x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მსოფლიოს მილიარდერები
image2012 წელი საიუბილეო გამოდგა მსოფლიოს მილიარდერების რეიტინგისთვის: ზუსტად 25 წლის წინ 1987 წელს, "ფორბსმა" პირველად მილიარდერების სია შეადგინა. 2012 წლის სიაში 1 226 მილიარდერი მოხვდა, რომელთა საერთო კაპიტალმა 4, 6 ტრილიონი დოლარი შეადგინა. მილიარდერების რაოდენობით ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები - 425 ადამიანი, შემდგომ მოდის რუსეთი - 96 და ჩინეთი - 95.

წარმოგოდგენთ მილიარდერების ათეულს:




image
1. კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა) - 67 მილიარდი დოლარი - მექსიკელმა კარლოს სლიმმა ზედიზედ მესამედ შეინარჩუნა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული.


image2. ბილ გეითსი (ამერიკის შეერთებული შტატები) - 66 მილიარდი დოლარი - ბილ გეითსი გახდა პლანეტის ყველაზე გულუხვი ადამიანი. მან ქველმოქმედებაზე დახარჯა 28 მილიარდი დოლარი.






image3. უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები) - 46 მილიარდი დოლარი - ამერიკის სენატის 2012 წლის ერთ-ერთი პირველი დადგენილება, რომელიც მდიდრებს გადასახადების გადახდას მთლიანი შემოსავლიდან არანაკლებ 30 პროცენტის ოდენობით ავალდებულებს, "ბაფეტის კანონად" არის ცნობილი. სწორედ მისი ინიციატივაა, რომ მდიდრებმა უფრო მეტი გადაიხადონ, ვიდრე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა.




image4. ლარი ელისონი ( ამერიკის შეერთებული შტატები) - 41 მილიარდი დოლარი - ელისონის კაპიტალი 2012 წელს 8 მილიარდით გაიზარდა. მისი სპორტული გატაცება კვლავ იახტებია და 2013 წელს მისი ინიციატივით სან-ფრანცისკოს ყურეში ჩატარდება ამერიკის თასის 34-ე ფინალი.

5. ამანსიო ორტეგა (ესპანეთი) - 39, 5 მილიარდი დოლარი - ამანსიო ორტეგა 2012 წელს ევროპის უმდიდრეს ადამიანად იქცა. ის პირველად მოხვდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში.

image6. ბერნარ არნო (საფრანგეთი) - 32, 7 მილიარდი დოლარი - გემოვნების საკითხში ავტორიტეტად მიჩნეული ბერნარ არნო ევროპის უმდიდრესი ადამიანი იყო, თუმცა 2012 წელს მას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეუქმნა საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის კანონმა "მდიდრებისთვის სპეციალური გადასახადის" შესახებ.

7. ჩარლზ და დევიდ კოხები (ამერიკის შეერთებული შტატები) - 31 მილიარდი დოლარი - ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ბიზნესმენებად ითვლებიან. ძმები ფლობენ მრავალპროფილიან ჰოლდინგს "კოხ ინდასტრისი", რომელიც ნავთობის გადამუშავებაზეა ორიენტირებული.

image8. ეიკე ბატისტა (ბრაზილია) - 30 მილიარდი დოლარი - ეიკე ბატისტა ნავთობის ხარჯზე მდიდრდება. ის ფლობს ნავთობმომპოვებელ კომპანიას.












image9. სტეფან პერსონი (შვედეთი) - 26 მილიარდი დოლარი - სტეფან პერსონის საკუთრებაში არსებულ H&M-ის მაღაზიათა ქსელს დაემატა "ვერსაჩე" და "მარნი", ამჟამად მსოფლიოს 43 ქვეყანაში 2500 მაღაზია აქვს.











image10. ლი კა-შინი (ჰონკონგი) - 25, 5 მილიარდი დოლარი - ლი კა-შინის ბიზნეს-იმპერიაში მსოფლიოს 53 ქვეყანაა ჩართული და 270 ათასი ადამიანი მუშაობს. მისი კომპანიის აასენებულია ყოველი მეშვიდე ბინა ჰონკონგში.

6
1493
4-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
1493
  
2013, 20 იანვარი, 19:49
ძალიან საინტერესოაა...ყოჩაღ:*
2013, 20 იანვარი, 18:50
მადლობა
2013, 20 იანვარი, 17:56
საინტერესო სტატიაა.მომეწონა.
2013, 20 იანვარი, 17:41
ნუ ახლა მთლად შენი ბრალიც არაა!...:))))))))
2013, 20 იანვარი, 17:40
:) არ ვიცოდი, თორემ ჩაგწერდით
2013, 20 იანვარი, 17:38
ამას გავაპროტესტებ,სადაც საჭიროა____ როგორ გამორჩათ ჩემი თავი??? :)))
0 1 6