x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ავღანეთმოვლილ ბელგიელ მეომრებს დასასვენებლად კვიპროსზე უშვებენ

imageასეთი გადაწყვეტილება ავღანეთში ბელგიური კონტიგენტის მეტაურობამ NATO-ს სარდლობის მხარდაჭერით მიიღო. ჩანაფიქრის თანახმად, ომგამოვლილმა მებრძოლებმა მშვიდობიან ცხოვრებასთან ადაპტაციის პერიოდი მანამ უნდა გაიარონ, სანამ სამშობლოში თავიანთ შვილებს, მეუღლეებსა და მშობლებს დაუბრუნდებიან.imageსამხედრო ფსიქოლოგებისა და მედიკოსების გეგმის თანახმად, ჯარისკაცები სამი დღის განმავლობაში კუნძულ კვიპროსის კურორტებზე დაისვენებენ და ავღანური განცდებისგან განთავისუფლდებიან. უკვე ცნობილია თანხის ოდენობაც, რომელსაც ბელგიის სამხედრო სარდლობა თითოეული ჯარისკაცის განცხრომისთვის გამოყოფს და ის 400 ევროს შეადგენს.
თუმცა, ფსიქოლოგთა და მედიკოსთა ერთი შეხედვით ბრწყინვალე იდეას, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ჯარისკაცები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ შეხვდენენ. თურმე ავღანეთში ნაომარ მებრძოლებს უპირველესად საკუთარ ოჯახებში, საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება სწადიათ და ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე თვალი სულაც არ რჩებათ.imageimage

4
41
13-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
41
  
2012, 3 ნოემბერი, 13:31
+++++
2012, 1 ნოემბერი, 23:22
+++++++++
2012, 1 ნოემბერი, 23:14
+++++++++
0 1 4