x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ აქციეს საბჭოთა ქირურგებმა მამაკაცი სტალინის ორეულად და რა ბედი ეწია მას

image


პლასტიკური ქირურგია სსრკ-ში ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად არ არსებობდა, რადგან განვითარების პირველ ათწლეულებში ეს ინდუსტრია მხოლოდ საიდუმლო მიზნებისთვის "მუშაობდა". ჭორების თანახმად, ქირურგების ერთ-ერთი პირველი ამოცანა სწორედ ბელადის ორეულის შექმნა იყო. იოსებ ბესარიონის ძე სტალინის პიროვნება ჯერ კიდევ უამრავი საიდუმლოებით არის მოცული. ბევრი მათგანი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე გავარკვიოთ, თუმცა დღევანდელ სტატიაში "ერის მამის" იმ საიდუმლოს შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც საზოგადოების ვიწრო წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი.


image


მაგალითად, ითვლება, რომ სტალინს ორეულების მთელი არმია ჰყავდა, რადგან მას სასტიკად ეშინოდა მასზე თავდასხმის მოწყობის. რა თქმა უნდა, მათ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალებოდა, თუმცა გენერალური მდივნის ერთი სავარაუდო "ორეულის" სახელი ისტორიას მაინც შემორჩა.


image


ის გახლდათ უბრალო ბუღალტერი (სხვა წყაროების მიხედვით, მასწავლებელი) ვინიციდან, ევსეი ლუბიცკი. კაცი ყმაწვილობაში ძალიან ჰგავდა სტალინს, ამიტომ 1920-იანი წლების ბოლოს ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოსკოვის გარეუბანში იძულებით წაიყვანეს და სამზადისიც დაიწყო. თანამედროვეთა მოგონენების მიხედვით, რომლებსაც ამ საიდუმლო პროცესის ნახვის პატივი ერგოთ, ევსეისთან სპეციალისტთა მთელი გუნდი მუშაობდა - ექიმებიდან დაწყებული მსახიობო ოსტატობის პედაგოგებით დასრულებული. თავდაპირველად მამაკაცს სტალინის სიარულის, საუბრისა და ჩიბუხის მოწევის მანერის იმიტირება ასწავლეს, რასაც შემდგომ უფრო გლობალური ქირურგიული ცვლილებებიც მოჰყვა.

image


ყველა განხორციელებული მანიპულაციის წყალობით, ლუბიცკისა და ბელადს შორის მსგავსება იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ორეულს ნება დართეს სტალინი მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც კი შეეცვალა. ამ ცვლილების შესახებ ყველა ჩინოვნიკი თავიდან ვერ მიხვდა, ხოლო ექსპერტებმა ჩანაცვლება მხოლოდ ათწლეულის შემდეგ შენიშნეს, კერძოდ, მას შემდეგ რაც სტალინის ყურის ბიბილოები სხვადასხვა ფოტოზე შეადარეს. ლუბიცკის ორეულად მუშაობა დიდხანს არ მოუწია.

image


ერთი ვერსიით, სტალინი მამაკაცზე შესამჩნევად უფრო სწრაფად ბერდებოდა, მეორე ვერსიით კი - ევსეი საქმეს "ღალატისთვის" ჩამოაშრეს. 1930-იანი წლების ბოლოს ის შუა აზიის ბანაკში გაგზავნეს, სადაც სიბერემდე ცხოვრობდა. ევსეის ამნისტია მხოლოდ 1981 წელს მოხდა, როდესაც ის უკვე ღრმა მოხუცებული იყო. სხვათა შორის, იმ მომენტიდან, როცა მან მუშაობა მთავრობაში დაიწყო, ის ოჯახს დააშორეს. თავისი ახლობლები მას მეტი აღარასდროს უნახავს, მათ კი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ სად იყო ან რას საქმიანობდა ის.














0
572
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572