x
image
K.P.
ნუკი კოშკელიშვილი შეყვარებულს დაშორდა? რატომ შეხვდა ის ახალ წელს მარტო?
imageერთ დროს ძალიან პოპულარული ნუკი კოშკელიშვილი დღეს კარიერულ ჩიხში მოექცა. სულ ცოტა ხნის წინ მას საკუთრი გადაცემა-"ნუკის დილა" ჰქონდა, რომელიც უცებ დახურეს და ერთ დროს ძალიან პოპულარული ტელეწამყვანი მხოლოდ სერიალ "შუა ქალაქში" მონაწილეობს. ნუკის თქმით, 2012 წელი მისთვის საკმაოდ რთული იყო, თუმცა მთლიანობაში გასულ წელს დადებითად აფასებს. მას ძალიან უნდა რაიმე გასართობი გადაცემა წაიყვანოს, მაგრამ არ იცის ეს ოცნება აუხდება თუ არა.image

ნუკი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მეგობრებსა და შეყვარებულს საკმარის დროს ვერ უთმობდა. ამბობენ, რომ მას ოთოსთან პრობლებები აქვს. ადრე ნუკი შეყვარებულზე ყოველთვის ღიად საუბრობდა, ახლა კი რატომღაც დუმილს ამჯობინებს. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ინტერვიუდან:

-ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ იმდენად დაკავებული იყავით, შეყვარებულისა და მეგობრებისთვის ვერ იცლიდით. სამაგიეროდ ახლა გამოგითავისუფლდათ დრო.

-კი ახლა მეგობრებს ნამდვილად დიდ დროს ვუთმობ.


-შეყვარებულს?

ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. ახლა უფრო მეტი დრო მაქვს, რომ ახლობლებთან ვიურთიერთო.

-პირად ცხოვრებაში ჰარმონიის და კომფორტის შეგრძნება როდის გაქვთ?

-ძალიან რთულია ამის თქმა. ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია როცა გიყვარს და უყვარხარ. ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია, როცა მარტო ხარ. ცვალებადია ეს ყველაფერი, ისე როგორც გემოვნება, დღეს ვარდისფერი მოგწონს, ხვალ შეიძლება იისფერი მოგეწონოს. ასეა პირადი ცხოვრებაც-ზოგჯერ ყვავილები და რომანტიკა გიტაცებს, ზოგჯერ კი გირჩევნიათ უბრალოდ კარგი მეგობრები იყოთ.image


ახალ წლამდე ნუკი ერთ-ერთ ახალგახსნილ კლუბში მუშაობდა, მისი ოჯახი კი დასასვენებლად იყო წასული. ნუკი ახალ წელს, კლუბში წასვლამდე სახლში მარტო შეხვდა. ტრადიცია აქვს, ახალი წლის საღამოს სურვილები ფურცელზე დაწეროს, დაწვას, ჩაყაროს შამპანურში და დალიოს. აღმოჩნდა, რომ ნუკის საათი წინ ყოფილა და რიტუალის ჩატარება ორჯერ მოუხდა. მოგვიანებით ის კლუბს ეწვია კოტიკო თოლორაიასთან ერთად საღამო წაიყვანა და კარგადაც მოილხინა. საინტერესოა სად იყო ამ დროს ნუკის რჩეული... იმედია ყველა პრობლემა მოგვარდება... ვუსურვოთ ნუკის წარმატებები...imageimageimageimageimageimageimageimageimage









0
1496
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0