x
image
მაკუნა
Mediator image
"ლაბორატორია 1918" პოლიტიკურ ფულზე უარს ამბობს!
imageსტუდენტთა თვითორგანიზებადი ჯგუფი “ლაბორატორია 1918” 2011 წლის მაისში ჩამოყალიბდა, ლაბორატორიელებმა მკაცრი რეჟიმის პირობებში დაიწყეს პროტესტი, მანკიერ განათლების სისტემის, სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. სტუდენტურმა პროტესტმა გაცილებით ფართო მასშტაბი ციხეების ინციდენტის შემდეგ მიიღო, რამაც საბოლოოდ სააკაშვილის მთავრობის რღვევა გამოიწვია. ერი და ბერი აღაფრთოვანა ახალგაზრდობის გამოფხიზლებამ.
და მაინც ვინ არიან ლაბორატორიელები, რა მიზნებისთვის იბრძვიან, არიან თუ არა ისინი პოლიტიკურად ანგაჟირებულნი_ “ქართული სიტყვა” “ლაბორატორია 1918”-ის ერთ-ერთ აქტივისტს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტი ანი ჭანკოტაძეს ესაუბრა:

image


– ანი, “ლაბორატორია" კარგად ორგანიზებული სტუდენტური გაერთიანებაა, რაც საზოგადოების ნაწილში ბადებს ეჭვს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულნი ხართ...

– ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ უნივერსიტეტის თვითმმართველობასა და ადმინისტრაციასთან დაპირისპირება როცა უფრო ცოტანი ვიყავით, ძირითადად "ჯავახიშვილის" სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტები, "ლაბორატორიაც" თავიდან სწორედ მათი მხრიდან წამოსული ტერორის საპირწონედ შეიქმნა. ახლა გაცილებით ბევრნი ვართ, ჩვენ ვაერთიენებთ სხვადასხვა უნივერსიტეტების ათასობით სტუდენტს. ლაბორატორია სოლიდარობისა და თანასწორობის იდეალზე დგას. სწორედ ამ ჩვენი იდეალებიდან გამომდინარე ვითხოვთ უფასო განათლებას, ვაპროტესტებდით და გავაპროტესტებთ შრომის კოდექსს თუ პატიმრების წამებას. ჩვენი ორგანიზების საიდუმლო კი იმაშია, რომ უბრალოდ ერთად ვართ შეკრებილი ისეთი სტუდენტები, რომლებსაც საერთო იდეალები, ღირებულებები გვაქვს. ასევე აბსოლუტურად ჰორიზონტალური და თანასწორუფლებიანები ვართ ერთმანეთისადმიც. ყველა ლაბორატორიელს გადაწყვეტილების მიღებისას თანაბარი უფლება აქვს და ნებისმიერის აზრი იმდენად მნიშვნელობვანია, რომ მხოლოდ ერთ ლაბორატორიელს შეუძლია დაბლოკოს ყველა სხვისი აზრი. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაზეც ყველა თანახმა ვართ. აი ესაა ჩვენი ორგანიზების საიდუმლო _ კონსესუსის პრინციპი.


ჩვენ ოფისიც არ გვაქვს, მზიურში ვიკრიბებით ხოლმე, ხანდახან უნივერსიტეტშიც.

რაც შეეხება პოლიტიკურ ანგაჟირებას, ცხადია პოლიტიკური მოთხოვნები გვაქვს. პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა დიახაც, რომ ჩვენი მიზანია _ უფასო და ხელმისაწვდომი განათლების მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ მოძრაობაში არიან სხვადასხვა მსოფლხედვის და პოლიტიკური კუთვნილების ადამიანები, სოციალ-დემოკრატები, ანარქისტები . "ლაბორატორიაში" ყველა პოლიტიკური იდეოლოგიის ადამიანს შეუძლია ყოფნა, თუ არაჰუმანურ იდეებს არ ქადაგებს. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ არავის, თსუ-ს ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით განდევნა უნივერსიტეტიდან ძალიან მაღალკვალიფიციური ლექტორები. მათ შორის ლელა გაფრინდაშვილი, გია ბარამიძე, ნოდარ ხადური, ცოტა უფრო ადრე კი, მარინა მუსხელიშვილი.
– რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებელთა მოსმენას უნივერსიტეტში? ამის შესახებაც ამცნეს ლაბორატორიელებმა საზოგადოებას...
– ჩვენ დაცვის ერთ-ერთმა წევრმა გვამცნო ეს, ვთვლი რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. ისე, რომ არ ყოფილიყო მოსმენა ის უფრო იქნებოდა გასაკვირი, არ დაგვავიწყდეს რა რეჟიმში ვცხოვრობდით. ახლა ცხადია ბევრი რაიმე შეიცვალება ამ კუთხით, ახალი პოლიტიკური სივრცე გაჩნდა და ჩვენ პროტესტსაც აზრი გაუჩნდა. ჩვენ, ისევ ჩვენი მთავრი მოთხოვნების _ უფასო განათლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიის ერთგული ვრჩებით. უნივერსიტეტების სსიპ-იდან ააიპ ფორმატზე გადასვლის დროს, აწ უკვე ყოფილმა პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ უნივერსიტეტს უკვე ფორმალურადაც ვეღარ უწოდებ ავტონომიურს. უნივერსიტეტს მართავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი პირია უნივერსიტეტში. მას კი ნიშნავს მინისტრების მოადგილეებით დაკომპლექტებული რეგენტთა საბჭო, ამის მერე ავტონომიურობაზე საუბარი ნამდვილად უხერხულია.


– რომელი მინისტრის მოადგილე იყო ამ საბჭოში?


– სხვადასხვა მინისტრების, ესეც კანონითაა განსსაზღვრული. მაგალითად ჩვენთან რეგენტთა საბჭოში იყვნენ, განათლების მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კანცელარიის ხელმძღვანელის და ა.შ. ანუ მთავრობა ირჩევდა უნივერსიტეტის “თავს".
– გამოდის, რექტორი ვერაფერს წყვეტდა?
– ფაქტობრივად ვერა, რექტორი ამ ახალი კანონით სიმბოლური თანამდებობა გახდა. ჩვენ არ მოგვითხოვია რექტორის შეცვლა და არანაირად არაა ეს გამოსავალი. თუმცა რექტორს საკუთარი ანგარიშები აქვს სტუდენტებთან, თუნდაც უნივერსიტეტში მომხდარ ძალადობაში მონაწილეთ დასჯის შესახებ. მან განაცხადა, რომ თუ არ დაისჯებოდნენ მოძალადეები, გადადგებოდა. თუმცა ჩვენ არ მოგვითხოვია რექტორის გადადგომა და არც გვგონია, რომ ეს გამოსავალია ჩვენი მიზანია კანონის შეცვლა და არა რექტორის.
– ახლა რას აპირებთ? ისევ აქციებს თუ პირდაპირ მიმართავთ განათლების სამინისტროს?
– ისე მოხდა, რომ ახალ მთავრიობას საარჩევნო პროგრამაში ეწერა იმის შეცვლა, რასაც ჩვენ ვითხოვთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვენდობით ბოლომდე ვინმეს და დაველოდებით რას როგორ გააკეთებენ. უბრალოდ ამ ეტაპზე გაფიცული მუშების სოლიდარობის გამოხატვით ვართ დაკავებული. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საზოგადოების ყურადღების მათზე გადატანა და სოლიდარობის დაფიქსირება.
ერთი რამ კი, რაც სწრაფად უნდა მოხდეს ისაა, რომ პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიან დათხოვილი პროფესსორ-მასწავლებლები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ უნივერსიტეტში. ჩვენ ქვეყანაში, სადაც ისედაც ინტელექტუალური რესურსის სიმწირეა, ასეთი ლექტორების დაკარგვის ფუფუნება უნივერსიტეტს არ აქვს. ლელა გაფრინდაშვილს ვიცი, რომ სარჩელი შეტანილი აქვს სასმართლოში. იმედია ყველა ასე მოიქცევა და ძალიან მალე დაუბრუნდებიან ისინი სტუდენტებს!?


საკმაოდ სამარცხვინოდ განვითარდა თეატრალურ უნივერსიტეტში პროცესები, "ლაბორატორიელები" არ უცხადებთ სოლიდარობას "თეატრალებს"?
– კი, როგორ არა . თეატრალურის სტუდენტებთან დიდი ხანია კავშირი გვაქვს და ლაბორატორიაშიც არიან თეატრალურის სტუდენტები. ისევე როგორც ყველა უმაღლეს სასწავლებელში თეატრალურშიც, კარგახანია არის სააკაშვილის მთავრობისგან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები. მათ შორის დაფინანსების საკითხი და ბევრი დეტალი, მთავრობას მათი შენობების პრივატიზაცია უნდოდა და ამ სასწავლებელზე ნაკლები თანხის დახარჯვა. რა თქმა უნდა ველით ამ უმაღლეს სასწავლებელში სიტუაციის მშვიდობიანად გამოსწორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება მწვავე პროტესტი.
– ანი, თვითმართველობაში რა ხდება, ოპოზიციაში ხომ არ მიდინ თვითმართველობის სტუდენტებიც?
– სტუდენტების პროტესტმა საკმაოდ შეარყია მათი პოზიციები თავიდანვე, ბოლოს კი მარგინალ ჯგუფად გადაიქცნენ. ახლა ყველა ვარიანტში უნდა გადადგნენ, ან ჩვენ მოვითხოვთ მათ შეცვლას. ისინი არ არიან სტუდენტების წარმომადგენლები და არ უნდა ისარგებლონ მათი სახელით. არ ვიცი სად და როგორ წავლენ, მაგრამ ფაქტია ნდობით ვერ ისარგებლებენ საზოგადოებაში.
– თვითმართველობა, როგორც ორგანო მოგწონთ?
– ძალიან ცენტრალიზებული და უმოქმედო აპარატია, ესეც აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ესეც ავტონომიური უნდა გახდეს, ახლა მიბმულია პარლამენტის კანონზე. რაც უაზროს ხდის თვითმმართველობის პრინციპის გამოყენებას. თვითმმართველობა რომ ეფექტური იყოს, ამისთვის ადგილობრივად უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება, უნდა გაძლიერდეს ფაკულტეტური თვითმმართველობები და არ უნდა იყოს ძალაუფლება თავმოყრილი პრეზიდენტის ხელში. ანუ თუ დარჩება ეს ორგანო, მხოლოდ ამ ფორმით მოვითხოვთ?
ანი, თქვი რომ უფასო განათლებას ითხოვთ, ეს რამდენად რეალურია, აქვს დღეს სახელმწიფოს ამის სახსრები?
– უფასო განათლება ცხადია ჩვენი იდეალია. ბუნებრივია სახელმწიფო პრიორიტეტების სწორი გადანაწილების შემთეხვევაში ამას შეძლებს. მაგრამ ის სავსებით მისწავდომია ახლაც. ცხადია, უნდა არსებობდეს კერძო სასწავლებლები, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლება უფასო უნდა იყოს იმისთვის, რომ ღარიბი და საშუალო ფენის მოსახლეობამ განათლების მიღება შეძლოს.
– გრანტებით დაფინსება არ მოგწონთ?
– ამ სისტემის მთავრო პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცოტა ფულია გამოყოფილი განათლებზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ბოლო ადგილზეა ბიუჯეტიდან განათლებაზე გამოყოფილი დაფინანსების წილით ერთ სულ მოსხლეზე. ეს არასამთაბრობო ორგანიზაცია “ევროპული საქართველოსთვის" მონაცემებია, ოფიციალური სტატისტიკა.
– ანი, ლაბორატორიელებს სწავლის პროცესში თქვენი კრიტიკული შეხედულებების გამო პრობლემებს არ გიქმნიდნენ?
– მე პირდად, სწავლისას პრობლემები პოზციის გამო ნამდვილად არ შემქმნია. პრობლემებს თსუ-ში ადმნისტრაცია ქმნიდა. ლექტორბების მხრიდან კი პირიქით, წახალისებული იყო კრიტიკული აზროვნების პროცესი. საბედნიეროდ ჩემ მიმართულებაზე “ნაციონალური”იდეოლოგიის ლექტორები იშვიათი ხილია. ზოგადად, სოციალურ-პოლიტიკრი მეცნიერებები ძალიან ჯანსაღია მაგ მხრივ. პროფესიული ამბავიცაა, კარგ სოც.პოლს. “ნაცები” ვერ მოეწონებოდა.
და ბოლოს, მაინტერესებს ელემენტარულად გზის და საკვების ფული ხომ გჭირდებათ. რეგიონებშიც დაიწყეთ გასვლა სოლიდარობის გამოსახატავად... თუ გავითვალისწინებთ, რომ “ლაბორატორია 1918” უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა, არაა გამორიცხული შეეცადონ ასე ვთქვათ, თქვენს "დავერბოვკებას"... ვთქვათ, შემოგთავაზეს დაფინანსება, რომ უფრო ორგანიზებულები გახდეთ, დათანხმდებით ამაზე?
– ვისაც რამდენი გვაქვს ვკრეფთ ფულს, არც ისე ცოტა ვართ და როცა რამის გაკვეთება გულით გვინდა ვახერხებთ. თან ჩვენ ავტოსტოპიტაც ძაალიან ხშირად დავდივართ და მეტნაკლებად გვეზოგება. ახლა, ჭიათურაში მუშებთან წავიდნენ ბიჭები და პირადად მე 20 ლარი მივეცი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშებისადმი, რკინიგზელებისადმი და ყველა იმ ადამიანთა ჯგუფისდმი სოლიდარობა, რომელიც მოითხოვს შრომის კოდექსის გაჯანსაღებას. ამიტომ ცალსახად დავუჭერთ მხარს ასეთ აქციებს, არსებული შრომის კოდექსს კი უკვე კარგახნია ვაპროტესტებთ, თუ არ იცოდა საზოგადოებამ ეს ჩვენი ბრალი არაა, მასმედიისთვის არ ვიყვით ანგარიშგასაწევი ძალა. მითუმეტეს, მაშინ შედარებით ცოტა ვიყავით. დაფინანსების შემოთავაზებები კი აქამდეც გვქონია და ძალიან სანდო ორგანიზაციებისგან და ფონდებისგან. თუმცა ლაბორატორიის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ მართლა არ გვჭირდება დიდი ფინანსები, იმ აქციების პლაკატებისთვის საჭირო ფულს კი თავადვე ვკრეფთ. ამიტომ არასდროს აგვიღია გრანტი ან რამე მსგავსი, არც მომავალში დაგვჭირდება ფული. “ლაბორატორია 1918” არ არის "ენჯეო", ეს სამოქალაქო მოძრაობაა, მოქალაქეები კი მოქალაქეობაში ფულს არ იღებენ. ეს არის ნამდვილი დემოკრატია, თვითორგანიზება, ნამდვილი მოქალაქეების საზოგადოება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეცენდენტის შექმნა, რომ მოქლაქეები საკუთარი ძალებით ცვლიან სოც.პოლიტიკურ ვითარებას!
მაკა დეკანოსიძე

გაზეთი "ქართული სიტყვა"

4
115
6-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
115
  
2012, 31 ოქტომბერი, 19:05
მიყვარს ეს ლაბორატორია, ძალაინ მაგარი ბავშვები არიან !!!
2012, 29 ოქტომბერი, 3:51
++++
2012, 27 ოქტომბერი, 3:58
მართლაც!
2012, 26 ოქტომბერი, 12:05
წარმატებები ლაბორატორიას :))
0 1 4