x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სახის და ტანის მოვლა

imageთითქმის ყველა ქალს აწუხებს კანის პრობლემა:

ჩვენ დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში.

პიტნის ნაყენი კანისთვის

ყელის კანი სახის კანზე არანაკლებ სათუთი მოსავლელია, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან უპირველეს ყოვლისა სწორედ ის გასცემს თქვენს ასაკს, თუ ყელზე მშრალი კანი გაქვთ, სასარგებლოა პიტნის ნაყენის კონტრასტული კომპრესები. შეუნაცვლეთ ერთმანეთს ცივი და ცხელი 38-42 გრადუსი კომპრესები, ოღონდ დაიწყეთ და დაამთავრეთ ცივი კომპრესით. კომპრესისთვის ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზ გამხმარ პიტნის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. ცხელი საფენი ყელზე 1-2 წუთით დაიფინეთ, ცივი კი - 5 წუთით გაიჩერეთ, და შედეგს აუცილებლად ნახავთ.image

ასევე სკრაბი. სახის მსუბუქი პილინგისთვის საუკეთესო საშუალებაა ყავის ნალექი, ზღვის მარილი, შაქარი. აურიეთ რომელიმე მათგანი მცენარეულ ზეთსა და თაფლში და მიღებული ნაზავით სველი სახე დაიზილეთ, იდეალურია აბანოს შემდეგ. ფეხის ქუსლებისა და იდაყვებისთვის სკრაბის საფუძვლად გარგარის დაფხვნილ კურკებს იყენებენ, შედეგი იდეალურია, გამოიყენეთ რჩევები და მოუარეთ კანს.

0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0