x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
აისაფის მისია - მსხვერპლშეწირვა ოკეანის გადაღმელ ბატონს

უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ჯარი მონაწილეობს ე.წ.
"აისაფი"-ს მისიაში. ისინი ავღანეთში მშვიდობას იცავენ. უნდა აღინიშნოს,
რომ ყოველივე ეს დაიწყო საქართველოს ხელისუფლებაში პრეზიდენტ სააკაშვილის
მოსვლის შემდეგ. პროამერიკულმა მთავრობამ რომელიც მზად იყო ყველაფერი
"მიეცა" რათა ოკეანის გადაღმელი ბატონის გული მოეგო, მართლაც ყველაფერი
"მისცა". ჩემი სუბიექტური აზრით საქართველოს არაფერი ესაქმება ავღანეთში.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები ჯარის რაოდენობას ამცირებენ, ჩვენ
კი - ვზრდით და ვზრდით უსაშველოდ. პრეზიდენტი და ოკეანის გაღმელი ბატონი,
იგივე აშშ გვეუბნებიან: თუ საქართველო ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას
გაზრდის, თუ იქ რაც შეიძლება დიდხანს ვიქნებით და უფრო მეტი და მეტი
ვაჟკაცი შეეწირება ამერიკის ინტერესებს, უფრო მალე მიგიღებენ ნატოშიო.
დავესესხები შალვა ნათელაშვილს და ვიტყვი რომ ისინი გვეუბნებიან: ნატოს
კარი ღიააო, მაგრამ საქართველოს რომ შიგნით არ უშვებენ?! გარბის ნატო და
მისდევს პრეზიდენტი სააკაშვილი ძახილით: დეიდა ნატო, დეიდა ნატო! (იხ.
ფილმი სხვისი შვილები).

ხუმრობა იქით იყოს და ახლა არგუმენტებზე გადავიდეთ, თუ
რატომ არის ჩვენთვის უარყოფითი შედეგის მომტანი "აისაფი"-ს მისიაში
მონაწილეობა.

უპირველესყოვლისა, ყველაზე ადვილად გასაგებ ენაზე რომ
ვთქვა, არცისე დიდი ერი ვართ რომ სხვისი ტერიტორიების დაცვას შევწიროთ
ჩვენი ჯარისკაცები. ანუ, ყოველივე ეს, საგრძნობლად დიდ დარტყმას აყენებს
ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას. მემგონი არ არის საჭირო კიდევ უფრო
დაწვრილმანება.

ახლა იმ საკითხსაც შევეხოთ, ეს მსხვერპლშეწირვა რომ
ამართლებდეს და მართლაც მიგვიღონ ნატოში, რამდენად გვჭირდება ყოველივე ამის
ფასად არაბული ქვეყნების გადაკიდება. რამდენჯერაც ჩვენს ოკეანის გადაღმა
მყოფ ფაშას მოეპრიანება ნავთობზე სანადიროდ გასეირნება, თუ ყველგან ჩვენი
ჯარის დახმარება გახდა საჭირო, დავფიქრდეთ, რამდენ ქვეყანას გადავიმტერებთ.
ჩემი აზრით, ეს უფრო იმ სამშვიდობო მისიას გავს, როგორ მშვიდობასაც
რუსული ბაზა ამყარებდა საქართველოში. ამის დასტურია თვეში მინიმუმ ერთი
დაღუპული ქართველი ჯარისკაცი და შემდეგ რასმუსენისა და სხვა დასავლელი
ლიდერების "შეწუხებული" სახეების ყურება "კურიერსა" თუ "მოამბეში". ისინი
გამოთქვამენ სამძიმარს, შემდეგ კი აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების
შეგულიანებასა და წაქეზებას. ეს მხარდაჭერა არ არის, მეგობრებო, ამაზე მე
ერთი ძველი გამონათქვამი მახსენდება: "გააგიჟეს მურია, შეაჭამეს
მგლებსაო". - აი ასე ექცევიან ჩვენს აწ უკვე ოპოზიციონერ ხელისუფლებას
დასავლელი ლიდერები.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ ვთვლი
საჭიროდ ავღანეთში ჯარის გაგზავნას. ამას მიხეილ სააკაშვილი იმით ხსნის,
აქაოდა რასმუსენის გულს მოვიგებთო და ნატოში მიგვიღებენო. ბატონ მიხეილს
ავიწყდება ერთი რამ, ნატოში იქამდე არ შეგვიშვებენ, ვიდრე ტერიტორიულ
მთლიანობას არ აღვადგენთ ან საბოლოოდ არ დავთმობთ აფხაზეთსა და სამხრეთ
ოსეთს. თურმე ტყუილად ვიგიჟებთ თავს, არა ბატონო მიხეილ?!

და ბოლოს: ნუ იომებ სხვის ომში, რადგან, შენ იქ გამარჯვებულად არასოდეს გამოგაცხადებენ....

არა ნატოს

0
208
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ოთარ ბექაური
ოთარ ბექაური
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0