x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე.

image1-კუბომედუზა-უდავო ლიდერი, ყველაზე შხამიანი არსება დედამიწის ზურგზე, ბოლო 60 წლის მანძილზე 6 ათასამდე ადამიანი მოკლა.თან აღსანიშნავია, რომ იმის გარდა, რომ სიკვდილი მომენტალურად დგება, თან ახლავს ჯოჯოხეთური ტკივილები.გადარჩენის ერთადერთი შანსი არის თუ ნაკბენ ადგილს ძმრით დაიმუშავებთ, მაგრამ ზღვაში როგორც წესი ძმრის ბოთლთან ერთად საბანაოდ არ შედიან.image2-სამეფო კობრა-ყველაზე გრძელი შხამიანი გველი დედამიწაზე, მას არა მარტო ადამიანის, არამედ ზრდასრული სპილოს მოკვლაც შეუძლია 3 საათის განმავლობაში.სამეფო კობრაზე უფრო ძლიერი შხამი შავ მამბას აქვს, სამაგიეროდ კობრას მამბაზე 5-ჯერ მეტი შხამის გამოყოფა შეუძლია.image3-მორიელი ლეირიუს კვინკესტრეატუსი-როგორც წესი მორიელების უმეტესი სახეობის ნაკბენი ადამიანებისთვის სასიკვდილო არაა, მხოლოდ ტკივილს, შეშუპებას და ანემიას იწვევს.მაგრამ ლეირიუსის ნაკბენი საშინელ ტკივილს, ციებ-ცხელებას, კომას და ბოლოს ადამიანის სიკვდილს იწვევს.ეს სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთშია განვითარებული.image
ტაიპანი-
ამ გველის ერთი ნაკბენი საკმარისია იმისთვის, რომ მოკლას 100 ადამიანი და 250 000 თაგვი.კბენიდან 45 წუთში ადამიანი კვდება.საბედნიეროდ არსებობს ანტი შრატი.ბინადრობს ავსტრალიაში.image
დრევოლაზი ანუ შხამიანი ბაყაყი-თუ როდისმე ცენტრალურ ან სამხრეთ ამერიკაში მოხვდებით, არაფრის დიდებით არ შეეხოთ პატარა ლამაზ კოპლებიან ბაყაყს.მისი შხამი 10 ზრდასრულ ადამიანს კლავს.ძველად ადგილობრივი ტომები ბრძოლის დროს ისრებს ამ ბაყაყის შხამს უსმევდნენ.

1
815
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
815
  
2012, 22 ნოემბერი, 0:45
მომეწონა სტატია,მეტ ნახვებს იმსახურებს
0 1 1