x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთი რეგიონალური ომისთვის ემზადება?-რას ამბობენ ექსპერტები

image

რუსეთი ევროპაში რეგიონალური ომისთვის ემზადება, ამტკიცებს გერმანული გამოცემა Focus -ი და უჩნდება კითხვა:რამდენად რეალური ეს კოშმარული სცენარი?

სტატიის საფუძველი, რომელიც 14 ივლისს გამოქვეყნდა, გახდა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მოადგილის ჰაინრიხ ბრაუნის და კიელის უნივერსიტეტის უსაფრთხო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის იოჰან კრაუზეს მოხსენება, ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე ომისთვის ემზადება, "რომლის მიზანია ბირთვული იარაღის მუქარის გამოყენებით ძლევამოსილი გამარჯვებით დაასრულოს ომი."



მოხსენება მას შემდეგ გამოქვეყნდა, როდესაც აშშ-მ და რუსეთმა გადაწყვიტეს საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას აღარ შეასრულებენ.



"პუტინის მიზანია ევროპის რეგიონალურ კონფლიქტში დომინანტი გახდეს, იმისთვის, რომ რუსეთმა თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს გეოპოლიტიკური საკითხები"-ციტირებს ბრაუნი-კრაუზეს მოხსენებიდან გამოცემა Focus-ი.


ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი მეთაური ჰერალდ კუაიტი ასეთ კომენტარს აკეთებს ბრაუნი-კრაუზეს დასკვნაზე.


"ეს არის ცალხმრივად არაკომპოტენტური და უსუსური დასკვნა, რომლის რაციონალური განხილვაც კი არ განიხილება, რეგიონალური კონფლიქტის შემთხვევაში ნატო კოლექტიური დაცვის რეჟიმს ჩართავს, რა დროსაც რუსეთი ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, ყოველგვარი ეკონომიური და პოლიტიკური შედეგების გათვალისწინებით."



"თუმცა ბალტიის ქვეყნების ელვისებურად დაპყრობისთვის არ სჭირდება რუსეთს შექმნას ან იყიდოს ძვირადღირებული შეიარაღება"-დასძინა ექსპერტმა.

image



საინტერესოა რას ფიქრობენ ამის შესახებ თავად რუსი ექსპერტები:


ალექსანდრე გოლცი(სამხედრო მიმომხილველი):"ნატო აღემატება რუსეთს ყველა მაჩვენებლით-ეს იქნება არმიათა რაოდენობა, შეიარაღების ხარისხი თუ ეკონომიური სიძლიერე, აგრეთვე ახალი შეიარაღების შექმის შესაძლებლობითაც, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის სტრატეგიის რეალური აღწერა."



მაქსიმ სტარჩაკი(ქუინსის უნივერსიტეტის თავდაცვის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი):"ვერ ვიტყვი, რომ კრაუზეს და ბრაუნის ანალიზმა ვინმეს თვალი აუხილა, ეს უპირველეს ყოვლისა აშინებს დასავლელ პოლიტიკოსებს, ვიდრე სამხედროებს, რომლებმაც ისედაც იციან რუსი კოლეგების მსგავსი აქტივობის შესახებ.


დიახ, რუს სამხედროებს აქვთ სხვადასხვა გეგმა ევროპაში სამხედრო მდგომარეობის გავითარების შესახებ, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებაც, როგორც სამხედრო პოტენციალის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გენშტაბის სცენარის შეამადგენელი ნაწილია, ასე იყო სსრკ-ს არსებობის დროს, ასეა ახლაც და ასე იყო 1990-იან წლებშიც კი."



"ფორმალურად რუსეთის ბირთვული აქტივობა ბოლო 5 წელიწადში გაიზარდა, ბევრ ასპექტში ეს დაკავშირებულია ბირთვული ტრიადის უახლეს სახეობებზე, რომლებიც უნდა გამოცადონ და ასწავლონ მასზე მუშაობა სამხედროებს და არა პოლიტიკური მისწრაფებებით შეაშინონ დასავლეთი"-დასძინა სტარჩაკმა.

image


კონსტანტინე ბოგდანოვი(საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი) აღნიშნავს, რომ ამერიკამ 1980 -იან წლებში ნატოს ეგიდით განათავსა სამხედრო ბაზები ევროპაში იმისთვის, რომ მოეხდინა ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების, როგორც შეიარაღების, ასევე ცოცხალი ძალის რიცხობრივი უპირატესობის კომპესირება.


"1990-იანი წლებიდან სიტუაცია სარკისებურად შეიცვალა, ახლა რუსეთი ჩამორჩება ნატოს როგორც რიცხობრივად, ასევე შეიარაღებითაც, შედეგად ბირთული შეარაღება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ პოტენციალის გამთანაბრებელი"-დასძინა ბოგდანოვმა.

image

სტატიას დართული აქვს რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნის "დასავლეთი-2017"-ის ფოტოები.

0
756
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0