x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ დავიკლოთ სწრაფად

ალბათ ყველა თქვენთაგანს უოცნებია იდეალურ სხეულზე რაც მეტნაკლებად წონასთანაა დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ უმეტესობა თქვენთაგანს ერთხელ მაინც დაუცვავს დიეტა. ჩემს პოსტში თქვენ ნახავთ 3 ძალიან ეფექტურ დიეტას.

პირველი დიეტა "ბრინჯის დიეტა"
imageგთავაზობთ ბრინჯის დიეტას, რომელიც საკმაოდ ეფექტური და მარტივი მეთოდია ორგანიზმის გასაწმენდად, მარილებისა და შლაკების გამოსადევნად.
4 ჩაის ჭიქაში ჩაყარეთ 2-2 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი და დაასხით ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ გრილ ადგილზე, ისე რომ ბრინჯი არ ამჟავდეს 4 დღის განმავლობაში. უმჯობესია, თუკი წყალს ყოველდღიურად გამოცვლით. მე-4 დღეს პირველი ჭიქიდან იღებთ ბრინჯს, გადაავლებთ წყალს, მოხარშავთ, კვლავ გადაავლებთ წყალს და მიირთმევთ უზმოზე. ამავე ჭიქაში ჩადებთ ბრინჯის ახალ პორციას. მეორე დღეს მიირთმევთ ბრინჯს მეორე ჭიქიდან და ა. შ.
ბრინჯის მიღების შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფერს არ ჭამთ. დიეტის დაცვის დროს დროს უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება.
კურსი გრძელდება 2 კვირის განმავლობაში და ამავე პერიოდში საჭიროა მიიღოთ კალიუმის ოროტატი, დღეში 2 ტაბლეტი. თუკი რაიმე დისკომფორტს იგრძნობთ გულის მხრივ, დოზა გაზარდეთ 3 ტაბლეტამდე. ეს აუცილებელია უჯრედში კალიუმ-ნატრიუმის წონასწორობის დასაცავად.
მეორე დიეტა
imageეს დიეტა განსაზღვრულია 7 დღეზე. დაიკლებთ 3-4 კგ-ს, თუ შედეგმა დააყოვნა, კურსის გამეორება შეგიძლიათ 2 კვირის შემდეგ.
დღის მენიუ:
საუზმე: 1 ჭიქა ჩაი ან შავი ყავა (შეგიძლიათ ოდნავ დაატკბოთ)
მეორე საუზმე: 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, უცხიმოდ შემწვარი 120 გ ხორცი, 20 გ ყველი.
ვახშამი: 120 გ უცხიმოდ შემწვარი ხორცი, ბოსტნეულის სალათა, მცენარეული ზეთით;
ძილის წინ მიიღეთ 1 ჭიქა პიტნის ნახარში.
მესამე სამდღიანი დიეტა
imageპირველი დღე: საუზმე შავი ყავა ან ჩაი შაქრის შემცვლელით. ნახევარი გრეიპფრუტი. ტოსტი 1 კოვზი არაქისის კარაქით.
სადილი: 1 ქილა თინუსის კონსერვი (საკუთარ წვენში), ტოსტი, შავი ყავა ან ჩაი შაქრის შემცვლელით.
ვახშამი: 100 გ მოხარშული ქათამი. ნახევარი ჭიქა მოხარშული ლობიო. ნახევარი ჭიქა გახეხილი უმი სტაფილო. ნახევარი ჭიქა 12 %-იანი არაჟანი.
მეორე დღე:
საუზმე: შავი ყავა ან ჩაი შაქრის შემცვლელით. 1 მოხარშული კვერცხი, ნახევარი ბანანი. 1 ცალი ტოსტი.
სადილი: 1 ჭიქა უცხიმო ხაჭო (სასურველია 4 % ცხიმიანობის შემცველი) ან თინუსი საკუთარ წვენში. 8 ცალი ხრაშუნა პური.
ვახშამი: 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი. 1 ჭიქა მოხარშული ბროკოლი, ნახევარი ჭიქა გახეხილი სტაფილო, ნახევარი ბანანი და საშუალო ზომის ჭიქა 12 %-იანი არაჟანი.
მესამე დღე:
საუზმე: შავი ყავა ან ჩაი შაქრის შემცვლელით, ხრაშუნა პური. 30 გ. ყველი, 1 ცალი ვაშლი;
სადილი: შავი ყავა ან ჩაი შაქრის შემცვლელით, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ცალი ტოსტის პური;
ვახშამი: 1 ქილა თინუსის კონსერვი (საკუთარ წვენში), 1/2 ჭიქა გახეხილი სტაფილო, 1 ჭიქა მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო. ნესვის ნაჭერი ან 1 ცალი ვაშლი. 1 ჭიქა 12 %-იანი არაჟანი

4
3989
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:chekhe
chekhe
3989
  
2013, 30 იანვარი, 16:25
მეორე დიეტას ბებიების დიეტას ეძახიან და ეფექტურია,ხორცის მაგივრად შეგიძლიათ სასისკი მიიღოთ ორი ცალი მოხარშული.
2013, 5 იანვარი, 23:13
და რამდენი დღე უნდა აკეთო? წონის კლებასთან არაფერ შუაშია?
2013, 5 იანვარი, 0:33
არასწორად წერს .ეს ბრინჯის დიეტა მხოლოდ და მხოლოდ მარილები გამოაქვს ორგანიზმიდან. ამას მეთვითონ ყოველ 6 წელში ვაკეთებ.
2013, 3 იანვარი, 13:43
თავიდან რომ წერია, ბრინჯის დიეტა, მაგ მეთოდით წონის კლება რა სისწრაფით ხდება? თან როგორც მივხვდი ეს არაა მონო დიეტა და დიდხანს შეიძლება აკეთო.
0 1 4