x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველად სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტმა ქვეყნის მშპ-ს გადააჭარბა,ასევე შენდება ახალი სამხედრო ქარხნებს
image

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, რუსეთის დუმამ დაამტკიცა ახალი ბიუჯეტი, რის მიხედვითაც თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტს 6%-ს გადააჭარბებს.იტყობინება "ევრონიუსი".


წელს, საბიუჯეტო ხარჯები 20%-მდე გაიზრდება და მიაღწევს 391 მილიარდ დოლარს, რომლის თითქმის მესამედი, 115 მილიარდი დოლარი, თავდაცვას მოხმარდება.


რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი ყოველდღიურად 15 ათას ტონა საბრძოლო მასალას ხარჯავს უკრაინის ე.წ. სპეცოპერაციაში.



რუსეთი ბოლო 20 თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მილიტარიზებულ ქვეყნად იქცა.


"ომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად იქცა რუსეთის ეკონომიკისთვის, ვინაიდან საბაზრო მოთხოვნის უდიდესი ნაწილი მილიტარისტულ-ინდუსტრიულ სექტორზე მოდის". - თქვა რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მრჩეველმა ალექსანდა პროკოპენკომ.


კრემლის განცხადებით, ხარჯების ზრდა არსებითად მნიშვნელოვანია დასავლეთის მიერ კიევის დახმარების საპასუხოდ.


"აშკარაა, რომ ბიუჯეტის ზრდა გარდაუვალად აუცილებელია, ვინაიდან ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით". - განაცხად კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.


2022 წელს, უკრაინაზე თავდასხმიდან დღემდე რუსეთმა უკვე მილიარდობით დოლარი დახარჯა საბრძოლო მასალებზე, აღჭურვილობასა თუ სამხედროთა ხელფასებზე.


1
197
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
2023, 3 ნოემბერი, 22:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1