x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134637
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508830
პიცა ორაგულით და ბადრიჯნით-იტალიური სამზარეულო
imageექვსი ულუფისთვის დაგჭირდებათ:

გახეხილი პარმეზანი-40 გ

ორაგულის კონსერვი -250გ

საშუალო ზომის ბადრიჯანი-1 ც.


სოუსისთვის:

ზეითუნის ზეთი- 1 ს/კ

პომიდვრის სოუსი- 2 ს/კ

გამხმარი ორეგანო- 1 ჩ/კ

ყველი მოცარელა- 120 გ.

ცომისთვის:

ხორბლის ფქვილი- 1 ჭიქა;

ზეითუნის ზეთი- 1 ს/კ

მწიკვი მარილი ; რძე- მეოთხედი ჭიქა; თბილი წყალი-მესამედი ჭიქა;

საფუარი-1 ჩ/კ


მომზადება:

1. მოამზადეთ სოუსი. ტომატის წვენში დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და ორეგანო. კარგად აურიეთ და დატოვეთ. ბადრიჯანი გარეცხეთ, დაჭერით რგოლებად, დააწყვეთ ზეთმოსხმულ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი, შედგით 200 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში 15 წთ.

ორაგული დაანაწევრეთ პატარა ნაჭრებად.


2. რძე ჩაასხით დიდ ჯამში, დაამატეთ თბილი წყალი, მარილი და საფუარი. ასევე ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაამატეთ ზეითუნის ზეთი. ცომი კარგად მოზილეთ, დააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 40 წთ. თუ ცომი არასაკმარისად წებვადი გამოვიდა, დაამატეთ ზეითუნის ზეთი. ცომი დააგუნდავეთ და გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე. კიდევ მოზილეთ და გააბრტყელეთ გამოსაცხობი ფორმის ზომაზე.
image3. სწრაფად გადაიტანეთ ცომი ფორმაში, მოკეცეთ ცომი ფორმის გვერდებზე.


4. ცომის ზედაპირი რამდენიმე ადგილას ჩაჩხვლიტეთ დანით ან ჩანგლით. მოასხით ზემოდან სოუსი თანაბრად, გვერდებიდან 1-2 სმ-ის დაშორებით.

5. სოუსზე მოაყარეთ მსხვილად გახეხილი მოცარელა. შემდეგ ბადრიჯანი და ორაგული, შემდეგ პარმეზანი.

შედგით წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში 30 წთ.

მიიტანეთ სუფრასთან.












1
68
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
68
  
2012, 14 დეკემბერი, 15:44
პიცა კიკაია მაგრამ ინგრედიენტები არ ვარგა....
0 1 1