x
image
Guns N Roses
"უკვე 21 დეკემბერია... და თან წვიმს"

imageმოკლედ არ წყდება საუაბრი 21 დეკემბერზე, ზოგი ხუმრობით მოიხსენიებს მას ( როგორც მე ), ზოგსაც ეშინია და სრული სერიოზულობით უდგება ამ საქმეს, ზოგიც კი სისულელედ მიიჩნევს. მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეყნის აღსასრულს ადამიანი ვერასდროს ვერ იწინასწარმეტყველებს, ვინც არ უნდა იყოს. მრავალი ჭორი არსებობს, თუ როგორი იქნება აღსასრული, მაგრამ ყველა მცდარია. ერთ-ერთი "ჭორის" თანახმად დედამიწა შიგნიდან განადგურდება, ანუ კატასტროფებით და ამდაგვარი "სისულელეებით". და აი მოვიდა 21 დეკემბერიც ( თან წვიმს ნამდვილად აღსასრული იქნება ), ვნახოთ აბა ხვალ დილით რომ გავიღვიძებთ თუ მოხდება რაიმე მსგავსი. ასევე კიდევ ერთი "ჭორი" პლანეტა "Nibiru" მოემართება დედამიწისკენ. ესეც ჭორია. აი რას ამბობს ნასა ამასთან დაკავშირებით. "NASA"-ს ექსპერტები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ პლანეტა "Nibiru" ან ნებისმიერი სხვა დედამიწისკენ მოდის, ეს თუ ასეა ჩვენი ექსპერტები ამ ფაქტს შენიშნავდნენ, მაგრამ ეს ტყულია... ვისაც გჯერათ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და გამეცით პასუხი ძალიან გთხოვთ: "რატომ გჯერათ?" ჰო კიდე გამახსენდა მორიგი ჭორი, ჰიანდრეკის მონასტრის ლამამ, რომელიც შამბალის ორაკულის სახელითაა ცნობილი, "ნასა"–სთვის განცხადება გააკეთა.თავის გზავნილში ლამა იუწყება, რომ 2012
წლის 21 დეკემბერს, დედამიწა, მზის სისტემასთან ერთად, გალაქტიკის „ნულოვან სარტყელს“ გაივლის.
ლამას თქმით, 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს. არ იქნება შუქი, ელექტროობა, კავშირგაბმულობა და ხმა.ამ
დროისათვის, დედამიწა გაივლის გალაქტიკის „ნულოვან პოლუსს“. „ეს არის სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი. სიბნელეს ზოგჯერ კოსმოსური ილუზიები და სინათლე გაკვეთს“. რავიცი სხვა რა ვთქვა.. სისულელეა ეს ყველაფერი და მგონი აჯობებს დასრულდეს ამ უაზრო თემაზე საუბარი.

4
169
9-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
169
  
2012, 21 დეკემბერი, 11:06
11:05 ვერ გაიარა ალბათ ნულოვანი პოლუსი (საცობებია ალბათ)
2012, 21 დეკემბერი, 10:16
აი უკვე 21 დეკემბერია,კაცობრიობის აღსასრულის დღე.თანაც 10:15 წუთია და მე ჯერჯერობით ინტერნეტში ვარ,შუქი მაქვს ანთებული და ტელევიზორი ჩართული.ესეც თქვენი ნულოვანი და უენერგიო სარტყელი.
2012, 21 დეკემბერი, 9:34
მოკლედ შენ მოგება ნახე ამ თემით, უკვე 30-ე სტატიას წერ და სულ ერთი და იგივეს ყველგან. აღარაა მომგებიანი უკვე ეს სისულელე.
2012, 21 დეკემბერი, 9:31
დედამიწა შიგნიდან განადგურდება როგორც ლომმა უთხრა ინდოელს არა ? :D:D:D:D ვახ ვახ :D:D
0 1 4