x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კანონისათვის ლაზარე გრიგორიადისი პატრიოტი კი არა ტერორისტია, ასე რომ ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს ზოგიერთები მის დასაცავად

image ქართულ მედიაში წავაწყდი ერთგვარ მოწოდებას ცნობილების მხრიდან, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს პოლიტიკურ პატიმარს და პატრიოტს უწოდებენ, ამასთან ერთად კი მის უპირობოდ განთავისუფლებას ითხოვენ.
თქვენ ხომ არ "გაჟრიალებთ" პატივცემულნო?

პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება იყოს ტერორისტი, დიახ ტერორიზმია "მოლოტოვის კოქტეილით" შენივე ქვეყნის ძალოვანი უწყების თანამშრომლების მანქანისათვის ცეცხლის გაჩენა.


მოგწონს თუ არ მოგწონს პოლიციელების ქმედება ეს სხვა თემაა, აქტი, რომელიც გრიგორიადისმა ჩაიდინა ტერაქტია ცალსახად.


საპატრულო მანქანის დაწვამდე გრიგორიადისმა საკუთარი მამა, ბექა გრიგორიადისი დაჭრა ბარძაყში და მისი კუთვნილი მანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია, რისთვისაც 2001 წელს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზოგიერთები ლაზარეს უცნაურ იერზე აკეთებენ აქცენტს, ეს არასწორი საქციელია, ვისაც როგორ უნდა ისე გადაიღებავს თმას, გაიკეთებს საყურეს თუ პირსინგს და მოიხატავს სახეს. ამაში კი არაა პრობლემა, პრობლემა ამ ახალგაზრდა ბიჭის კრიმინალურ მენტალიტეტშია, რომელიც ძალიან შორს დგას პატრიოტობისგან და მით უფრო მისი დაკავება სულაც არ ჯდება პოლიტიკური პატიმრის ჩარჩოში.

სასაცილო ისაა, რომ თავის დროზე ლაზარემ მამის დაჭრა აღიარა, მამამისს კი დაჭრის გამო შვილთან პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც დღეს საუბრობს ამ თემაზე.

ეს ბიჭი თავად აღიარებს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, თურმე ნუ იტყვით და ეს ევროპელობის დაცვის მიზნით გააკეთა.

image ასე, რომ "ცნობილებო" თავი შეიკავეთ ტერორისტის დაცვისაგან და პატივი ეცით საქართველოს კონსტიტუციას.


0
102
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
102