x
image
Soffia
დაბრუნდება თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი "აქტიურ ჟურნალისტიკაში"

image უკვე რამდენიმე კვირაა, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს ავტორმა და წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "იმედი" საკუტარი გადაწყვეტილებით დატოვა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზეც გააკეთა განცხადება: "იმედის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის რაც ერთად ვიმუშავეთ. წარმატებები ვუსურვო ყველა ახალ პროექტს! არხს და ყველა თანამშრომელს რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მეყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება:)ნ მოგვიანებით ნანუკა "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ჟიურიდანაც გაქრა და მისი ადგილი მარინა ბერიძემ დაიკავა...“იმედის ახალი ხელმძღვანელების გადაყვეტილებით ვარსკვლავების ჟიურიშიც აღარც უნდა ვიჯდე!:)”
განაცხადა ჟურნალისტმა. ძალიან მალე კი მისი "ფეისბუკის" გვერდზე ახალი სტატუსი გაჩნდა: “დღეს ვუყურებდი პარლამენტის სხდომას! დებატები, პოლიტიკური ტემპერატურა... არგუმენტები, კითხვა-პასუხი. სადღაც გამიელვა ხომ არ მომენატრა აქტიური ჟურნალისტიკათქო? :) ხუთი წუთიც არ გასულა რომ მივხვდი რომ ყველაფერს მაინც ადამიანური ისტორიების მოსმენა ჯობია! ზუსტად 5 წუთში მივხვდი ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პოლიტიკა! :) ალბად ბევრს გვახსოვს ნანუკას "აქტიური ჟურნალისტიკა", არ იქნებოდა ურიგო ისევ იმ ამპლუაში გვეხილა პოპულარული ტელეწამყვანი. სავარაუდოდ ის ტელეეკრანიდან დიდი ხნით გაქრობას არც აპირებს, მისი "რუსთავი2"-ზე გადასვლის შესახებაც კი გავრცელდა ჭორები... თუმცა როგორც ჩანს ნანუკასგან "ცხელ" თოქ-შოუს არ უნდა ველოდოთ... საინტერესოა მის ერთგულ მაყურებლებს როდის დაჭირდებათ რომელიმე კონკრეთულ საათზე, რომელიმე არხზე გადართვა, ჭიქა ყავა და გემრიელი სასუსნავი, რომ კვლავ ჩაუსხდნენს ტელეეკრანებს "ადამიანური ისტორიების" მოსასმენად. image

2
1230
6-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
1230
  
2012, 5 ნოემბერი, 13:07
+1
2012, 3 ნოემბერი, 15:31
++++++++++++++++++++++++++++++
0 1 2