x
image
Guns N Roses
"ღმერთისა და ადამიანის საუბარი"

image16 წლის ბიჭი, ცხოვრობს მარტო, თუმცა სახლი არ აქვს. 14 წლის ასაკში მოუკვდა დედა და ძმა, მამა არ უნახავს. იპარავს, კლავს ბევრს ცუდს აკეთებს და ასე ცხოვრობს. არ სჯერა უფლის და ცხოვრობს ისე, როგორც თვითონ უნდა. ( ბევს აღარ დავწერ მთავარზე გადავალ )
გარკვეული წლების შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდება გოგონა, რომელიც ძალიან შეუყვარდება. გოგონა შეცვლის ამ ბიჭის ცხოვრებას, აღარ იპარავს და ცუდს არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ გოგონასთან ერთად არის მთელი დღე და საუბრობენ. ( აქ კიდევ ბევრი წერია მათზე, მაგრამ საინტერესო აღარ არის. ) გოგონას გული პრობლემები ჰქონდა და საჭირო იყო სასწრაფოდ გადანრეგვა, თუმცა სად იშოვიდნენ ჯანმრთელ გულს?.. თუმცა ჩვენმა მთავარმა გმირმა თავი მოიკლა და ჯანმრთელი გული გოგონას მისცა. ამის შესახებ გოგონამ არ იცოდა.
ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ყოველთვის განიკითხება..
და აი სიკვდილის შემდეგ ჩვენი მთავარი გმირიც შეხვდება უფალს.. ( დასაწყისში მათი საუბარი უინტერესოა ამიტომ გამოვტოვებ )

უფალი: და რას იტყვი შენს საქციელზე?

ადამიანი: მე ხომ ეს საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად გავაკეთე ( როგორც იცით თავის მოკვლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვაა.)

უფალი: მაგას არ გეკითხები.. შენს განვლილ ცხოვრებაზე რას იტყოდი?

ადამიანი: ...

უფალი: არ დაგავიწყდეს მე მესმის ის რასაც შენ ფიქრობ!

ადამიანი: ცუდი ვიყავი.. მაგრამ ხომ შევიცვალე? ყველანი ცოდვილები ვართ..

უფალი: ყველას თავისი მოეკითხება. მე ახლა შენზე მაქვს საუბარი.

ადამიანი: იცით მაგაზე ჩემი პასუხი. ახლა თქვენ მიპასუხეთ რატომ მიკლავდით საყვარელ ადამიანს?

უფალი: რას გულისხმობ?!

ადამიანი: ახლა ვეღარ კითხულობთ ჩემს აზრებს? ვიცი ცოდვილი ვიყავი, ბოროტი, მაგრამ რატომ არ უნდა ვყოფილიყავი ჩვენ ადამიანებმა სიცოცხლეში ისიც კი არ ვიცით თქვენ არსებობთ თუ არა... კარგით ვცდებოდი, მაგრამ მერე ხომ შევიცვალე? რატომ კლავდით იმას ვინც შემცვალა?

უფალი: ის მე არ მომიკლავს..

ადამიანი: რა თქმა უნდა.. მე გადავარჩინე.. ახლა იტყვით ეშმაკის გაკეთებულია, მაგრამ არ მჯერა.. ახლაც ვიცი რასაც მეტყვით.. სისულელეაო.. მეც შემიძლია აზრების კითხვა ადამიანი ხომ სიკვდილის მერე თქვენ გემსგავსებათ... ის ხომ თქვენ შექმენით ასეთი შტერი.. თქვენს ხატად..

უფალი: თუ გაიაზრე ახლა რაც თქვი?

ადამიანი: კი გავიაზრე.. არ მჯერა იმისი, რომ ეშმაკს რაიმეს გაკეთება შეუძლია თქვენს გარეშე!

უფალი: ... ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები.. მარად..

ადამიანი: აი.. აი ხომ გეუბნებოდით.. ეშმაკი თქვენს გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგამს.. რატომ თვითონ არ წამიყვანა თქვენი ნებართვის გარეშე? თქვენ ამბობთ და ის ასრულებს..

უფალი: მკვლელობას მაბრალებ? დაუფიქრდი ადამიანო!

ადამიანი: არა არ გაბრალებ! თქვენ დაუფიქრდით! თქვენ იცოდით, რომ ეშმაკი კლავდა შეგეძლოთ შეჩერება და არ შეაჩერეთ, რატომ? ახლა არ მითხრათ არ შემეძლოო.. აგერ ეშმაკი თქვენს ნებართვას ელოდება, რომ ჯოჯოხეთში წამიყვანოს.. არ მეშინია ჯოჯოხეთის ცეცხლის.. უარესია დედის სიკვდილის უყურო და ძმა ჩაგაკვდეს ხელში.. მე გავიარე ჯოჯოხეთი და სამოთხეშიც ვიყავი.. თქვენთან არა მასთან ერთად.. სამოთხე არაა ის რასაც თქვენ ამბობთ.. არ მჯერა მე მაგის.. შეიძლება ჯოჯოხეთში მარადიულად ვიყო, მაგრამ მე არასდროს არ დამავიწყდება ის დრო რაც ჩემს საყვარელ გოგონასთან გავატარე... აი ესაა ჩემი სამოთხე...



1
829
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
829
  
2013, 13 იანვარი, 22:49
ისე ეშინიათ ადამიანებს ამ თემასთან დაკავშირებით საობარი...
0 1 1