x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
NASA , მარსის იზოლირებულ სიმულატორში 1 წლის გასატარებლად, მოხალისეებს ეძებს

გსურთ კოსმოსური თავგადასავალი? შანსი გაქვთ, რომ მარსზე, ან თუნდაც, მისი ძალიან ახლო ვერსიაზე იცხოვროთ: NASA, მარსის სპეციალური მისიისთვის, * მოხალისეებს ეძებს.

მისია ერთი წელი გაგრძელდება. მონაწილეები გარემოში იცხოვრებენ, რომელიც 3D პრინტერით არის დაბეჭდილ და მარსის პირობების სიმულაციას წარმოადგენს. ხოლო, ძირითადი მოთხოვნები მოხალისეებისთვის ასეთია: 30-55 წლის ჯანმრთელი, არამწეველი ადამიანი, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას.


image


ამ მისიის წყალობით, NASA ინფორმაციის შეგროვებას გეგმავს, რომელიც მომავალში, წითელ პლანეტაზე, რეალური ფრენების დაგეგმვისთვის გამოადგებათ.

აღნიშნული მისია, CHAPEA (Crew Health and Performance Exploration Analog — ეკიპაჟის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის კვლევის ანალოგი) პროგრამის, სამი მისიიდან – მეორეა და ის, სავარაუდოდ, 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყება.


image


გეგმის თანახმად, მასში მონაწილეობას, 4 კაციანი ეკიპაჟი მიიღებს. მოხალისეები 158 კვ. მ–ის ფართობის ტერიტორიაზე, იცხოვრებენ და იმუშავებენ. მას "მარსის დიუნი ალფა" (Mars Dune Alpha) ჰქვია და ჰიუსტონში (ტეხასი), ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში მდებარეობს.

ეკიპაჟი, მათ ჯანმრთელობაზე დაკვირვების გარდა, სხვადასხვა სახის დავალებებს შეასრულებენ. მათ შორის, ღია კოსმოსში იმიტირებული გასვლაც არის დაგეგმილია. მოხალისეებმა ასევე, 1 წლის მანძილზე, კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაც დაევალებათ, რისთვისაც მათ სისტემატური ვარჯიშები და ჯანსაღი კვების დიეტის დაცვა მოუხდებათ. ჯანსაღი კვება კი, თავის მხრივ, ბოსტნეულის რეგულარულად მიღებას გულისხმობს. ამიტომ, ეკიპაჟის წევრებს, საკვები პროდუქტის მოყვანაც მოუხდებათ.


* მარსის კვლევის და მის ზედაპირზე სიცოცხლის ფორმების პოვნის ისტორია, გასული საუკუნის 60-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. პირველი უპილოტო აპარატები წითელ პლანეტაზე, «ვიკინგი - 1» და «ვიკინგი - 2», NASA-მ 1975 წ. აგვისტოში და სექტემბერში გაუშვა და 11 თვიანი ფრენის შემდეგ, ორივე მარსის ორბიტაზე გავიდა და პლანეტის ზედაპირზე წარმატებული დაჯდომა განახორციელა. «ვიკინგებმა» იქ Labeled Release, Viking LR-ის სიცოცხლის მოსაძებნი მოწყობილობა ჩაიტანეს. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* რა მოხდა 65 მილიონი წლის წინ და რატომ ამოწყდნენ დინოზავრები? (ასტეროიდი დამნაშავე არ არის)

* 10 საინტერესო ფაქტი კეისრის შესახებ

* "ოქროს სისხლი" და სხვა საინტერესო ფაქტები განსხვავებული ადამიანის შესახებ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0