x
image
მაკუნა
Mediator image
შ.პ.ს. "ჰერმესის" მეორადი საფლავების ბიზნესი

imageრამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიამ შპს “ჰერმესთან” დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. მერიის პრესპიკერის, ბაჩო დოლიძის ცნობით, „ჰერმესის“ ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობასაც ამ დრომდე არ ასახელებენ, მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა “ჰერმესის” საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კომპანია საფლავებს რამდენჯერმე ყიდდა, ჭირისუფლების მიერ მომსახურებისთვის გადარიცხული თანხა კი, პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. მერიაში ამბობენ, ყველაფერი ეს მიზნად თბილისის მერის, გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკური ფიგურის დისკრედიტაციას ისახავს. ამასთან, მერიამ, როგორც იტყვიან, ფაქტების გასამყარებლად ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ისმის, რომ საჭიროა, „ჰერმესის“ დირექტორს ფული ჩაუდონ, შემდეგ კი, ჟურნალისტებთან ერთად, მის კაბინეტში შევიდნენ და ეს ფული ამოიღონ. აუდიოჩანაწერში მოსაუბრეები ამბობენ, ამით შევძლებთ საზოგადოების დარწმუნებას, რომ „ჰერმესი“ და მისი დირექტორი კანონდარღვევებს ჩადიოდა, რაც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს, შედეგად კი, მოითხოვს „ჰერმესის“ დირექტორის გადაყენებასო. აუდიოჩანაწერში ჟურნალისტების _ შალვა რამიშვილისა და ნანა ლეჟავას სახელებიც ფიგურირებს. ასევე, მერიაში ადასტურებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისთვის. მერიამ მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა და მოკვლევის დაწყება სთხოვა. საინტერესოა, რატომ წამოწია მერიამ შპს “ჰერმესის” თემა სწორედ მაშინ, როცა თბილისის მერის ირგვლივ სკანდალები დღითიდღე მატულობს?
მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ს, ფაქტია, რაღაც ეწვის. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2010 წელს კონტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს შპს „ჰერმესის” ვაკის სასაფლაოს დირექტორი დიმიტრი პოპოვი, რომელმაც სამარხის ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ, მოქალაქეს 4 000 აშშ დოლარი გამოსძალა, თუმცა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევებით არ შემოიფარგლება საფლავების ბიზნესი და მას ორგანიზებული სახე აქვს, რომელსაც თბილისის მერია “კრიშავს”.
ცნობისთვის, თბილისის მერიის დამკრძალავი სამსახურის, შპს “ჰერმესის” საკუთრებაში 32 სასაფლაოა, რომელიც დედაქალაქის 656 ჰექტარზეა გაშლილი, რაც თბილისის 36. 5 00 ჰექტარის 1, 87%-ია. კერძო სასაფლაოების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. თბილისში მათი რიცხვი, დაახლოებით, 20-მდეა და დედაქალაქში სასაფლაოების საერთო მოცულობას მნიშვნელოვნად ზრდის. დედაქალაქის გაზრდილი მოსახლეობის პროპორციულად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. სტატისტიკურად, ყოველთვიურად, თბილისში 600-700-მდე დაკრძალვა რეგისტრირდება, მთელი საქართველოს მასშტაბით კი, _ 50 ათასამდე. გარდაცვლილთა რიცხვიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება სასაფლაოების ფართობიც, რომელიც მრავალ პრობლემას უქმნის დედაქალაქის მცხოვრებლებსა და ინფრასტრუქტურას. გავსებული სასაფლაოების გამო, უკვე დახურულია თბილისის ცენტრში მოქმედი რამდენიმე სასაფლაო: ვაკე-საბურთალოს, ე.წ კუკიის, ვერის სასაფლაო და სხვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ სასაფლაოებზე ახალი საფლავების ნახვა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
როგორ ხდება ძველი საფლავების ახლით შეცვლა? ამ სქემაზე საბურთალოს სასაფლაოს საფლავების მომვლელი, ქალბატონი ნაირა პირად საუბარში საუბრობს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, როცა მოუვლელ საფლავებზე “ჩასობილი” დროშები შენიშნა, გაუკვირდა, თუმცა დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თუ მონიშნულ საფლავებს გარკვეული პერიოდის შემდეგ, არავინ მიაკითხავდა, ის ახალ საფლავად “იქცეოდა”, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.

სხვათა შორის, “ჰერმესის” ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2010 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 759 270 ლარით დაფინანსდა. შპს აღნიშნულ ბაზარზე მონოპოლისტი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი სასაფლაოების დირექტორებს შანტაჟითა და მუქარით აუკრძალეს სასაფლაოს ტერიტორიების გასხვისება, კონკურენტ დამკრძალავ ბიუროებს კი, პრაქტიკულად, ისეთ მონსტრთან მოიწიათ ბრძოლა, რომლის უკანაც მერიის ინტერესები იდგა. ამიტომ, ბევრი სარიტუალო ბიურო დაიხურა, ან გაკოტრდა.
ერთ-ერთი დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი შპს “ჰერმესის” მხრიდან მიცვალებულზე “გასვლის” სქემაზე საუბრობს. მისი თქმით, მერიის კუთვნილი კომპანია გარიგებული იყო სხვადასხვა საავადმყოფოს ექიმებთან და როცა პაციენტი გარდაიცვლებოდა, ექიმები ჭირისუფალს სწორედ “ჰერმესის” მომსახურებას ურჩევდნენ მიცვალებულის გადასვენებიდან დაწყებული, სასაფლაოს მოპირკეთებით დასრულებული (აღნიშნული შპს გარდაცვლილის ოჯახს, მიწით უზრუნველყოფის გარდა, დამატებით, ნებისმიერ სხვა სერვისსაც სთავაზობს).
რაც შეეხება საფლავის ტარიფებს, მერიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველებისთვის მიწა უფასოა, თუმცა, იმდენად უვარგის ადგილს სთავაზობენ ჭირისუფალს, რომ უმეტესობა უარს აცხადებს შეთავაზებულ წინადადებაზე. ყველაზე დაბალი ტარიფი ორადგილიან საფლავზე 150 ლარია (მხოლოდ ერთი საფლავი არ იყიდება), თანხის დამატების შემთხვევაში კი, გაცილებით უკეთეს ადგილს გამოგიჩენენ. ასე რომ, რაც მეტს გადაიხდი, მით უფრო კარგ ადგილზე დაგასაფლავებენ.

სხვათა შორის, თბილისის სასაფლაოებზე საფლავების წინასწარი “დაჯავშნაც” შესაძლებელია და დაჯავშნის ოფიციალური ფასი 700-1000 ლარამდე მერყეობს, ადგილის შესაბამისად
ასევე, ფასიანია საფლავზე, როგორც იტყვიან, ზემოდან ნათესავის დაკრძალვაც და სამასი ლარი ღირს. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 20 წლის შემდეგ, საფლავზე დასაფლავება შესაძლებელია. ამისთვის შესაბამისი დეზინფექციური საშუალებების გამოყენება ხდება, რასაც “ჰერმესი” თავისი ხარჯებით აკეთებს...



მაკა დეკანოსიძე, "ქართული სიტყვა"

http://www.for.ge

1
758
6-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
758
  
2012, 5 დეკემბერი, 20:12
ეგ რა არი,საფლავის ქვებსაც იპარავენ ეგენი,გადააშლიფოვკებენ,რო სურათი წაიშალოს და მერე ყიდიან.წლებია მაგ საქმიანობას ეწევიან ეგენი.მარა ვინაა პატრონი.მარადიორობა ქვა მაგას ბაბუა...ადრე კანონით ისჯებოდნენ მაგის ჩამდენნი.....
0 1 1