x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
გემოვნება უკეთ გაგაცნობთ საკუთარ თავს
imageშეარჩიეთ ის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შეიტყვეთ ბევრი საინტერესო რამ თქვენს შესახებ:

ვაშლი
- შრომისმოყვარე და ტრადიციების მიმდევარი ბრძანდებით.

ხენდრო - ნატიფი გემოვნება გაქვთ და გიყვართ ლამაზი ნივთები.

მარწყვი - ფსიქოანალიტიკოსებისთვის ნამდვილი განძი ხართ. თქვენს თანამოსაუბრეს ძალიან ადვილად უხსნით გულს.

სალათები - ჩინებული მუსიკალური სმენა უნდა გქონდეთ.

პრასი - კარგად განვითარებული და ლოგიკური აზროვნების მქონე ინტელექტუალი ხართ.

სტაფილო და ისპანახი - ხშირად გერევათ მელანქოლია.

პომიდორი - ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრია.

ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა - მიზანდასახულობა თქვენი ხასიათის მთავარი თვისებაა.

კომბოსტო - კამათში დამთმობი ხართ, სამაგიეროდ ისეთი ხელმომჭირნეც, რომ თქვენზე ისიც ითქმის ძუნწიაო.

კარტოფილი - გაწონასწორებულობა და შემწყნარებლობა თქვენი დიდი ღირსებებია.

ჭარხალი - პრინციპული ადამიანი ხართ. გადაწყვეტილების მიღებისას - მტკიცე და შეუვალი.

სასუსნავები - რომანტიკოსი ხართ. თავგანწირვა თქვენთვის უცხო არ არის.

მჟავე მოგინდათ? ყურადღებით იყავით, თქვენს სულში ეგოიზმმა გაიღვიძა.

მარილიანი კერძები გიყვართ? ამაყი ყოფილხართ.

თუ წვნიანი კერძი ან რძე მოგინდათ - როგორც ჩანს, თავს მარტოსულად გრძნობთ.

თუ ყველას მშრალი და ცივი კერძები გირჩევნიათ - ეტყობა, მღელვარებასა და შფოთვას თავს ვერ აღწევთ.
3
86
2-ს მოსწონს
ავტორი:tartaruga
tartaruga
86
  
2012, 24 მაისი, 21:05
:D:D
2012, 24 მაისი, 20:14
დედაჩემიც :D
2012, 24 მაისი, 10:53
მე მარწყვზე ვგიჯდები =(
0 1 3