x
image
მაკუნა
Mediator image
ჯაბა ჯიშკარიანი დავით საყვარელიძეს ქრთამის აღებასა და "სუბოტექსის" დარიგებაში ამხელს!
image საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ყოველდღიური დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. მართალია, გაოპოზიციონერებული ხელისუფლება პოლიტიკურ ვენდეტაზე საუბრობს, მაგრამ ადამიანებისთვის, ვინც “ვარდოსანთა” სისტემას წლების განმავლობაში ებრძოდა, მიმდინარე პროცესები ლოგიკურია. სხვათა შორის, სააკაშვილის მიმდევრები, რომელნიც დღეს დიქტატურითა და ფაშიზმით აპელირებენ, საქართველოში ფაშისტური “ზონდერ-ბრიგადების” ფუძემდებელნი თავად არიან _ “ზონდერებს” ნახავდით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებსა თუ რიგით ადამიანთა შორის... “სამოქალაქო ფრონტის” ლიდერსა და ერთ-ერთ დამფუძნებელ ჯაბა ჯიშკარიანს არაერთხელ უგემია “ქართული ზონდერიზმის” გემო _ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, ჯიშკარიანი მრავალგზის დააპატიმრეს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, არ გატყდა. “დამნაშავე სისტემის” “ზონდერ-სქემებზე ჯაბა “ქართულ სიტყვას” ესაუბრა.

ჯაბა, კუდის 18 წლის მაღალჩინოსნის “დავერბოვკება” ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა “ნაციონალები” ადამიანებს ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობას აიძულებდენ. თუ იცი, რა მეთოდებით ხდებოდა გადაბირება?


– ამ 18 წლის ბიჭის, ჯამალაშვილის შემთხვევა, რა თქმა უნდა, კლასიკური მაგალითია, რომელიც, თავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გახმაურდა. რაც შეეხება მომავალი ზონდერების ე.წ. დავერბოვკების სქემას, ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ორგანოების პოტენციური მოკავშირე უნდა გამხდარიყო, მიდიოდა კომპრომატების შეგროვება, თუ ამ ადამიანზე კონკრეტული კომპრომატი არ ჰქონდათ, ამ შემთხვევაში მასზე საქმეს თხზავნენ. ყველაფერ ამას მხოლოდ ინფორმაციის დონეზე არ გიყვებით. რაც ხელისუფლება შეიცვალა, მოგვმართავენ ადამიანები მტკიცებულებებით, ახლა ამ მასალების დამუშავება მიმდინარეობს და აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას.

თავად “დავერბოვკებულები” გაკითხავენ?


– არა, თავის გადარჩენის მიზნით, პოლიციელები მოგვმართავენ და აღიარებენ, რომ მსგავს რაღაცებს აკეთებდნენ, მაგრამ ისინი არაფერ შუაში არიან, თუმცა ამ საქმეებით იკვეთება, რომ შემსრულებლები სწორედ ეს პოლიციელები იყვნენ.

და რას ამბობენ, როგორ აგროვებდნენ კომპრომატებს მომავალ “ზონდერებსა” თუ აგენტებზე?


– ძალოვან სტრუქტურებში კონკრეტული ადამიანების “დავერბოვკებისთვის” იყენებდნენ ინფორმატორებად გოგონებს, მათ ბიჭებთან ურთიერთობაში შესვლას აიძულებდნენ და როცა ძალოვანებისთვის საინტერესო პიროვნებასთან ახლო ურთიერთობას დაამყარებდნენ, მას სთავაზობდნენ ნარკოტიკს, მოსასმენები და კამერები კი, წინასწარ იყო დამონტაჟებული. ვინც ამ მახეზე წამოეგებოდა, იბარებდნენ ორგანოებში და აჩვენებდნენ მტკიცებულების სახით ჩანაწერს, შემდეგ, სთავაზობდნენ არჩევანს _ ან თანამშრომლობა, ან ციხე.

ასეთ გოგონებზე გასვლა როგორ ხდებოდა?



– შს სამინისტრო აკონტროლებდა ყველაფერს _ სატელეფონო საუბრებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ამიტომ, ძალოვანებს არ უჭირდათ ნებისმიერი ქალისთვის სუსტი წერტილის პოვნა და შემდეგ, მისი “ნასედკებად” გადაქცევა. სწორედ ასეთ ბინძურ სქემებზე მუშაობდა “კა-გე-ბე”-ს გადმონაშთი მერაბიშვილის უშიშროება. ჩემი მხრიდან ყველა დეტალზე საუბარი ამორალური იქნება, მაგრამ ასეთ გოგოებთან მიმართებაშიც ძალიან ბინძურ ხერხებს იყენებდნენ.
მოკლედ, ადამიანების, ვისი “დაზონდრებაც” შეეძლოთ, მთელი არმია ჰყავდათ. სხვათა შორის, თბილისში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი “დავერბოვკებული” იყო. მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ, ეს პროკურატურის პრეროგატივაა და თუ საჭიროდ ჩათვლის, გაასაჯაროებენ. ყველა უბანში, მინიმუმ, 200 “ზონდერი” მაინც ჰყავდა შსს-ს.

ჯაბა, წინასაარჩევნოდ ციხიდან გათავისუფლებულ “ზონდერებზეც” ლაპრაკობდნენ...


– კი, ნამდვილად. “დაზონდერების” კლასიკურ მაგალითად უნდა ჩავთვალოთ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ე.წ. უბნის ავტორიტეტების გამოშვება ციხეებიდან, ასეთ ადამიანებს აიძულებდნენ, უბნებში ის ოპოზიციური მოძრაობა შეეჩერებინათ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო. პრობაციონერები კი, მთელი ცხოვრება ლაგამამოდებული უნდოდათ ჰყოლოდათ _ მათზე კომპრომატი იდო პროკურატურაში და ნებისმიერ დროს შეეძლოთ, აბსურდული ბრალდებით მათი უკან შებრუნება. სხვათა შორის, საქართველოში 300 ათასამდე პრობაციონერია.

ისე, მხოლოდ არჩევნებისთვის არ გამოუყენებიათ ყოფილი პატიმრები ზონდერებად _ თუ გამოითხოვთ ოფიციალურ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან იმის შესახებ, ვინ გათავისუფლდა 2011 წლის 26 მაისის აქციის წინა დღეებში, ამ სიაში აღმოაჩენთ სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც უმოწყალოდ სცემდნენ აქციის მონაწილეებს. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. სხვათა შორის, ამ დღეებში მათ სურათებს გადმომცემენ, ვინც 26 მაისს მიტინგი დაარბია.

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი სამუშაო “უბნის ზონდერებს” ჰქონდათ, მთაწმინდაზე ვცხოვრობ და კარგად ვიცი, თუ რა ხდებოდა

– “დაზონდერებული” ხალხი შტაბებში აგიტატორებად გააფორმეს. ასეთი “აგიტატორ-ზონდერები” დადიოდნენ მაისურებით, რომელზეც ძველბიჭური, ნახევრად ქუჩური წარწერა იყო: “გეგე ჩემი ძმაა!” მხოლოდ არჩილ გეგენავას კი არა, ყველა შტაბში ასეთი სიტუაცია იყო. ჩუღურეთის რაიონის “ნაციონალი” დეპუტატობის კანდიდატის, ანდრო ალავიძის ძმა დადიოდა და ნარკოტიკს ურიგებდა პირდაპირ ქუჩაში ე.წ. კაი ბიჭებს. იგივე შემიძლია გითხრათ “ვარსკვლავბიჭუნა” საყვარელიძეზე _ კრწანისის მაჟორიტარობას აპირებდა ადამიანი, რომელიც გარდა იმისა, რომ ყველანაირი გზით “ავერბოვკებდა” ახალგაზრდებს, ქრთამს იღებდა საკუთარ კაბინეტში. ამ კვირაში პროკურატურაში შევა მომჩივანი, რომელსაც აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იღებდა საყვარელიძე 40 ათას ლარს ქრთამად. ასევე, ბატონი საყვარელიძე კრწანისის შტაბში ყოფნისას, იბარებდა ადგილობრივ ბიზნესმენებს და ფულს “ახევდა”. სწორედ ის საყვარელიძე, რომელიც კრწანისის შტაბში “სუბოტექსის” “კაკლებს” არიგებდა საკუთარი ხელით, დღეს მაღალ ზნეობაზე საუბრობს პარლამენტიდან და გაიძახის, რომ თითქოს პოლიტპატიმრებში 200 კრიმინალია შესული. არადა, თავად კრიმინალ-ზონდერებით ჰქონდა შტაბი გამოტენილი და არჩევნების დღეს მთელი კრწანისის “ნაციონალთა” შტაბი “სუბოტექსის” ზემოქმედების ქვეშ იყო.
მე, როგორც რიგით მოქალაქეს, არ მაინტერესებს, ვინ და როგორ აირჩია საყვარელიძე, ბარამიძე და ა.შ. კრიმინალის ადგილი ციხეშია და არა _ პარლამენტში. უდესიანისა და გეწაძის მსგავს ზონდერებს, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, უნდა მივუტევოთ, რადგან ოპოზიციაში გადასული პარტიის წევრები არიან?

მაღალი პოლიტიკური ეშელონების “ზონდერებიდან” რატომღაც არავინ ახსენებს ადეიშვილის მარჯვენა ხელ დავით ჩხატარაშვილს. სწორედ მისი გავლენის ქვეშ ექცეოდა ხშირად ზურაბ ადეიშვილი. ჩხატარაშვილი იყო არა მხოლოდ სისტემის რუხი კარდინალი, არამედ, _ საქართველოს ცხრაწლიანი უბედურების უდიდესი შემოქმედი მერაბიშვილ-ადეიშვილთან ერთად. 7 ნოემბრის აქციის ლიდერების აგენტებად გამოცხადება, “ყინწვისის საქმის” შეკერვა და სხვა უამრავი საქმეა მის კისერზე. ახლა კი, როგორც გავიგე, თავის გადარჩენას და ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებას ცდილობს. ერთადერთი “კონტრა”, რაც შეიძლება მქონდეს და რის გამოც შეიძლება დავუპირისპირდე ივანიშვილის მთავრობას, სწორედ ჩხატარაშვილის მსგავსი ადამიანების გარეთ დატოვებაა. არ გავჩერდები, სანამ ამ ადამიანს არ ვნახავ ციხეში. ყველა იმ გაყალბებული საქმისთვის, რასაც ჩხატარაშვილი პირადად ჩემი, ჩემი მეგობრების და სხვა უამრავი პოლიტიკურად განსხვავებული ადამიანების მიმართ იყენებდა, მკაცრად უნდა აგოს პასუხი.
ასევე, ძალიან ცუდი საქმეები აქვს ნაკეთები ნიკა გვარამიას, რომელიც ახლა ცდილობს თავის გადარჩენას _ “რუსთავი 2”-ში მივიდა და იქიდან აგრძელებს ჟურნალისტების “დაზონდერებას”. ისე, ჭკვიანურად მოიფიქრეს _ თუ სამართალდამცავებს მასთან შეკითხვები გაუჩნდებათ, ამას თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასებენ.

ჯაბა, რაც შეეხება “ზონდერებს” უმაღლეს სასწავლებლებში, ამაზეც არაერთგზის უსაუბრიათ სტუდენტებს...


– სტუდენტების “გაზონდერება” დაიწყო თვითმმართველობის ჩამოყალიბების შემდეგ. კარგად ვიცნობ გიორგი ავალიანს _ ჩემი თანაჯგუფელია. კარგად ვიცი მისი წარმომავლობაც _ დავით კირკიტაძესთან მეგობრობით დაიწყო მისი ე.წ. კარიერა. უგულავას რეკომენდაციით, მიღებული იყო “ნაცმოძრაობის” ელიტაში, მანამდე კი, კარგად შეასრულა დავალებები თსუ-ში. ავალიანი მუდმივად იკავებდა ვარძელაშვილის მოადგილის თანამდებობას _ სწორედ ამ სამინისტროს უნდა ემართა სტუდენტობა. ვარძელაშვილის ფრთას ებარა ახალგაზრდების “გაფუჭება”. უნივერსიტებების თვითმმართველობის პრეზიდენტებს ვარძელაშვილი ავალებდა მთელ თბილისში “საჭირო” ადამიანებთან დამეგობრებას, შემდეგ, ამ ადამიანებზე ხდებოდა კომპრომატების შეგროვება. კლუბ “სენატსა” და “მეიდანში” ხდებოდა ჩხუბი, რომელშიც მიზანმიმართულად რთავდნენ “დასავერბოვკებელ” ადამიანებს, შემდეგ, ვარძელაშვილი მათ მშველელად მოევლინებოდა და დაიხსნიდა ციხიდან. საპასუხოდ კი, ეს ახალგაზრდები “ჯიგრულად” თავადაც უნდა დახმარებოდნენ ვარძელაშვილს, ამიტომ ბევრი ასრულებდა მის ბნელ დავალებას, მაგრამ ბევრმა ვარძელაშვილი მოატყუა, გვერდში არ დაუდგა და საკადრისი პასუხიც მიიღო _ დღეს ციხეშია.
გიორგი ავალიანის წინააღმდეგ, როგორც ვიცი, უკვე აღძრულია საქმე, “იუთუბი”-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ბათუმის სასტუმროში ახალგაზრდების ცემის ფაქტია ასახული. ნიშანდობლივია, რომ ავალიანის შემდეგ თვითმმართველობების შემდეგი პრეზიდენტები არაფერს წყვეტდნენ თსუ-ში, ამას ისევ მართავდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. გაგა ხაბულიანი კი იყო ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თავის დროზე სტუდენტთა დაპირისპირებაში.
“ზონდერების” მეშვეობით გამწარებული დაპატიმრებული ადამიანები დღეს ელიან სამართლის აღდგენას. სოზარ სუბარმა აუცილებლად უნდა შეკრიბოს ახალი მონიტორინგის წევრები, რადგან ტუღუშის მონიტორების უმეტესობა პატიმრის ზარებსაც კი არ პასუხობს. ტუღუშმა, პირადი დაპირისპირების გამო, უარი თქვა ჩემს შეყვანაზე მონიტორინგის ჯგუფში, არადა, თუ რამე ვიცი, სწორედ ეს სისტემაა და კარგად ვერკვევი, ვინ ვინაა სასჯელაღსრულებასა და ძალოვან სტრუქტურებში.
ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ ერთ ნაძირალა “ზონდერზე”, რომელიც დღესაც ჰყავს ბატონ სოზარს სისტემაში. ეს არის ციხის “რეზბალნიცის” დირექტორი ზურაბ თვაური, რომელიც იყო ქალაქის სამმართველოს უბნის ინსპექტორების უფროსი, სწორედ მისი ბრძანებით სცემეს გამომცემლობა “სამშობლოსთან” დევნილებს და როცა მათ საშველად მივედი, თვაურის მითითებით, გამომეკიდა პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფი და დამიჭირა. ამის კადრებიც არსებობს და ვპირდები თვაურს, არათუ “რეზბალნიცის” დირექტორი იქნება, არამედ, მალე ციხეში ჩაჯდება _ მე და ის ადამიანები, ვინც გაამწარა, მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვაპირებთ.


მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა"

for.ge

1
767
5-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
767
  
2012, 9 დეკემბერი, 18:25
ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
0 1 1