x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ცხრა წლის მანძილზე, სამართალდამცავებმა ქუჩაში 200-მდე მკვლელობა ჩაიდინეს!"
imageსააკაშვილის ხელისუფლებას "ციხის კადრებმა" საბოლოო დარტყმა მიაყენა, რაც არჩევნების შედეგებზეც აისახა. საზოგადოებისთვის აქამდე დახურული უწყება ახლა როგორც არასდროს ღიაა, როგორია პოსტსაარჩევნო ციხე შიგნიდან? “ქართული სიტყვა” ამის გარკვევას უფლებადამცველ დაჩი ცაგურიასთან შეეცადა


დაჩი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ათდღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული, ე.წ. ციხის მოინიტორინგში მყისიერად ჩაერთე და პატიმრების უფლებებს დღემდე იცავ,

რა ხდება დღეს ციხეში?


– სანამ დღევანდელობამდე მივალთ, აუცილებელია მოკლედ ვისაუბროთ ციხის შინაგანაწესზე, ამის გარეშე გაგვიჭირდება გაანალიზება თუ რა პროცესებია დღეს. ციხეებში რომ კატასტროფული სიტუაცია იყო არაა ახალი, დალაპარაკების უფლებასაც კი არ აძლევდნენ პატიმრებს. დაჯდომის უფლებაც არ ქონდათ, დღის განმავლობაში ე.წ. “პრავერკა” რომ დამთავრდებოდა, იყო ბრძანება რომ არ უნდა დამჯდარიყვნენ, საუბარი არ არის რომ დღის განმავლობაში წამოწოლილიყვნენ საოწლზე. საკმარისი იყო საკანში გადალაპარაკება, ამის გამო შეუვარდებოდნენ საკანში და სცემდნენ უმოწყალოდ. იყო შემთხვევა რომ ერთი ადამიანის გარდა ყველას სცემდნენ, რადგან პატიმრებს შორის გამოეწვია ამას კონფლიქტი. ასეთი სიმკაცრის შემდეგ, როდესაც ტუღუში დაინიშნა და ციხეებში შეიყვანეს საპატრულო პოლიცია, მათ დაატრიალეს სრული ქაოსი.



– რას გულისხმობ?


– წესების იგნორირება მოხდა. არადა არ შეიძლება ციხეში რეჟიმი არ არსებობდეს, განუკითხაობა ყოვლად დაუშვებელია. ეს არ გულისხმობს არაადამიანურ მოპყრობას, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ პატიმარმა პატიმრის უფლებებით უნდა ისარგებლოს, რაც კანონით აქვს მინიჭებული, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა კი თავისი უფლებით.

ტუღუშის პერიოდში კი ყოველგვარ წესრიგზე უარი თქვეს და იყო განუკითხაობა, ვისაც რა და როგორ მოუნდებოდა მიდი-მოდიოდა. პატიმრებს მისცეს ქაოსის უფლება. როდესაც მინისტრად დაინიშნა სოზარ სუბარი, სოზარმა ცხადია დაიწყო წესრიგის დამყარება, ისევ პატიმრების უსაფრთხოებისთვის იყო ეს საჭირო. მაგრამ საქმე გაართულა სწორედ იმ სისტემამ რომლითაც ახალაია თავის დროზე ამაყობდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან არსებობდა “მაყურებლების” ცნება, თითქოს წინა ხელისუფლებამ ეს მენტალიტეტი დაამარცხა. მარგამ სინამდვილეში მათ ახალი მაყურებლები გააჩინეს, რომელსაც ყველა მინისტრი წარმატებით იყენებდა. ამაზე პატიმრები ღიად საუბრობენ, ახალაიას დანერგილი სისტემის “მაყურებლებს” თავისი ფუნქცია ჰქონდათ, როდესაც პატიმარს სცემდნენ და აწამებდნენ ეს “მაყურებელი” პატიმარი აიძულებდა უარი ეთქვა საჩივარის დაწერაზე, ასევე ისინი კარგად იყვნენ შეხმატკბილებული ადმინისტრაციასთან, როდესაც რომელიმე პატიმრის სულიერად დათრგუნვა და აგნადგურება უნდოდათ, ჯერ ადმინისრტაცია უსწორდებოდა, შემდეგ _ მაყურებლები”.


დაჩი, ეს ადამიანები იმ სამასკაციანი სიიდან ხომ არ არიან, რომელზეც ბედუკაძე საუბრობს და რომელთა მეშვეობითაც სუბარის მინისტრად დანიშვნის შემდეგაც ციხეებში ბუნტის მცდელობას ჰქონდა ადგილი?


– კიდევ ერთხელ ვამბობ, ადმინისტრაციისგან პრივილეგილებული პატიმრები მართლაც არსებობდნენ და არ გამოვრიცხავ მათი რიცხვი იყოს სამასზე მეტი. ეს პატიმრები უმეტეს შემთხვევაში თანამონაწილეები არიან დანაშაულების, წამების, მკვლელობების. ჩვენ ვნახეთ აქამდე, რომ დაიჭირეს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების გარკვეული ნაწილი. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცოტაა, დაახლოებით 45 კაცამდე. არიან ადამიანები რომლებიც წლების მანძილზე აწამებდნენ პატიმრებს, დღეს მიმდინარეობს გამოძიება და საქმეში გამოკვეთილი მტკიცებულებების საფუძველზე კიდევ ბევრი ადამიანი აგებს პასუხს. ვიღაცეები არიან შემორჩენილი სისტემაში, ბევრმა კი დატოვა ციხეები. მაგრამ არ მუშაობაც არ არის ამ შემთხვევაში პასუხისგებისგან გამათავისუფლებელი. მე მივიღე უამრავი ინფორმაცია, იმის შესახებ რომ წინა რეჟიმის “მაყურებლისგანაც”, არიან გარდაცვლილი პატიმარები და ამ “ჯალათი” პატიმრების საქმეც უნდა იყოს გამოძიებული. ისინიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ასეთი პატიმრები წახალისებული იყვნენ ადმინისტრაციისგან და უფრო მეტი უფლებებით სარგებლობდნენ. ახლა სწორეთ მათ არ აწყობთ ციხეში თანაბარუფლებიანობა, და ცდილობდნენ როგორმე მოეხერხებინათ ბუნტის პროვოცირება. დღეს კი თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს ციხეებში არ არსებობს არცერთი პრივილეგილებური პატიმარი.


– სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურში მომხდარი ბადრაგის გარდაცვალებაც საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოხდა, აქაც ხო მარ იკვეთება ე.წ. თანამშრომელი პატიმრების კვალი?


_ გამორიცხული არაა, თუმცა ამ ინციდენტის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, ვინც არ უნდა იყოს ეს პატიმარი მან აშკარად დაიმძიმა მდგომარეობა. მეორე მხრივ არ გამოვრივხავ, რომ სწორედ ასეთი პატიმრების მიზანი იყოს, რომ საზოგადოებაში პატიმრების მიმართ ნეგატიური განწყობა გააჩინოს ამინისტიის წინ. ეს კი მხოლოდ ერთ ძალას, “ნაცმოძრაობას" აწყობს, ისევე როგორც ციხეში ბუნტის პროვოცირება. ბადრაგის სიკვდილის მიზეზს დაადგენს გამოძიება, რაც შეეხება პატიმრების ვინაობას, რომელიმე ციხეში აუცილებლად მეტყვიან როცა მოვინახულებ პატიმრებს თუ ვინ იყვნენ ეს პატიმრები და რა რეპუტაცია აქვთ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა პატიმარი უდანაშაულო არ არის, ბევრი არის ხელისუფლების მსხვერპლი, მაგრამ ციხეში არიან ნამდვილი ბოროტმოქმედებიც. საავადმყოფოში გადაყვანილ პატიმარს აქვს საშუალება ტექნიკასთან შეხების და მის დასაზიანებლადაც ხელი მიუწვდება. რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში ეს დადგინდება აუცილებლად, მაგრამ ბადრაგის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. საერთოდ, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ცუდი სისტემა შექმნა წინა ხელისუფლებამ საზოგადოების თვალში ბადრაგი ნეგატიური პერსონაა. კი ბატონო, იყვნენ ჯალათი თანამშრომლებიც, მაგრამ მცირე ნაწილი ხომ მაინც იყო ვინც არ ძალადობდა პატიმრებზე. ამიტომ არავის აქვს უფლება რაიმე ფორმით გაუსწორდეს ადმინისტრაციის თანამშრომელს. დამნაშავეები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაასამართლონ.


– დაჩი, სერიოზული კითხვის ნიშნები არის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიმართ, სხვათაშორის როდესაც ქსანის ზონაზე არეულობა იყო, ორი მონიტორი დაკარგულა კიდეც...


– უცნაურია, ციხეში როგორ უნდა დაიკარგო, წარმოუდგენელია?


მეც ამას ვკითხულობ, შესაძლოა მონიტორებშიც არიან ადამიანები, ვინც ბუნტის ორგანიზებაში ეხმარებოდა ძველ ხელისუფლებას, მითუმეტეს რომ ეს ჯგუფი ტუღუშის დროს დაკომპლექტებულია...


– რა თქმა უნდა, გადასახედია მონიტორინგის ჯგუფის წევრების სიაც და მანდატიც. არანაირი გრაფიკი არაა შემუშავებული, ამ 51 კაციდან რამდენი, დადის ციხეებში არავიან არ იცის. უნდა განისაზრვროს ამ ჯგუფის წევრების უფლება-მოვალეობები. ამ წუთას კი არის სრულიად ქაოტური მდგომარეობა. არ არის კოორდინირებული, სისტემური მუშაობა. დღესდღეობით არავინ არაკონტროლებს ამ ჯგუფის მუშაობას. მონიტორები კეთილი ნებიდან გამომდინარე შედიან ციხეებში. იყო საუბარი ახალ ჯგუფზე რომელსაც აუნაზღაურებენ შესრულებულ სამუშაოს, თუმცა პირადად ჩემ მაგალითზე შემიძლია გითხრათ რომ არც ბენზინი და არც არანაირი ანაზღაურება არ ამიღია. მითუმეტეს რომ ქუთაისშიც მიწევს ჩასვლა და სხვა ქალაქებშიც.
საერთოდ, ჯეროვნად რომ განახორციელო მონიტორინგი, გარდა იმისა რომ გადაადგილების საშუალება უნდა გქონდეს. ასევე აუცილებელია ტრენინგის ჩატარება, რადგან ბევრი მონიტორი საერთოდ აზრზე არ არის რას ნიშნავს ციხის მონიტორინგი. მე უფლებადაცვითი საქმიანობიდან გარკვეული გამოცდილება მაქვს. ანგარიშს არავის ვაბრებთ, მე პირადად გარდა მოულოდნელი მონიტორინგისა, რომელსაც შემთხვევით შერჩევით ვახორციელებ, მირეკავს უამრავი პატიმარი, ყველას აქვს ჩემი ნომერი და მივდივარ მათთან. ძალიან ბევრი ნაწამები პატიმარი გამოვავლინეთ, რომელთაც არ ქონდათ შეტანილი პროკურატურაში სარჩელი. ჩვენი მოვალეობა მხოლოდ გამოვლენაა, მაგრამ ხშირად ითხოვენ დახმარებას, ზოგჯერ ვეხმარებით სარჩელის შეტანაშიც. ისე, სულ რამდენიმე ადამიანს ვიცნობ მონიტორინგიდან, დანარჩენების არც შერჩევის პრინციპი ვიცი და არც მუშაობის. ბევრი ჩანს და რეალურად საქმეს არ აკეთებს, არის პირიქითაც მართლა თავდაუზოგავად ცდილობენ პატიმრების გასაჭირის გამომზიურებას.


– გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მონიტორი პატიმრებს გათავისუფლებაში დახმარებას ჰპირდება, მაგალითად “ობიექტივის” წარმომადგენელს ამ მხრივ საკუთარი ინტერესები აქვს, ერთ-ერთი მონიტორი პირად საუბარში ამბობს, რომ სოსო მანჯავიძე პატიმრებს თხოვს, რომ ბედუკაძეს დაადოს ხელი წამაბაში და ამის სანაცვლოდ შუამდგომლობას პირდება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან...


– თუკი მსგავსი ფაქტები ხდება, ეს მიუთითებს რომ ამ ჯგუფში არაპროფესიონალები არიან. მე უამრავ პატიმარს ვხვდები და არავის უთქვამს, რომ რომელიმე მონიტორი რამეს დაჰპირდა. არ გამოვრიცხავ რომ ასეთი რამეც ხდებოდეს. თუ ამას გავიგებ აუცილებლად ვიტყვი ხმამაღლა. რაც შეეხება ბედუკაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, თუ ასეთი ადამიანი გამოჩნდება, მხოლოდ ჩვენება არაფერს ნიშნავს, ეს უნდა დაამტკიცოს. მე პირადად ამდენი ხანია დავდივარ ციხეებში და არცერთი პატიმარი არ შემხვედრია, რომ ბედუკაძეს წამებაში მონაწილებაზე დაადოს ხელი.


– დაჩი, ბაჩო ახალაია მოინახულე , მისი უფლების დაცვა შენთვის არაა რთული?


– ჩემს გარდა ახალაიასთან ძალიან ბევრი ადამიანი იყო შესული და ზედმეტად მიმაჩნია მასზე გადამეტებული ყურადღება და კომენტარების კეთება საჯაროდ. ციხეში არის 25 ათასი პატიმარი, ბევრ მათგანთან დღემდე არავინ შესულა, მათ შორის პოლიტ. პატიმრებთანაც. გასაგებია, რომ დიდია ინტერესი, მაგრამ არ უნდა იყოს არც ახალაია და არც ნებისმიერი პატიმარი პრივილეგილებული არც საზოგადოების ყურადღებით და არც პირობებით.


– ისე, პატიმართან ინტევიუებით არასდროს ვყოფილვართ განებივრებული, “ნაცინალური” მოძრაობა კი ამ დროს დიქტატურაზე საუბრობს...


– არათუ ინტერვიუ არანაირი საზოგადოებრივი მონიტორინგი არ ხდებოდა ციხეში, სრულიად ჩაკეტილი იყო ეს სისტემა. სახალხო დამცველის ინსტიტუტი კი ბოლო წლებში ფაქტიურად უფუნქციო. ახლა სისტემა არის გახსნილი, ღია. შესაძლოა არაა მონიტორინგის მუშაობა იდეალური, მაგრამ ფაქტია რომ საზოგადოება შედის ციხეში და რამე რომ მოხდეს, ეს არ დაიფარება.
ძალიან ბევრ პატიმარს ეჩქარება გარეთ გამოსვლა და გასაგებია, ბევრი მართლაც უსამართლობის მსხვერპლია. ამინისტიის გარდა შეიქმნება კომისია რომელიც თავიდან შეისწავლის ამ საქმეებს. უკმაყოფილება არის საზოგადოების ნაწილში პატიმრების გათავისუფლების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს. ამ ადამიანებს დღეს შანსი გაუჩნდათ სიმართლის დამტკიცების, შესაძლოა ეს დროში გაიწელოს, მაგრამ ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო მათ ამის შანსს არავინ მისცემდა.
საზოგადოების ნაწილში არის შიში კრიმინოგენული ვითარების გაუარესების, ასევე საუბრობეენ იმაზეც, რომ "ნაციონალებს" ქვეყანაში სიტუაციის ასარევად გამზადებული ჰყავს გარკვეული ჯგუფები, რომელიც ამინისტიის შემდეგ დაამძიმებენ კრიმინოგენულ ვითარებას. მაგრამ წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
კრიმინალი აღვკვეთეთო რომ ტრაბახობდნენ, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ხვდებოდა ციხეში, თუ აღკვეთილი იყო ბოლომდე დანაშაული ვინღა ჩადიოდა დანაშაულს? მკვლელობები ხდებოდა ყოველწლიურად ქუჩებშიც, არამხოლოდ მოქლაქეები ჩადიოდნენ ამას, არამედ თავად ძალოვანი სტრუქტურები. საზოგადოებამ თუ მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული მკველობა იცის. ამ წლებში სამართალდამცავებს ქუჩაში ჩადენილი აქვთ 200-მდე მკვლელობა. მოკლულის ოჯახებს კი მუქარით აიძულებდნენ გაჩუმებას. ახლა დროა ნელ-ნელა ყველაფერი გამომზიურდეს და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.
მაკა დეკანოსიძე / გაზეთი "ქართული სიტყვა"

1
649
8-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
649
  
2012, 6 დეკემბერი, 17:21
ამდენი მკვლელობა შევარდნაძის დროს თუ ჩაიდინეს ქურდებმა, რომელთა დამარცხებასაც ასე სიამაყით აღნიშნავენ ნაცები
0 1 1