x
image
მაკუნა
Mediator image
"რუსთავი 2“ -ის დამფუძნებლების განცხადება
image ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არხის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

განცახადებას ავრცელებენ, რომელსაც ინტერმედია უცვლელად გთავაზობთ:


" ნაციონალური მოძრაობის უმაღლესი პირების მხრიდან წარმოაჩინონ, თითქოს მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, ვალდებულს გვხდის შევახსენოთ საზოგადოებას:


2004 წელს, სწორედ ხელისფლების უმაღლესი პირების მხრიდან ზეწოლით და იძულებით მოხდა ნაციონალური მოძრაობის მიერ „რუსთავი 2“-ის მითვისება. შედეგად ტელევიზია გადაიქცა პარტიულ პროპაგანდისტულ იარაღად.
ჩვენ კარგად გვესმის „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების, რომლებიც ბოლო 9 წელია იმყოფებიან მუდმივი სტრესის და წნეხის ქვეშ როგორც ყოფილი ხელისუფლების, ასევე მეპატრონეებისა და მენეჯმენტის მხრიდან.
გვჯერა, რომ გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად, ერთად შევძლებთ image„რუსთავი 2“-თვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის სახელის დაბრუნებას, გამიჯნულს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ზეგავლენისგან.
აქვე რწმენას გამოვთქვამთ, რომ მოქმედი გენერალური დირექტორის დაკავება არ არის პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მედიაზე. ვფიქრობთ შექმნილ ვითარებაში, ყველა კითხვის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავლი, დაკავებულის თავდებით გათავისუფლება იქნებოდა" _ ნათქვამია განცხადებაში.



წყარო http://www.media.ge

0
227
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0