x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცხელი" ქალი - პოლიტიკოსები, რომლებიც ფორას ნებისმიერ ახალგაზრდას მისცემენ

image


ერთი შეხედვით, მსოფლიო პოლიტიკა და სექსუალობა ორი სრულიად შეუთავსებელი რამაა, თუმცა ეს ქალბატონები საკუთარ მაგალითზე ამტკიცებენ რომ მიმზიდველობა და ქალურობა შეიძლება მკაცრი სტილის პიჯაკში გამოწყობილმაც კი არ დაკარგო. მოდით, თვალი გადავავლოთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავისი მომხიბვლელობითა და ქარიზმით ფორას ნებისმიერ ახალგაზრდას მისცემენ.


imageimage


ლიბანელი პოლიტიკოსი სეტრიდა ჯააჯა, 56 წლის, 2005 წლიდან მოყოლებული სეტრიდა ჯააჯა ლიბანის პარლამენტის წევრია. ჯააჯა ლიბანური ნაციონალიზმის და ქრისტიანული დემოკრატიის, ანტიისლამისტური და ანტიკომუნისტური პოზიციების აქტიური დამცველია. 2014 წელს ის მსოფლიოს ოცდაათ ყველაზე სექსუალურ ქალ პოლიტიკოსთა რეიტინგში იქნა შეყვანილი.


imageimageimage


მეფე აბდულა II-ის მშვენიერი მეუღლე, იორდანიის დედოფალი, რანია ალ-აბდულა



imageimageimage


ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, შეგახსენებთ, რომ ის გახლდათ ხორვატიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი. ხორვატიელი დიპლომატი 2011-2014 წწ. იყო ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში. 2008-2011 წლებში იკავებდა ამერიკაში ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს. 2005-2008 წლებში იყო ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი, 2003-2005 წლებში კი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს ევროპის საქმეთა მინისტრის პორთველიც ებარა.


imageimageimage


ამერიკელი პოლიტიკოსი ალექსანდრა ოკასიო-კორტეზი. 2018 წლის 26 ივნისს, ოკასიო-კორტესმა გამარჯვება მოიპოვა დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის მე-14 საარჩევნო ოლქის პრაიმერიზში, რომელიც ნიუ-იორკის ბრონქსისა და კუინზის ნაწილს აერთიანებს. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა პრაიმერიზში მოქმედი კონგრესმენი ჯოზეფ კროული დაამარცხა და 2018 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებაც იზეიმა. ოკასიო-კორტესი ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების წევრია, 29 წლის ასაკში ალექსანდრა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრად იქნა არჩეული.



imageimageimage


მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, ყატარის ემირის, შეიხ ხამად ბენ ხალიფ-ალ-ტანის მეუღლე, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე


imageimageimage


ეს იტალიელი პოლიტიკოსი, მარა კარფანია გახლავთ, 2006 წელს ის პარტია "Forza Italia"-დან არჩეული იქნა იტალიის დეპუტატთა პალატაში, ხოლო 2008 წლის 8 მაისს სილვიო ბერლუსკონის მინისტრთა კაბინეტშიც მოხვდა. მარა კარფანია 2021-2022 წლებში სამხრეთ იტალიისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.


imageimageimage


ევროპის პარლამენტის უმშვენიერესი წევრი - ევა კაილი, ბერძენი პოლიტიკოსი პარლამენტის წევრობის გარდა, ასევე ბერძნული ტელეარხის "MEGA Channel"-ის ახალი ამბების წამყვანიც გახლდათ.








0
1013
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1013