x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გელა ზედელაშვილი:  "კვლავაც გახეთქილი სკანდალი - თეა წულუკიანს პროკურატურაში უჩივიან

image"დილას ჭუტლექსაანებმა თავიანთი საინფორმაციო გამოჭენება ისეთი გონორით დაიწყეს, ვიფიქრე, თეა წულუკიანი უკვე დააპატიმრეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და “კაპეზეში'' გადაიყვანეს-მეთქი. სიმართლე გითხრათ, შევშფოთდი კიდევაც.

თუმცა, ცოტახანს ვუსმინე და... უცებ სიცილი ამიტყდა, ახლაც ვიცინი.
თურმე რაშია საქმეეეეე... ერთ-ერთ ჭღპღ არასამთავრობოს (“სოციალური სამართლიანობის ცენტრი'') ექსპერტების დასკვნები შეუსწავლია და დაუდგენია, რომე მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი გახდა კულტურის მინისტრი, გელათში დაიწყო შეუქცევადი პროცესი.
გესმით? როცა, წულუკიანი კულტურის მინისტრად გადაიყვანეს, გელათმა იუკადრისა და პროტესტის ნიშნად დაიწყო შეუქცევადი პროცესი. მანამდე შეუქცევადი პროცესი იქ არ იყო. რა დააშავა თეა წულუკიანმა, რატომ უნდა აგოს პასუხი, რატომ უნდა დააპატიმრონ სასწრაფო წესით?
ესე იგი, ახლა გონება დაძაბეთ და კარგად წაიკითხეთ ამონარიდი ამ არასამთავრობოს საბრალდებო დასკვნიდან: “მიუხედავად იმისა, რომ კულტურის მინისტრი გაფრთხილებული იყო, ბათქაშზე არ დაეწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მაინც დაიწყო, მან ეს მაინც გააკეთა და შესაბამისად, მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში იკვეთება სამოხელეო დანაშაული''.
ხედავთ? თქვენ კიდე იძახით ხოლმე, თეა წულუკიანი მართალიაო!
როცა გეუბნებიან, ბათქაშზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება არ შეიძლებაო და შენ მაინც იწყებ, რანაირად ხარ მართალი?
თურმე, თეა წულუკიანი ღამის 12 საათის შემდეგ დადიოდა გელათში და ბათქაშზე ატარებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ანუ დგამდა არასამოხელეო ნაბიჯებს.
ისე, როგორც მე ვიცი, ბათქაშზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება მართლაც არ შეიძლება. ადრე, ბავშვობისას კალატოზმა გურგენამ მითხრა: შვილო, იცოდე და დაიმახსოვრე, ბათქაშზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები არასოდეს დაიწყო, ჯერ გაჯით გალესე, მემრე თაბაშირი გადაუსვი და იგრე დაიწყეო.
ახლა არ მკითხოთ, გურგენა ვინ არიო? ვინ არი და... მაგარი კალატოზი იყო ჩემ სოფელში, “მაიაკში'' ლესამდა თარაზოს გარეშე. რაც ის მოკვდა, სოფელში ნორმალური ლესვა ვეღარავინ ისწავლა, ბოსლის გალესვა რო გინდოდეს, მცოდნეს ვერ ნახავთ.
მოკლედ, არ ვიცი, რა ეშველება ახლა ამ წულუკიანს... რავი, თუ მართლა ბათქაშზე დაიწყო შეუქცევადი პროცესი, ალბათ უნდა დააპატიმრონ, კანონი კანონია და ადათი კიდე - ადათი. ეგ ჰო, გასაგებია, მაგრამ ამ ოჩოპინტრე ენჯეოებს რა ეშველებათ?!" - გელა ზედელაშვილი
0
158
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0