სიახლეები ვინ მოიგო მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა,ფრანგებმა,ბრიტანელებმა თუ საბჭოთა კავშირმა ? 9 მაისი, 13:13
ამ გამოკითხვის შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, გაგაოცებთ, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს გამოთქმას, რომ "სამყაროს ყველა საკუთარი სამრეკლოდან ხედავს..."
რუსეთში და ალბათ დიდი ალბათობით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებშიც რომ ჰკითხოთ, ყველა ბავშვმა ჯერ კიდევ იცის, ვინ დაამარცხა ჰიტლერი. რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირმა! ცოტა ხნის წინ გამოკითხვა ჩატარდა მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში: გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და საფრანგეთში. ამ ქვეყნების მაცხოვრებლებს უნდა დაესახელებინათ ქვეყანა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვებაში წამყვანი როლი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სსრკ-ს არცერთ ქვეყანაში არ თვლიან ამ ომში მთავარ გამარჯვებულებად! მეტიც, ქვეყნების უმეტესობა ნაციზმის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად შეერთებულ შტატებს მიიჩნევს! ალბათ, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰოლივუდის ეფექტურმა ფილმებმა პერლ ჰარბორზე და ზოგადად მეორე მსოფლიო ომზე. ასე რომ, კინოს დიდმა ხელოვნებამ ჰიტლერზე გამარჯვება ამერიკელებს მიაწერა.თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ მუშაობდა (თუ უფრო მეტად არა)საბჭოთა პროპაგანდა და მათ შორის მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმები, რომლის უმეტესობაც ძალზე პოპულარული იყო. ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში ფაშიზმზე არც თუ მცირე როლი შეასრულა Lend-Lease-მა, ცნობილმა ამერიკულმა სახელმწიფო პროგრამამ, ხოლო მეორე ფრონტის გახსნამ დააჩქარა ჰიტლერული გერმანიის და მათი მოკავშირეების დასამარება. გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება: დიდი ბრიტანეთი:50%-ბრიტანელები;13% რუსები, 9% ამერიკა. აშშ:47%-ამერიკელები;12%-რუსები;9%-ბრიტანელები; გერმანია:34%-ამერიკელები;22%-რუსები;7%-ბრიტანელები; საფრანგეთი:56%-ამერიკელები;15%-რუსები;11%-ბრიტანელები 493 3-ს მოსწონს |
თუმცა მაინც ვთქვათ ფაქტები.1919-22 წლებში ვერსალ-ვაშინგტონის კონფერენციებზე გადაწყდა,რომ შექმნათ ერთა ლიგა,რომლის მიზანი მსოფლიოში მტკიცე მშვიდობის დაცვა იქნებოდა. გაეროსი არ იყოს,ერთა ლიგაც იმპოტენტი აღმოჩნდა და მხოლოდ ისტრუმენტი პატარა ქვეყნებისთვის.გერმანიამ დაიწყო შეიარაღება(რომელსაც ამერიკა და ბრიტანეთი ამარაგებდნენ) და იაპონიამ მანჯურია დაიკავა,ხოლო ერთა ლიგამ ვერაფერი ვერ გააკეთა ან არ გააკეთა. ეს ამბავი შესულია ისტორიაში ერთალიგის კრახად. გითხრათ რატომ არ გააკეთა არაფერი? იმიტო რო გერმანიაც და იაპონიას ეგონათ სსრკსთვის ილესავდნენ კბილებს და ამიტომაც ხმას არ იღებდნენ,ისხდნენ და ელოდნენ.
გავიდა რამდენიმე წლები და გავარკვიე, რომ რუსებს კი არა, ამერიკელებსაც არ სცოდნიათ ავღანელთა ამ თვისების გამო, აშშ ავღანეთში შეჳიდა.... ამ ნახევარი მსოფლიოს ცოდვით სავსეებს ბრიტანელებისთვის მაინც ეკითხათ, რატომ ვერ დაიმორჩილა ორი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთმა ავღანეთი:) :) მაგრამ ავღანეთში ყველაზე კარგად გამოჩნდა ამერიკული მეგობრობის მაგალითი.... ისე მიატოვეს მათთან დამეგობრებული ავღანელები, რომ საწყლები თვითმფრინავებს საბურავებზე ეკიდებოდნენ გაფრენის იმედით... და ამის მერე იდიოტის მეტი ვინმე დაიჯერებს მათ მიერ გამოცხადებულ მეგობრობას?! მაგრამ, როგორც სტატიაში მოყვანილი გამოკითხვიდან სჩანს, გაუნათლებელ იდიოტთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ჩვენს სამყაროში.....