x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ანანიძე საუკეთესო ოქტომბრელია

imageმოსკოვის ”სპარტაკის” ოფიციალურმა ფან-კლუბმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა წინა თვის საუკეთესო სპარტაკელი ფეხბურთელის გამოსავლენად. როგორც აღმოჩნდა, ოქტომბერში ”სახალხო” გუნდის გულშემატკივართა უმეტესობა ჯანო ანანიძეს მოუხიბლია - სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა მოიპოვა ხმათა უმრავლესობა.
”სპარტაკის” გულშემატკივრებმა კლუბის ბაზაზე ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი ჩაატარეს. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ფან-კლუბისაგან საჩუქრად მიიღო თეთრი მაისური, რომელზეც გლადიატორის სამოსელში გამოწკეპილი ”დუროვის ძაღლია” გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ანანიძემ 4 მატჩი ჩაატარა.
კონკრეტულად, ჩვენებურმა ჩემპიონთა ლიგაზე ’ბარსელონასა” და ”ბენფიკასთან” იბურთავა, რუსულ პრემიერლიგაში ”მორდოვიასთან” შეხვედრაში გავიდა მოედანზე, რუსეთის თასზე კი ”როსტოვის” წინააღმდეგ ითამაშა.
დასასრულ, ისიც ვთქვათ, რომ სამიოდე დღის წინ, ”სპარტაკის”
ხელმძღვანელობამ კარისკენ მიუთითა მთავარ მწვრთნელ უნაი ემერს. არადა, წინამორბედისაგან განსხვავებით, ემერი ჯანო ანანიძეს აშკარად კარგი თვალით უყურებდა და საკმაოდ ხშირად
აძლევდა ხოლმე თავის გამოჩენის შანსს...

0
442
6-ს მოსწონს
ავტორი:kobakaxeti
kobakaxeti
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0