x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ოჰ, ეს ქალები!

image


დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ისტორიული ფოტოების სერიას, რომელშიც ექსკლუზიურად მხოლოდ ქალების პორტრეტებია თავმოყრილი. ამ სტატიის მიზანი კი, კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა რომ სილამაზე მრავალფეროვანია, რომ ის არანაირ სტანდარტებს არ ექვემდებარება და რომ ყველა ქალი იმსახურებს აღიარებას და პატივისცემას განურჩევლად მისი გარეგნობისა.


image


გარუჯვა უკვე დიდი ხანია რაც მოდურ ტრენდად იქცა. 1940-იან წლებში კი შეერთებულ შტატებში ასეთ ავტომატებს ყველგან ნახავდით, რომელთა საშუალებითაც გარუჯვა სულ რამდენიმე წუთში იყო შესაძლებელი, თუმცა უცნობია რამდენად უსაფრთხო იყო ავტორუჯის შემადგენლობა.



image


ქალები არა მხოლოდ ქმნიდნენ, არამედ არაერთი დიდებული ადამიანის მუზებიც იყვნენ. გავიხსენოთ მაგალითად, 1950 წლის ეს ფოტო, სადაც ცხადად ჩანს თუ როგორ ნაზად ეამბორება სალვადორ დალი ხელზე საკუთარ მოდელს მადლიერების ნიშნად. ეს ქალბატონი კი ვინც ვერ იცანით, გეტყვით რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი რაკელ უელჩია, რომლის გარეშეც ეს დიდებული ხელოვანი თავის მორიგ შედევრს ნამდვილად ვერ შექმნიდა.


image


აი, საცურაო კოსტიუმიც ამას ჰქვია! დამეთანხმეთ, რომ 1980-იანებისთვის აღნიშნული ფასონი საკმაოდ თამამი იყო. ფოტო სსრკ-ს სილამაზის პირველ კონკურსზეა გადაღებული.



image


საინტერესოა, ამისთანა რა სიტყვით გამოვიდა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივანი, ვლადისლავ გომულკა 1960 წელს რომ აღლუმის მონაწილე ახალგაზრდა გოგონა ასე აღაფრთოვანა, როგორც ჩანს, მაღალჩინოსნის სიტყვა საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა!



image


იმისთვის, რომ ქალბატონებს სანაპიროზე გამოცვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ, მათ თან პორტატული გასახდელები უნდა ეტარებინათ. ფოტო აშშ-ში 1938 წელს არის გადაღებული. კარგია, რომ დღეს ქალებს მისი ტარება უკვე აღარ უწევთ.



image


1920 წლით დათარიღებული ფრანგ მემაქმანეთა ნატიფი გემოვნებით შესრულებული ნამუშევრის ფოტო, ასეთი სილამაზის შესაქმნელად დაახლოებით ერთი წელი იყო საჭირო.



image


ვერასდროს გამოიცნობთ, რას აკეთებს იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტოფერეტი. არა, ის ყველს არ ყნოსავს და არც სძინავს, გოგონა უბრალოდ ცხვირის მოფხანას ცდილობს, რაც სკაფანდრში არც ისეთი მარტივი საქმეა.







0
696
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
696