x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნუთუ მართლა 70 არის? - ბრიჯიტ მაკრონმა საცურაო კოსტიუმში ყველა აღაფრთოვანა

image


მხოლოდ ზარმაცი არ განიხილავს საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტსა და მის 70 წლის უმშვენიერეს მეუღლეს ბრიჯიტ მაკრონს. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ემანუელს ის ჯერ კიდევ სკოლის წლებში თავდავიწყებით შეუყვარდა და მას შემდეგ საყვარელი ქალის გულის მოგებას ყველა საშუალებით ცდილობდა, რაც საბოლოოდ, წარმატებით გამოუვიდა კიდეც.


image


დღესდღეობით, წყვილი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, თუმცა საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა როგორც ჩანს ფრანგ პოლიტიკოსს ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად ადარდებს. ბრიჯიტი პრეზიდენტის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და საიმედო საყრდენია.


image


ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა დასასვენებლად მყოფი შეყვარებული წყვილისთვის რამდენიმე კადრის გადაღება მოახერხეს. პრეზიდენტმა საყვარელ მეუღლესთან ერთად სტრესული სამუშაო გარაფიკის შემდეგ ცოტა დასვენება და დიდი ხნის ნანატრი შვებულებით დატკბობა გადაწყვიტა, რაც ქვეყნის წამყვან ტაბლოიდურ გამოცემებს რაღა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ.


imageimageimage


თუმცა ყველაზე მეტად ინტერნეტმომხმარებლები მაინც ბრიჯიტის სხეულმა აღაფრთოვანა, მართლაც საინტერესოა როგორც ახერხებს საფრანგეთის პირველი ლედი ამ ასაკში ასეთი იდეალური ფორმების შენარჩუნებას.


image







0
550
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
550