x
image
Soffia
"მაესტრო" ფართოვდება! ვიხილავთ თუ არა მაკა ასათიანს ეკრანზე.

imageტელეკომპანია "მაესტრო"-ს მფლობელები ჰოლდინგს ქმნიან. ჰოლდინგი ორ სატელევიზიო არხსა და ორ რადიოკომპანიას გააერთიანებს. გარკვეულია ტელეკომპანიების თემატიკაც. არხი საელწოდებით "მაესტრო" გასართობ გადაცემებს, თოქ-შოუებს და ა.შ. დაეთმობა, ხოლო მეორე ახალი არხი - "მაესტრო ახალი ამბებით", როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებს შემოგვთავაზებს. რაც შეეხება რადიოებს, ერთ-ერთ რადიოს "ვინილის რადიო" დაერქმევა და მამუკა ღლონტის განცხადებით იგი ქართული შოუ-ბიზნესის ამოძრავებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნულ არხებსა თუ რადიოებზე არცერთი ქართველი მომღერალი არ დაიბლოკება. როგორც გაირკვა ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩაბმული "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი. მამუკა ღლონტის განცხადებით მაკა ძალიან ნიჭიერია და ბევრი საინტერესო იდეაც აქვს. "ძალიან მინდოდა რომელიმე გადაცემა წაეყვანა და ეს იდეა შევთავაზე კიდევაც, მაგრამ ამ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელია. არ დაგიმალავთ, ვფიქრობ რომ მაკამ რამე პროექტი გააკეთოს". თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი ტიპის იქნება ზემოთხსენებული პროექტი, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, აპოლიტიკური. ეს შეიძლება იყოს კულტურაზე, ხელოვნებაზე. მაკას მიერ წაყვანილ გადაცემას უმაღლესი რეიტინგი ექნება, მაგრამ მის პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით. ვნახოთ, რა იქნება, ამ თემაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. თუ ამგვარი შანსი გამოჩნდება, აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს გამზადებული რეიტინგია. მაკამ რომც არ ილაპარაკოს და მხოლოდ გამოჩნდეს ეკრანზე, ესეც კი უკვე დიდი რეიტინგი იქნება".

0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0