x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ტოპ-15 ყველაზე უცნაური ფობია

imageფობია ეს არის რისიმე შიში. ფობიების სახეობა იმდენი შეიძლება იყოს, რამდენნაირი შიშიც აქვს ნებისმიერ ადამიანს. ამ სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე უცნაურ ფობიებს, რომლებიც ადამიანთა უმეტესობისათვის უაზრო და პარადოქსულია. ამასთან საკმაოდ სახალისოცაა. მე პირადად ძალიან ვიხალისე ამ სტატიის დაწერისას. მაშ ასე დავიწყოთ.
15)ნომოფობია: ტელეფონის და ქსელური კავშირის გარეშე დარჩენის შიში.

14)ნომატოფობია: სახელების შიში. თუ სახელების გეშინიათ გამოიყენეთ ფსევდონიმები.

13)პაჰანოფობია: ბოსტნეულის შიში. თავს რომ დაგესხას მერე?!

12)პაპაფობია: რომის პაპის შიში. დამიჯერეთ ბევრად უფრო საშიში ადამიანებიც არსებობენ.

11)პაპიროფობია: ქაღალდის შიში. რა პრობლემაა, მთავარია ოფისში არ იმუშაოთ.

10)პენტერაფობია: სიდედრის ან დედამთილის შიში. ასეთებიც არსებობენ.

9)პლუტოფობია: სიმდიდრის შიში. საინტერესოა ასეთი ადამიანის ნახვა.

8)ქაუნთერფობია: შეშინების შიში. ანუ ადამიანს ეშინია არ შემეშინდესო. საინტერესოა რა ემართება ასეთ ადამიანს თუ მართლა შეეშინდა?

7)თეატროფობია: თეატრების შიში. რთულად ახსნადი ფობიაა, მაგრამ ესეც არსებობს.


6)ურანოფობია: შიში იმისა, რომ სამოთხეში არ მოხვდეს. ამისათვის საკმარისია ცოდვები ჩაიდინოს.

5)ფულემაფობია: კოცნის შიში. ალბათ ასეთ ადამიანებს ეშინიათ მიკრობების, რომლებიც კოცნის დროს გადაეცემა. მისთვის რთულია წყვილის პოვნა, უფრო სწორად მისნაირი უნდა ეძებოს.

4)ფილოფობია: შეყვარების შიში. ეს პრინციპში ფობიაც არაა. როცა შეგიყვარდება, აღარ შეგეშინდება.

3)ქრემატოფობია: ფულის შიში. ალბათ ასეთი ადამიანები ბუნების
წიაღში ცხოვრობენ და მხოლოდ მისი ძღვენით იკვებებიან. სწორი ცხოვრების წესია რას ერჩი.

2)ვერბოფობია: სიტყვების შიში. ამაზე უცნაური რა გინდათ, მითუმეტეს მოლაპარაკე სამყაროში.

1)ევფობია: კარგი ამბების შიში. ეს ყველა ჩარჩოს სცდება. გამოდის, რომ ეს ადამიანი ყველა ვარიანტში კარგ ამბავს მიიღებს თუ რაიმე ცუდრ რაიმეს გაიგებს.


2
637
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
637
  
2013, 9 თებერვალი, 8:50
ამას პირიქით არ უნდა სამოთხეში მოხვედრა :)
2013, 8 თებერვალი, 23:25
შიში იმისა რომ სამოთხეში არ მოხვდეს ყველასააქვს !!! :D ოღონდ სამოთხეში მოვხვდე და თუ გინდა ეხლავე მოვკვდეე :D : DDD
0 1 2