია მთელ სამყაროზე.

2
597
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თამარი555
თამარი555
597
  
2013, 14 თებერვალი, 21:19
გმადლობ..
0 1 2