x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ნაცი" და კაცი? არა, დაიმახსოვრეთ, აი, ეს არის კაცი" - გელა ზედელაშვილი
image

"ნაცი და კაცი? არა, აი, ეს არის კაცი!

წესით, ახლა ამას უნდა დავუდგათ ძეგლი.

კაი, არ გვინდა ძეგლი? დავუდგათ “ფეჩი'' და შემოვდგათ ხინკლი ქვაბი. ეგ მაინც არ გვეშლება.


ზოგიერთი იძახის, განა რა გააკეთა ისეთი, “ფეჩი'' რომ დავუდგათ და ხინკალზე დავპატიჟოთო?

რა გააკეთა და ის გააკეთა, რომე... ჩვენი ნაკრების უკუღმა დატრიალებული ბედი წაღმა დაატრიალა - ჩამოსულებს ჯერ გოლი გაუუქმა, მერე კაცი გაუგდო და უამრავი ყვითელი ბარათიც აჰკიდა.

კაცმა სამართალს პური აჭამა და ჩვენ კიდე ხინკალიც არ ვაჭამოთ, მამაძალი?!


ისე, რაღა დაგიმალოთ და... თუ ჩვენებმა ცოტა კიდე არ მოუმატეს, ფინალის მოგება და ევროპულ იალაღებზე გასვლა გაგვიჭირდება.

არადა, უნდა მოვიგოთ... ვერ წავაგებთ... უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს!

ხუმრობა იქით იყოს... ნაცი და კაცი? არა, დაიმახსოვრეთ, აი, ეს არის კაცი!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.

☆☆☆

შეგახსენებთ, საქართველო-ლუქსემბურგის თამაშის 55-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მიერ გატანილი პირველი გოლის შემდეგ, ლუქსემბურგის ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, მსაჯმა გოლი გააუქმა და ლუქსემბურგის ნაკრების მცველი, მაქსიმე შანო, შეტევის წინ დაშვებული სიუხეშის გამო, მოედნიდან გააძევა.ანასთანავე ჩვენს, სასარგებლოდ სახიფათო ჯარიმა დანიშნა.


0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0