x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
რა არის სინამდვილეში სამოთხე?
image

ამ სტატიაში პასუხი გაეცემა სამ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას:1.რა არის სამოთხე???

რას ამბობს ხალხი:ზოგის აზრით, სამოთხე მხოლოდ მითია.სხვებს კი სჯერათ, რომ სამოთხე არის მოკვდავთათვის მიუწვდომელი ბაღის მაგვარი ადგილი, სადაც გარდაცვალების შემდეგ კარგი ადამიანები მარადიულად და ბედნიერად ცხოვრობენ და სასარგებლო რამით არიან დაკავებულნი.


რას ამბობს ბიბლია:სამოთხე ადამიანების თავდაპირველი საცხოვრებელ ადგილს, ედემის ბაღს ეწოდება(დაბადება 2:7-15).როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს ბაღი რეალურად არსებობდა და იქ პირველი წყვილი ცხოვრობდა.მაშინ არც ავადმყოფობა იყო და არც სიკვდილი(დაბადება 1:27, 28).სამწუხაროდ ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების უფლება.მაგრამ ბევრი ბიბლიური წინასწარმეტყველება საუბრობს მომავალზე, როცა ადამიანები გაიხარებენ აღდგენილ სამოთხეში ცხოვრებით.



რატომ უნდა გვაინტერესებდეს:ვინაიდან ღმერთი მოსიყვარულეა, ბუნებრივია მოველოდეთ რომ ის თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს სამოთხეში ცხოვრებით დააჯილდოვებს.რა თქმა უნდა, ასეთი ღმერთი ადამიანებს იმასაც ეტყვის, რა არის საჭირო მისი მოწონების დასამსახურებლად.ბიბლია ამბობს, რომ ღვთის მოწონებას მხოლოდ მაშინ დავიმსახურებთ თუ მეტს გავიგებთ ღმერთზე და ნასწავლის თანახმად ვიცხოვრებთ(იოანე 17:3; 1იოანე 5:3).

2.სად არის სამოთხე???

რას ამბობს ხალხი:ზოგის აზრით სამოთხე ზეცაშია;სხვები კი ფიქრობენ, რომ ის მომავალში დედამიწაზე იქნება.


რას ამბობს ბიბლია:თავდაპირველად სამოთხე დედამიწაზე იყო.ღმერთმა დედამიწა ადამიანების მუდმივ საცხოვრებლად შექმნა.ბიბლიიდან ვიგებთ რომ ჩვენი პლანეტა მარადიულად იარსებებს(ფსალმუნი 104:5).

აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ უჭერს ბიბლია მხარს იმ აზრს, რომ მომავალი სამოთხე კვლავ დედამიწაზე იქნება.იმ დროს ღმერთი ადამიანებს მარადიული სიცოცხლით აკურთხებს.ყველგან მშვიდობა და ჰარმონია იქნება.ტკივილი და ტანჯვა გაქრება.ადამიანი სრულიად ისარგებლებს დედამიწის სასწაულებრივი შესაძლებლობებით(ესაია 65:21-23).


3. ვინ იცხოვრებს სამოთხეში???

რას ამბობს ხალხი:მრავალი რელიგია ასწავლის, რომ სამოთხეში მხოლოდ კარგი ადამიანები იცხოვრებენ.თუმცა განსხვავებული აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი.ზოგის აზრით, იმისათვის, იმისათვის რომ იყო კარგი ადამიანი საკმარისია, მონაწილეობა მიიღო რელიგიურ რიტუალებსა თუ წეს-ჩვეულებებში და წაიკითხო ლოცვები.


რას ამბობს ბიბლია:ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამოთხეში მართლები იცხოვრებენ. მაგრამ, საინტერესოა ვინ არის ღვთის თვალში მართალი?მართალი ვერ იქნება ადამიანი ვინც ზედმიწევნით იცავს რელიგიურ რიტუალებს და თან არაფრად არ აგდებს ღვთის ნებას.ბიბლიაში ვკითხულობთ:“ისევე ეამება ღმერთს დასაწვავი შესაწირავი როგორც ღვთის მოსმენა?მოსმენა ნსხვერპლზე უკეთესია''(1 მეფეები 15:22).მოკლედ რომ ვთქვათ, მართლები, რომლებიც სამოთხეში მარადიულად იცხოვრებენ არიან ისინი, ვინც ემორჩილებიან ჩაწერილ ღვთის მითითებებს.

0
526
5-ს მოსწონს
ავტორი:SMIL
SMIL
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0