x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
პროექტი „ლურჯი ფარშევანგი“ – როგორ შექმნეს ბრიტანელებმა ბირთვული ნაღმი ცოცხალი ქათმების შიგთავსით
ისტორიის მანძილზე კაცობრიობამ მკვლელობის მრავალი გზა მოიფიქრა. იარაღებს შორის არის როგორც უცნაური, ასევე გიჟური ნიმუშები. ამ უკანასკნელ კატეგორიაში შედის მიწისქვეშა ბირთვული ნაღმი, რომლებიც გამოიგონეს 50-იან წლებში დიდ ბრიტანეთში. პროექტს „ლურჯი ფარშევანგი“ შეარქვეს და იარაღის სახელზე ჩიტის სახელი შემთხვევით არ გამოჩნდა.



image



ცივი ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე დაიწყო, აიძულა დასავლეთის ქვეყნები და სსრკ დაეწყოთ შეიარაღების შეჯიბრი. მხარეებს სურდათ მაქსიმალურად მომზადებული ყოფილიყვნენ სიტუაციისთვის, თუ მათ შორის პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზრდებოდა. დიდი ბრიტანეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა, განსაკუთრებით შფოთავდა.



image




ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა თავდაცვა დასავლეთ გერმანიაში ბირთვული ნაღმების სისტემის დაყენებით. თუ სსრკ-ს ჯარი დაიწყებს შეტევას, მათ შეაჩერებს ბირთვული აფეთქებები, რომელიც გაანადგურებს მტერს და დააბინძურებს ტერიტორიას რადიაციით. პროექტს „ლურჯი ფარშევანგი“ შეარქვეს.



image



საიდუმლო იარაღი ეფუძნებოდა ბრიტანულ ატომურ ავიაბომბებს Blue Danube (ლურჯი დუნაი). თითოეული მათგანი იწონიდა 7 ტონას და ჰქონდა კოლოსალური დამანგრეველი ძალა. თითოეულის სიმძლავრე ორჯერ აღემატებოდა იმ მუხტს, რომელიც გამოიყენეს ამერიკელებმა ნაგასაკის დაბომბვის დროს.



ვარაუდობდნენ, რომ ნაღმებს „ლურჯი ფარშევანგი“ განათავსებდნენ მაღაროებში და უბრალოდ მიწაში დამარხავდნენ. თითოეული მათგანი იღებდა ორ ამფეთქ მოწყობილობას. ერთი დისტანციური იყო და ოპერატორის ბრძანებით აფეთქებას საშუალებას ხდიდა. მეორე საათობრივი და ბომბს აფეთქებდა აქტივაციიდან 8 დღის შემდეგ. გარდა ამისა, ნაღმი უნდა აფეთქებულიყო 10 წამში მას შემდეგ, რაც ეცდებოდნენ მის გადაადგილებას ან გარემოს ტენიანობის და ტემპერატურის შესამჩნევად შეცვლას.



image



პირველი ნაღმები „ლურჯი ფარშევანგი“ გერმანიაში 1957 წლის ზაფხულში ჩამოიტანეს. ითქვა, რომ იარაღი იყო ტაქტიკური ბირთვული რაკეტები ბრიტანეთის სამხედრო კონტიგენტისთვის. მაგრამ არც ერთი მათგანი არ დამონტაჟებულა, რადგან მთავრობამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ რისკები ძალიან მაღალი იქნებოდა. 6 თვის შემდეგ ნაღმებმა დატოვეს გერმანიის ტერიტორია და გაუჩინარდნენ ბრიტანეთის იარაღის საწყობების სიღრმეში.



რა შუაშია ფრინველები?



რა კავშირი აქვს ბირთვულ ნაღმებს ფრინველებთან? საქმე იმაშია, რომ ნაღმების ტექნიკური მომსახურება შეუძლებელი იყო. დამონტაჟების შემდეგ შეუძლებელი იყო მისი გახსნა და ცალკეული კომპონენტების შეკეთება. თავად სისტემას აკონტროლებდა ელექტრონიკა, რომელიც მე–20 საუკუნის შუა ხანებში არც ისე საიმედო იყო. მართვის ბლოკს ეშინოდა სიცივის და მისი გათბობა ორიგინალურად გადაწყვიტეს.



თითოეულ ნაღმში „ლურჯი ფარშევანგი“ იყო გალია ცოცხალი ქათმებით. მათი სხეულის სითბოს უნდა უზრუნველყო ოპტიმალური პირობები აღჭურვილობისთვის. კორპუსში ჩასმული ჰყავდათ ქათმები წყლის და საკვების მარაგით, ხოლო ჰაერი მილიდან მიეწოდებოდათ. ნაღმების მონტაჟიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქათმები უმოწყალოდ დაიღუპებოდნენ, მაგრამ ეს საკმარისი იყო მტრის მოსვლამდე დალოდებისთვის.



image



ინფორმაცია პროექტის „ლურჯი ფარშევანგი“ შესახებ შედარებით ახლახანს გამოაშკარავეს. საიდუმლო ბრიტანული იარაღის შესახებ ინფორმაცია გაზაფხულზე გავრცელდა, ამიტომ ბევრს ეგონა, რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო. მაგრამ ბრიტანეთის ეროვნული არქივის ხელმძღვანელი ტომ ო’ლირი დარწმუნებით ამბობს, რომ აქ ტყუილი არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი საკმაოდ სულელურად გამოიყურება, გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობაზე გარანტიას იძლევა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?

2. შვედეთის მეფის უცნაური სიკვდილი - ის ფუნთუშამ მოკლა

3. რეჯი სპირსის უცნაური ამბავი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ამანათით სხვა კონტინენტზე გააგზავნა (ნაწილი მეორე)

4. „რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“

5. იცით, რატომ აშენებენ ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს



0
131
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
131