x
image
Guns N Roses
"ახალი წელი და თოვლის ბაბუა" - ლამაზი ლეგენდა

imageახალი წლის ჯადოსნური ღამე.. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ეს ღამე მართლაც ჯადოსნურია. ახალი წელი ყველას უყვარს და ყველა განსხვავებულად ემზადება მისთვის. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ახალი წელი ყველას უყვარს. ახალ წელს მრავალი ლამაზი ლეგენდა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თოვლის ბაბუაა, რომელიც ბევრმა თქვენგანმა არასწორად იცის. სინამდვილეში თოვლის ბაბუა, ბოროტი და სასტიკი ადამიანი ყოფილა...
თოვლის ბაბუა - ბავშვობის ყველაზე ლამაზი ტყუილი. დარწმუნებული ვარ ბავშვობაში ყველას გჯეროდათ მისი არსებობის ( მე ახლაც მინდა რომ მჯეროდეს ) და წერილიც მიგიწერიათ მისთვის. თოვლის ბაბუა ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლეგენდაა, მაგრამ თქვენ არ იცით ის ფაქტი, რომ თავიდან ჩვენი კეთილი თოვლის ბაბუა სულაც არ იყო ასეთი კეთილი, როგორიც ახლა არის. მას ეძახდნენ სამხრეთის უდიდესს მოხუცს, ის იყო სასტიკი წარუმართავი ადამიანი. თავის "ჩანთაში" ის აგროვებდა ასე ვთქვათ მსხვერპლებს, ხშირად ამჯობინებდა პატარა ბავშვებს. ტყეში მას შეეძლო გაეყინა ადამიანები. ზოგადად თუ ის გამოჩნდებოდ თქვენს სახლში, მას სიხარული კი არა შიში მოჰქონდა. ასევე მეცხრამეტე საუკუნეში იყო კიდევ ასეთი ლეგენდა "მთავარი ნაძვის ხეზე". ეს პერსონაჟი არ ჰგავდა სამხრეთის უდიდესს მოხუცს, ის იყო კეთილი და სამართლიანი. ის მიდის სახლებში და არიგებს საჩუქრებს. რამოდენიმე ხანი იყო დავა ამ პერსონაჟის სახელთან დაკავშირებით, მაგრამ არჩევანი შეჩერდა თოვლის ბაბუაზე. ეს სახელი უფრო მოსახერხებელი იყო რამდენადაც ამ სახელით და ლეგენდით ბავშვის შეშინებაც შესაძლებელი იყო.

3
433
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
433
  
2012, 10 დეკემბერი, 1:06
მაჩუქოს აიფონ 5 და დავიჯერებ :D :D :D
2012, 9 დეკემბერი, 23:21
მე ახლაც მჯერა :D :D
2012, 9 დეკემბერი, 23:05
ერთ დროს მეც მჯეროდა ამ ყველაფრის..:D:D:დ
0 1 3