x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესპანეთში, კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ ნაზარბაევის ოჯახს მოსთხოვა გახსნას დაბლოკილი ბილიკი
image
ერთ დროს ყაზახეთის უცვლელ დიქტატორ-ნურსულთან ნაზარბაევს იმდენი ქომენა დარჩა მისი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ბარე 10 მოდგმას ეყობა ნაზარბაევების კლანიდან.

ნურსულთან ნაზარბაევს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში ესპანეთში, კატალონიაში ჰქონდა ფეშენებელური ვილა, თავისი ვერტმფრენის დასაფრენი ადგილით, დამხმარე ნაგებობებით 24 საათიანი დაცვით და სპორტული მოედნებით "Can Juncadella"-ში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.


ნაზარბაევების ოჯახს 15 წლის განმავლობაში ჰქონდა სასამართლო დავა ქალაქ ლიორეტ-დე-მარ-ის მუნიციპალურ ხელისუფლებასთან კანონდარღვევის გამო, რომელსაც ნაზარბაევების ოჯახი ჩადიოდა.


ნაზარბაევების ოჯახს ჩაკეტილი ჰქონდა საზოგადოებრივი ბილიკი, რომელიც მათ სასახლესთან გამოდიოდა, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ.


თავად ნუსრულთან ნაზარბაევი ყაზახეთში ცხოვრობს და იშვიათად სტოვებს სამშობლოს, რასაც ვერ ვიტყვით მის შვილებზე, რომლებიც ძირითად დროს ესპანეთში ატარებენ.



ნაზარბაევების ოჯახი აქამდე ადვოკატებისათვის უზარმაზარი თანხის გადახდით ახერხებდა დიდხანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აერიდებინა თავიდან ესპანური კანონმდებლობის დარღვევის გამო, მაგრამ ამჯერად კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი: ნაზარბაევების ოჯახს მიეცა უკანასკნელი გაფრთხილება, ან 48 საათის განმავლობაში მოხსნიან ბლოკ-პოსტს საზოგადოებრივ ბილიკზე ან მათ წინააღმდეგ დაუყოვნებლივ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, საზოგადოებრივი ბილიკის ჩაკეტვის და ესპანეთის სახელმწიფო კანონებისადმი უპატივცემულობის გამო.

0
392
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
392