x
image
Soffia
როდის გამოჩნდება ეკრანებზე "რკინის კაცი 3"

image

სასიხარულო ახალი ამბავი პოპულარული ფილმის "რკინის კაცის" თაყვანისმცემლებისათვის! უკვე დაანონსდა მარველის კომიქსების ეკრანიზაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის "Iron man"-ის მომდევნო და დასკვნითი ნაწილის ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი... საინტერესოა ისიც, რომ შემქმნელებმა გაამხილეს მცირე ინფორმაციაც ფილმის შინაარსის შესახებ. ექსცენტრიული, თავდაჯერებული და ამავდროულად ჭკვიანი და ნიჭიერი ტონი სტარკი ამჯერად უსაზღვრო ძალაუფლების მქონე მტრის წინააღმდეგ იბრძვის. როდესაც მას მტერი უნადგურებს ყველაფერს რაც კი გააჩნია, რკინის კაცი იძულებულია მოძებნოს და პასუხი აგებინოს დამნაშავეს. სწორედ ეს მოგზაურობა იქცევა ტონი სტარკისთვის გამოცდად. მან ყოველგვარი დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი გამოგონებების და ინსტიქტების მეშვეობით უნდა მოახერხოს და გადაარჩინოს მისთვის ძვირფასი ადამიანები და იხსნას საკუთარი თავიც. ასევე რკინის კაცი ბოლოს და ბოლოს იგებს პასუხს დიდი ხნის წინ დასმულ კითხვაზე: რკინის ჯავშანია მისი ნაწილი, თუ ის არის ნაწილი რკინის ჯავშნისა... image

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2013 წლის 3 მაისსაა დაგეგმილი. იმედია მსოფლიო პრემიერას საქართველოს კინოთეატრებიც შეუერთდებიან და ქართველ გულშემატკივარსაც 3 მაისს ექნება მისი ხილვის საშუალება. ფილმის მესამე ნაწილის მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინება კვლავ რობერტ დაუნი უმცროსი. ასევე მონაწილეობენ გვინეტ პელტროუ, ბენ კინგსლი, გაი პირსი და ენდი ლო.image

2
52
3-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
52
  
2012, 30 ოქტომბერი, 17:39
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 22:23
+++++++++++++++++++++++
0 1 2