x
image
მაკუნა
Mediator image
გაშვილების პროცედურები საქართველოში

imageმიუხედავად იმისა, რომ მიტოვებულ ბავშვთა და შვილის ამყვანთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, შვილის აყვანა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროცედურად რჩება, რომელიც დიდ დროს, ნერვებსა და უამრავი ბიუროკრატიული პროცედურის გავლას გულისხმობს.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩვეულებრივი მოქალაქე ბავშვის ასაყვანად? როგორ ხდება გასაშვილებელის სტატუსის დადგენა?ამ პროცედურებსა და პრაქტიკულ საკითხებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური გვესაუბრება:


– ლიკა, ვთქვათ, გადავწყიტე შვილის აყვანა, ვის უნდა მივმართო?


– შვილად აყვანის უფლებამოსილი ორგანო არის სოციალური მომსახურების სააგენტო. ბავშვის აყვანის სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ აღნიშნული სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, სადაც შეავსებთ შესაბამის განაცხადს .

შვილი შესაძლებელია აიყვანოს დაუქორწინებულმა ადამიანმაც, თუ დაქორწინებულია აუცილებელია ორივე მეუღლის თანხმობა. გაანაცხადის შევსების შემდეგ ხდება შემოწმება, რამდენად აკმაყოფილებს მსურველი აუცილებელ მოთხოვნებს. არის გარკვეული შეზღუდვები, როდესაც პიროვნებას არ შეიძლება თანხმობა მიეცეს შვილად აყვანაზე!


– რა აუცილებელი მოთხოვნაა საჭირო და ვის შეიძლება ეთქვას უარი?


– აუცილებელია გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა.

ესენია: პირადობის მოწმობა; თუ ქორწინებაშია, ქორწინების მოწმობა; ცნობა ჯანმრთელობის სტაბილურობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიურიდან, რომ არაა მომხმარებელი; ასევე ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, პირი რეგისტრირდება შვილად ამყვანთა სიაში და დგება რიგში, საბუთებთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დღეებშია გაწერილი და უვადოდ აღარ იწელება, მაგრამ როდის მოუწევს რიგი ამას კანონი არ საზღვრავს. რაც შეეხება უარის თქმას მიშვილებაზე, ეს ხდება: მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში; თუ პირს ნდობით ყავდა აღსაზრდელად და ვერ შეასრულა მოვალეობა; შეზღუდული აქვს მშობლის უფლება და ვერ ართმევს თავს მოვალეობას; ასევე არ შეიძლება მიეშვილოს ბავშვი ნარკომანს, ალკოჰოლიკს, ან პირს რომელიც ნასამართლევია მძიმე ან ძალიან მძიმე დანაშაულისთვის.


– “ნდობით აღზრდა” ახსენე რა იგულისხმება ამაში?


– მიმდინარეობს დიდი ბავშვთა სახლების ლიკვიდაციის პროცესი, სოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების გარდა, არსებობს ნდობით აღზრდის სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო დედობილს და მამობილს უხდის თანხას 600 ლარის ოდენობით. მინდობით აღზრდისას აღზრდის მსურველი იგივე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს რასაც შვილად აყვანის შემთხვევაში.

მინდობით აღმზრდელს უპირატესი უფლება შვილის აყვანისას, ვთქვათ 6 თვის შემდეგ წყვილმა გადაწყიტა მინდობით აღსაზრდელი ბავშვის აყვანა, მაშინ მასზე აღარ ვრცელდება გაშვილების რიგითობის წესი.


_ კიდევ ვინ სარგებლობს პრივილეგიებით, ანუ ვისზე არ ვრცელდება რიგითობა?


– უპირატესი უფლებით სარგებლობს ნათესავი, (ბიძაშვილ- მამიდაშვილის ჩათვლით), ბავშვის დედინაცვალი(მამინაცვალი); პირი რომელმაც იცის კონკრეტული გასაშვილებელი ბავშვი, ვისაც ნებაყოფლობით ასვილებს მშობელი. ასეთ შემთხვევაში გამშვილებელი და მშვილებელი ერთად მიმართავენ სოც.სააგენტოს.


როგორც ვიცი, ხშირად უცხოელები სწორედ რიგის გვერდისავლით, გარკვეული გარიგებებით ცდილობენ მარტივად აიყვანონ ბავშვი, კანონით ეს დასაშვებია?


– კანონი პრივილეგიას ნამდვილად არ ანიჭებს უცხოეთის მოქალაქეს, რიგითობა მათზე ჩვეულებრივ ვრცელდება. თუმცა ხშირად ნებაყოფლობითი გაშვილებისას არჩევანს მშობლები აკეთებენ უცხოეთის მოქალაქეზე, ზოგჯერ ეს ხდება ბავშვის მკურნალობის მიზნით(დაზღვევას უკეთებენ თავიანთ ქვეყანაში). ხშირად ხდება ასევე წინასწარი გარიგებაც ორსულებთან, თანხის სანავლოდ, თუ ასეთი რამ გამოვლინდა და გამოძიებამ დაადასტურა ფაქტი, საქმეში გარეული ყველა პირი სისხლის სამართლის დამნაშავეა და პასუხისგებაში მიეცემა.


– თუ ნათესავს გაუჩინა ბავშვი, ან უკვე დაბადებული ბავშვი მისცა გასაზრდელად დას ან ახლობელს? ასეთ შემთხვევაშიც რა ხდება?


– გარდა სუროგატი დედობისა სხვა შემთხვევაში გარიგების მიზნით ორსულთან მოლაპარაკება და ბავშვის გაჩენა კანონონით ისჯება. თუმცა ამ გზას ხშირად მიმართავენ და არა მარტო ნათესავებს, უცხოებსაც უჩენენ და ყიდიან შვილებს. ვინც ამას აკეთებს უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლებელია ასეთი ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდეს. ოფიციალურად გაშვილებული ბავშვის გაკონტროლების მოვალეობა კი სოციალური სააგენტოს ეკისრება. თუ ადამიანი უკვე დაბადებულ და რეგისტრაციაში გატარებულ შვილს მისცემს ახლობელს გასაზრდელად, ამ შემთხვევაში ფაქტობრივი გამზრდელია გამოდის ის ვისაც მისცა ვთქვათ დეიდა, ან მამიდა. ამისთვის არავის დაიჭერენ. თუმცა როცა ბავშვს წარმომადგენელი დაჭირდება სკოლასა თუ სხვა ორგანოში მაშინ ფაქტობრივ აღმზრდელს არ აქვს არანაირი უფლება, ამიტომ იურიდიული სტატუსის მინიჭება აუცილებელი გახდება.
ჩვენს პრაქტიკაში იყო ასეთი რამ, ბავშვს ჰყავდა იურიდიულად დედა, მაგრამ გაჩენისთანავე დედამთილთან დატოვა, ბავშვის ბიოლოგიურ მამას კი, რომელიც ბავშვის დაბადებამდე გარდაიცვალა მამობა არ ქონდა დადგენილი. ბებია იურიდიულად ვერ ამტკიცებდა ნათესაობას. ბავშვი როდესაც სკოლაში შევიდა შეექმნა სერიოზული პრობლემები, მას არ ჰყავდა სტატუსიანი წარმომადგენელი. მანამდე კანონი არ ითვალისწინებდა ასეთ შემთხვევებს, ასეთი პრეცედენტის შემდეგ შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც სოციალურ სააგენტოში ინფორმაციის შესვლის საფუძველზე ხდება მიტოვებულის სტატუსის დადგენა. ბებიამ დარეკა სააგენტოში, შსს-მ გამოაცხადა ძებნა დედაზე, ერთი თვის ძებნის შემდეგ ვინაიდან ვერ მოხერხდა დედის პოვნა, ბავშვი ჩაითვალა მიტოვებულად. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვალა ბავშვი გასაშვილებლად და ბებიამ უპირატესი პრივილეგიით, რიგითობის გვერდისავლით შეძლო იურიდიული სტატუსის მოპოვება.


კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვი ჩაითვალოს გასაშვილებლად?


– იმისათვის რომ მოხდეს გაშვილება, არასრულწლოვან, 18 წლამდე პირის უნდა ქონდეს გასაშვილებლის სტატუსი. რისი განსაზღვრაც ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიტოვებულია ან ჰყავს მაგრამ დაკარგულია ან ქმედუუნარო; ასევე ჩამორთმეული აქვს მშობლის სტატუსი და შემთხვევა როდესაც ბავშვს ყავს მშობელი, რომელიც ნებაყოფლობით ამბობს თანხმობას გაშვილებაზე.


– როგორ ხდება მიტოვებულად აიღიარება?


– თუ რომელიმე დაწესებულებისათვის ცნობილია რომ ბავშვს არ ჰყავს სტატუსიანი პირი, ან მშობიარობის შემდეგ მშობელი გაუჩინარდა, ასეთი ფაქტის გამომვლენი ვალდებულია აცნობოს 24 საათის მანძილზე სოც. სააგენტოს ან პოლიციას, რომელიც ვალდებულია დაადგინოს მშობლის ვინაობა, ხშირია შემთხვევა როდესაც არანაირი დოკუმენტაცია არ აქვთ ბავშვებს, არსად არაა აღრიცხული. თუ ერთ თვეში არ მოხერხდა მშობლის ვინაობის დადგენა, ან მოხერხდა მაგრამ უარს აცხადებს შვილზე, ასეთი ბავშვი ითვლება მიტოვებულად. ასევე ვინც ბავშვთა სახლებში ტოვებს და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ არ აკითხავს, არ ეკონტაქტება, მიტოვებულად ითვლება. 2 წლის განმავლობაში არ აშვილებდნენ ასეთ ბავშვებს, თუმცა ეს ვადა შემცირდა რაც შვილად აყვანის მსურველთა რიგებს გარკვეულწილად შეამცირებს. მიტოვებულის და გასაშვილებლის სტატუსს საბოლოოდ სასამართლო განსაზღვრავს, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გასაშვილებელ სიაში ბავშვების შეყვანა, თითეული შემთხვევა ინდივიდუალურია და დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ უწევთ ლოდინი ამდენხანს აყვანის მსურველებს, ისიც უნდა აღინიშნოს რომ 10 წლის ბავშვს უკვე აქვს უფლება უარი თქვას კონკრეტული ადამიანის შვილობაზე.


შვილის აყვანისას შემოსავლის ოდენობას და წყაროს დიდი მნიშვნელობა აქვს?


– კანონში პირდაპირი დათქმა არაა თუ რამდენი უნდა ქონდეს შემოსავალი, თუმცა ცხადია მოიაზრება, რომ ბავშვის გაზრდის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მშვილებელს, მთავარი ბავშვის ინტერესებია. ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს, რა თქმა უნდა, მას გარკვეული უპირატესობა ექნება.


მაკა დეკანოსიძე



7
881
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
881
  
2017, 7 ივნისი, 21:42
ვარ ორსულად.სამწუხაროდ ისე მოხდა რომ გვიან გავიგე,ამ ბავშვს ვერ დავიტოვებ ვერანაირად.თუ არა და ცოცხალი ვერ გადავრჩები..იქნებ ვინმე დამეხმაროს და წაიყვანოს..დანარჩენზე პირადად ვისაუბრებ 597888393
2015, 8 დეკემბერი, 13:41
9 წლია არ გვყავს შვილი განცხადებაც დავწერეთ 9 წელია და გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა ისე განვიცდით ამის აღწერა არ შეიძლება თან როცა იცი შვილი არაოდეს არ გეყოლება იქნებ გამოგვეხმაუროთ ვინმემ და დაგვაკვალიანოთ ბავშვს ჩვენ ოჯახში არაფერი მოაკლდება
2014, 11 მარტი, 21:39
მე და ჩემს მეუღლეს7 წლის წინ დაგვეღუპა 10 წლის ერთადერთი შვილი. მეტი შვილი არ გაგვიჩნდა. ძალიან გვინდა ბავშვის აყვანა. ბავშვის ასაკი არ არის შეზღუდული – ახალშობილიდან 7 წლამდე.

ასევე მზად ვართ ვუპატრონოთ ფეხმძიმეს, რომელსაც სურს ბავშვის გაშვილება.

ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით. გვაქვს სტაბილური შემოსავალი, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უპრობლემოდ გაზრდას.

გაცნობებთ, რომ ვართ ბავშვის აყვანის რიგში და ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში ბავშვის აყვანის იურიდიულ-მატერიალური საკითხები მოგვარდება უპრობლემოდ ჩვენს მიერ.

"გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილის არსებობის შემთხვევაში, გამშვილებლის სურვილისამებრ, მზად ვართ ვაკონტაქტოთ ბავშვი თავის დედმამიშვილებთან".

გთხოვთ დამიკავშირდეთ ტელეფონით: 593412815 ან/და 591957347
ან მომწეროთ ელ-ფოსტაზე: anochantu@gmail.com

ველით თქვენს გამოხმაურებას
2013, 11 თებერვალი, 19:19
აქ იყიდება ბავშვები?3 კილო 1 ლარი....
2013, 29 იანვარი, 13:57
ვარ ფეხმძიმედ არმაქვს საშუალება გავაჩინო და გავზარდო,თუ ვინმეს შეუძლია დახმარება მომწერეთ ნომერზე 597 74 85 62
2013, 29 იანვარი, 13:55
ბავშვის აყვანის მსურველი პირი დამიკავსშირდეს ნომერზე 597 74 85 62
2013, 27 იანვარი, 16:34
სანამ რიგი მოგიწევს დაბერდები კიდეც.. მაგრამ ისე ართულებენ ამ ყველაფერს და დროს წელავენ სურვილიც დაგეკარგება და ასაკიც აღარ შეგიწყობს ხელს რომ ბავშვი აიყვანო:( სამწუხაროდ
0 1 7