x
image
მაიაცხვედიაშვილი
შარმიანი ქალების საიდუმლო

ქალების რიცხვში ათასნაირი სხვადასხვა გარეგნობისა თუ ხასიათის უცნაური პიროვნება იმალება და არიან როგორც ლამაზები, ისევე მახინჯები(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით).არიან ეფექტურები, ეშხიანები, შარმიანები...მე მინდა ის ფენომენი განვიხილო, რომელსაც არც სილამაზე აქვს განსაკუთრებული, არც ხასიათი, დიდად შესაშური.არაფრით დიდად სხვებისგან არ გამოირჩევა, რომ დაუკვირდე.მაგრამ შეხედავ და ერთი ნახვითვე იხიბლები.აქვს მას რაღაც ისეთი, რასაც ენით ვერ გადმოსცემ.შეიძლება დიდი ცხვირი, ბრტყელი ტუჩები და ზედმეტი წონაც ჰქონდეს, შეიძლება ელამიც იყოს ან რაიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ მოგწონს უზომოდ და ვერ ხვდები, რის გამო.ზოგს ხმა აქვს მომაჯადოებელი, ზოგს_გამოხედვა, ზოგს თმა ან მანერები, მაგრამ უბრალოდ შარმიანებიც ხომ არსებობენ, ერთ რამესაც რომ ვერ დაასახელებ, რის გამოც მოგწონს, არადა ათას ლამაზ და დახვეწილ ქალს გირჩევნია და მისი გავლენის ქვეშ ექცევი.აზარტშიც შედიხარ, გქონდეს მასთან ურთიერთობა და ამოიცნო როგორმე ეს უცნაური ფენომენი.თუმცა ვიღაცისთვის რომ ასეთი მომხიბლავია ერთი შარმიანი ქალი, სხვა მასში საერთოდ ვერაფრს ვერ ამჩნევს და არც ესაა გასაკვირი, ალბათ.ყველა ადამიანში ხომ სხვადასხვა ფასეულობებია მომწიფებული და ერთისთვის რომ ქალში გრძელი ფეხებია მთავარი, მეორე ქალის ღირსებად მკერდს მიიჩნევს, რიგი მამაკაცებისა კი თვალებს და ცხვირს აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას.


ყველას თავისი არჩევანი აქვს, რასაკვირველია, მაგრამ მე, პირადად, ისეთ მამაკაცებს უფრო ვცემ პატივს, ქალში ერთი შეხედვით აღქმულ სილამაზეს კი არა, სხვა სილამაზეს რომ აფასებენ და კაცი რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, სულაც არ დამეჭირა საქმე ისეთ ლამაზ ქალთან, რომლის გარეგნობასაც ყველა ამჩნევს...ერთი დიდი და პატივსაცემი მწერალი წერდა, ნუ აენთები პირველსავე შემხვედრ სილამაზეზე, ეძიე ისეთი სილამაზე, რომელსაც შენ შეიყვარებ და დააფასებ ყველაზე მეტად და ერთი შეხედვით სხვა ვერასდროს ვერ დაინახავს.ასეთ სილამაზეს, ხელში მოგდებულს, სიტკბოებაც მეტი აქვსო, და ფასიც...მახსოვს, ეს სიტყვები რომ წავიკითხე, ძალიან მომინდა მამაკაცების ადგილზე ყოფნა, რომ მეცადა, თუ შევძლებდი ასეთი ქალის ნახვას.მაგრამ პრინციპში ეს ალბათ ქალებსაც გვეხება და ჩვენც შეგვიძლია, ამ კუთხით შევხედოთ მამაკაცებს.თუმცა ვიცი, რომ ზოგისთვის ეს თეორია აბსურდულია და თუ ქალს ეფექტური გარეგნობა არ ექნა, მას ზედაც ვერ შეხედავს და ვერც იფიქრებს სერიოზულად მასთან ურთიერთობაზე.

image

3
460
16-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
460
  
2012, 22 დეკემბერი, 0:34
მე ვარ ეგეთიიი... ყველას ვიზიდავ და ვერ გაუგიათ რატოოო :P :)
2012, 21 დეკემბერი, 20:28
ვარ 23 წლის ბიჭი უცოლო :D::D:D:D
2012, 21 დეკემბერი, 19:42
იცი __მე არ მიკვირს მამაკაცების....
0 1 3