x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ფერგიუსონი: ტიტულისთვის ბრძოლაში მონაწილეობს სამი კლუბი

imageრამოდენიმე კვირის უკან ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რომ პრემიელიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლობენ სამი გუნდი, - ციტირებს სერ ალექსის სიტყვებს ManUtd.com. მეც ვთვლი, რომ ტიტულისთვის იბრძვის 3 გუნდი, ჩვენ, ”სიტი” და ”ჩელსი” ერთად ვიმყოფებით სატურნირო ცხრილში.
ჩემთვის ”ჩელსი” არის ძალიან სერიოზული და ძლიერი კონკურენტი. ლონდონელებს ძლიერი შემადგენლობა ყავთ, ასევე მათ ბევრი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ყავთ რომლებსაც მოუგიათ პრემიერლიგა. ასევე მათ შეიძინეს ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგალითად ოსკარი და აზარი. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ”ჩელსი” არ უნდა იყოს ამ სამ გუნდში.

რაც შეეხება რობერტო დი მატეოს გაშვებას, მე ასევე შოკირებული ვარ როგორც ყველა, ამ გადაწყვეტილებით. მან მოაგებინა ”არისტოკრატებს” ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის თასი, და მას უშვებენ გუნდიდან. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ორი კვირის შემდეგ ლონდონელები სტარტს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იღებენ და მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება დი მატეოს დატოვება ამ ჩემპიონატზე და შანსის მიცემა.

ასე რომ რაფაელ ბენიტესი არის უბედნიერესი ადამიანი, ორი კვირის შემდეგ მას შეეძლება მოიგოს მეორე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელთანაც არ აქვს არანაირი შეხება. ( 2010 წელს ესპანელმა მოიგო ეს ტურნირი ინტერთან ერთად, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე ინტერს მოაგებინა ჟოზე მოურინიომ ).

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0