x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქართველმა ქალმა მისი "მასპინძელი" ოჯახი გააძარცვინა საბერძნეთში, რისთვისაც იძებნება.


image
საბერძნეთში ეძებენ ქართველ ქალს, რომელმაც ქართველ კრიმინალებს მისცა მის "მასპინძელ" ოჯახზე სრული ინფორმაცია, რისი "წყალობითაც" მისმა სამმა თანამზრახველმა პირწმინდად "გაწმინდა" ეს ოჯახი.
34 წლის ქართველმა ქალმა რომელიც მოსამსახურედ მუშაობდა ერთერთ ოჯახში, საქართველოს სამ მოქალაქეს მიაწოდა ამ ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე ყველა საჭირო ინფორმაცია, რის შედეგადაც ამ სამმა მოქალაქემ სახლის პატრონების არყოფნის პირობებში გაძარცვა რა ეს სახლი, გაიტანა: ნაღდი ფული 260 000 ევრო, საიუველირო ნაკეთობები, რომელთა ღირებულებამ 50 000 ევრო შეადგინა, ვერცხლის ნაკეთობები ღირებულებით ასევე 50 000 ევრო, ასევე სხვადასხვა სახის აპარატურა, ტანსაცმელი და ბიჟუტერიაც კი.
34 წლის ქალმა ისარგებლა რა სახლის პატრონების არყოფნით (სახლში მარტო სახლის პატრონის 95 წლის დედა იყო რომელიც ამ ქალს დაუტოვეს მისახედად) დაუკავშირდა მის სამ თანამზრახველს და კარებიც ღია დაახვედრა მოსულ ბოროტმოქმედებს, საბრალო მოხუცი კი სტრესის გამო შეუძლოდ გახდა. "საქმის მიმცემი" ქალიც თანამზრახველებთან ერთად გაიქცა სახლიდან. ოჯახში დაბრუნებულ ადამიანებს კი დახვდათ გაძარცვული სახლი და უგონოდ მყოფი მოხუცი, რომლის გადარჩენა კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად ვერ მოხერხდა.
ბუნებრივია სახლის პატრონმა მომხდარ ფაქტზე საქმის კურსში ჩააყენა სამართალდამცავი სამსახურები, რომლებმაც ერთერთ ლომბარდში საიუველირო ნაკეთობების ჩაბარებისას დააკავეს ერთერთი ბოროტმოქმედი, მისი თანამზრახველებიც მალევე დააკავეს. "საქმის მიმცემ" 34 წლის ქალზე კი გამოცხადდა ძებნა.

7
332
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
332
  
2014, 15 მარტი, 20:20
კი.გეთანხმებით.მიდიან აქედან გამწარებულები და მერე იქ სხვაზე იყრიან ჯავრს.შესაბამისად ისჯებიან კიდეც მკაცრად.
2014, 15 მარტი, 20:15
მოკლედ ეს ერთეულები ყველგან გვარცხვენენ და გავიფუჭედ სახელი საზღვრებს გარეთ :(
2014, 15 მარტი, 19:22
მსგავს ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი საზღვარგარეთ,სამწუხაროდ.
2014, 15 მარტი, 19:08
საღოლ :D
2014, 15 მარტი, 19:07
მესმის დალხენილი ცხოვრების გამო არ წავიდოდა ის ქალი საბერძნეთში, მაგრამ "საქმის მიცემა" სიმდაბლეა.
2014, 15 მარტი, 19:01
იმდენი ცუდი მესმის უკვე მინდა რომ ყრუ და ბრმა ვიყო გული და სული დამეღალა
0 1 7