x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508608
ქვეცნობიერი მესიჯები ყველგანაა – მითი თუ რეალობა?

image


ალბათ ცოტას თუ სმენია ქვეცნობიერი მესიჯების (Subliminal
Messages) შესახებ, რომლებიც დღესდღეობით ასე მრავლადაა გავრცელებული მსოფლიოში.მას იყენებენ როგორც გიგანტი კომერციული ფირმები, (მაგ. „კოკა–კოლა“, „მაკდონალდსი“),
ასევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფები (მაგალითად ზოგიერთი მასონური ლოჟა). ასეთი მესიჯები გვხდება ყველგან – პოპულარულ მუსიკალურ ვიდეორგოლებში, მედიაში, სარეკლამო რგოლებში და ა.შ. მაგალითად თქვენ უყურებთ ავტომანქანა დოჯის რეკლამას
და რეკლამის ბოლოს რა თქმა უნდა აკვრდებით მის ლოგოს, რომელიც საკმაოდ „ბრძნულად“ არის მოფიქრებული. ეს ავტომობილი განსაკუთრებით მამაკაცებს მოსწონთ. მეცნიერთა გარკვეულმა
ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ კომპანია „დოჯის“ ლოგო, რომელზედაც ერთი შეხედვით ცხოველია გამოსახული, სინამდვილეში არც მეტი, არც ნაკლები ქალის საშვილოსნოა, რის გამოც მამაკაცებში ქვეცნობიერ ინტერესს იწვევს და მათ ეს მანქანა
„უყვარდებათ“.


განსხვავებული ინტერესის გამო მოიპოვა პოპულარობა
კომპანია „მაკდონალდსის“ ჰამბურგერმა. 1990-იან წლების ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული „მაკდონალდსის“ ჰამბურგერის მორიგი რეკლამის ხილვის შემდეგ, მისმა გაყიდვებმა განსაკუთრებულად „საეჭვოდ“ მოიმატა. არადა ერთი შეხედვით ეს იყო ჩვეულებრივი რეკლამა, რომელიც გაჯერებული იყო სტანდარტული სარეკლამო ფრაზებითა და მადისაღმძვრელად გაფორმებული ჰამბურგერის სურათებით (რაც ჩემი აზრით სულაც არ ჰგავს რეალურ ჰამბურგერს). მაკდონალდსის ოპონენტებმა ბევრი იფიქრეს, ეძიეს და იპოვეს კიდევაც „ის“, რის გამოც დროის მეტად მცირე მონაკვეთში ამ ჰამბურგერებმა განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვეს. მოგეხსნებათ ამერიკელებს უყვართ თავიანთი „მწვანე ფული“ (დოლარს ვგულისხმობ). ხოდა „მაკდონალდსის“ მესვეურებმა კარგად გამოიყენეს ის სიმწვანე, რომელიც სარეკლამო ჰამბურგერის სალათის ფურცლებს ახასიათებს და მათში თითქოს
შეუმჩნევლად, დოლარის კუპიურა მიახატეს, რაც როგორც აღვნიშნე, ერთი შეხედვით თვალისთვის უხილავი იყო, თუმცა სურათის გადიდებისა და ფერების კონტრასტის დამუშვების შემდგომ
მართლაც გამოჩნდა ერთდოლარიანი კუპიურა, რომელიც მშენივრად არის მოკალათებული ჰამბურგერის სალათის ფურცლებში.


image



მეცნიერებმაც უმალ მოაყოლეს თავიანთი დასკვნა: მაკდონალდსის
ჰამბურგერების პოპულარობა აღნიშნული რეკლამის გასვლის შემდეგ საეჭვოდ იმიტომგაიზარდა, რომ როდესაც ადამიანი ამ რეკლამას უყურებს, მისი ტვინის ქვეცნობიერს ორმაგი ინტერესი უყალიბდება. მათგან პირველი გაცნობიერებულია და შიმშილის გემრიელად დაკმაყოფილების სურვილითაა განპირობებული, ხოლო მეორე ქვეცნობიერადაა დალუქული ტვინში და ფულის შოვნასთან ასოცირდება, რაც დამატებით სტიმულს აძლევს ჰამბურგერის მოყვარულებს.
ეს სარეკლამო „საბლიმინალი მესიჯებია“, ანუ ქვეცნობიერი შეტყობინებები, რომლებიც პროდუქციის გასაღებაზე და პოპულარობაზეა ორიენტირებული, თუმცა არსებობს „შავი“ მესიჯები, რომლებიც შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს საზოგადოებისათვის და მით უფრო ბავშვებისათვის. ამაზე
შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ.


P.S. ეს სტატია არ არის რომელიმე ფირმის ან
სოციალური ჯგუფის საწინააღმდეგო კამპანია, თუმცა დასკვნები თავად გამოიტანეთ.


2
738
4-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
738
  
2012, 7 ნოემბერი, 16:48
საოცრება, აღფრთოვანებული დავრჩი ამ ადამიანის გონება მახვილური სტატიით!!!!!!! ვაუ!!!!
2012, 5 ნოემბერი, 16:09
ძალიან მომეწონა და დამაინტერესა ამ სტატიამ,სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას
0 1 2