"საქართველოში ბანკი გაძარცვეს და მძარცველები სამარშუტო ტაქსით ცდილობდნენ მიმალვას"
8 იანვარს საქართველოში ბანკი გაძარცვეს და მძარცველები სამარშუტო ტაქსით ( ეგრედ წოდებული "ყვითელი მარშუტკით" ) ცდილობდნენ მიმალვას. 8 იანვარს დაახლოებით 4 საათისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე საქართველოს ბანკი გაძარცვეს. "მძარცველები სამარშუტო ტაქსში დააკავეს." სამარშუტო ტაქსში დააკავეს 2 მძარცველი, მათ თან ჰქონდათ "ცეცხლსასროლი" იარაღი.
საქართველოში ნუცუბიძის ქუჩაზე საქართველოს ბანკი გაძარცვეს და მძარცველები სამარშუტო ტაქსით შეეცადნენ მიმალვას. რამდენი ლარის მოპარვა მოასწრეს ჯერ-ჯერობით უცნობია. საქართველოს ბანკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ დანაკლისის ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია და მათ იმდენი იციან ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიც ქართველმა ხალხმა. პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე, სამარშუტო ტაქსში დააკავეს 2 მძარცველი, მათ თან ჰქონდათ "ცეცხლსასროლი" იარაღი, პოლიციამ ეს იარაღი ექსპერტიზაზე წაიღო. ასევე დაიკითხა სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც ეჭვმიტანილები გადაჰყავდა. ასევე ადგილზე ერთ-ერთი მძარცველის ადვოკატიც დაიბარეს, მაგრამ მას არ მისცეს ეჭვმიტანილებთან გასაუბრების საშუალება. ადვოკატი ინტერვიუში აცხადებს, რომ მან არ იცოდა არაფერი ძარცვასთან დაკავშირებით და ისიც არ იცოდა როდის მოხდა ეს ყველაფერი, მისი თქმით ეს ყველაფერი "ჟურნალისტისგან" გაიგო. შეგახსენებთ, რომ ძარცვა, 2013 წლის 8 იანვარს მოხდა. ( "კარგი ყველაფერი გასაგებია გაძარცვე, გაძარცვე, მაგრამ სამარშუტო ტაქსით დამალვა ცოტა გაუგებარია, სასაცილოა და სისულელეა." )