x
image
Yoona
იცით, რატომ აშენებენ ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს
სკოლიდან ყველამ იცის, რომ ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი სწორი ხაზია. ამიტომაც კითხვაზე, რომელი ღობის აშენება უფრო მომგებიანია, სწორი თუ რთული კონფიგურაციის, ყველა პირველ ვარიანტს ირჩევს. და სულაც არ იქნება მართალი, რადგან არსებობს ტალღოვანი ღობეები და მათი ფორმა პირდაპირ კავშირშია მასალების დაზოგვასთან.



image



საფოლკის საგრაფოში, ინგლისის აღმოსავლეთით, საუკუნეების განმავლობაში აგურის ტალღოვან ღობეებს აშენებენ. ეს ღობეები გველივით დაგრეხილია და გაკვირვებას იწვევს ადამიანებში, რომლებმაც მისი საიდუმლოს შესახებ არ იციან. უნდა ითქვას, რომ ასეთი ღობე საგრაფოს მახასიათებელია და ქვეყნის სხვა რეგიონებში მათ შესახებ ბევრს არც კი სმენია.



image




რა საჭიროა ასეთი ღობეების აშენება, ეს ხომ რთული და ძვირია? რაც შეეხება პირველ განცხადებას, ცხადია, რომ მოხრილი კედლის აგება მეტ დროს და ძალას მოითხოვს. აი, ფინანსურად პირიქით არის. ასეთი ღობე უფრო მომგებიანია, ვიდრე სწორი, და მფლობელი მასალებზე ბევრს ზოგავს.



image



ნახევარი აგურის სისქის სწორი ღობე საიმედო არაა. გარკვეული ძალისხმევით მისი დანგრევა შეიძლება. ღობე მტკიცე რომ იყოს, მთელი ან ერთნახევარი აგურის გამოყენებაა საჭირო. ტალღოვან ღობეს, თუნდაც თხელს, გარე ზემოქმედების მიმართ შესანიშნავი სიმტკიცე აქვს. ყველაფერი ჩაზნექილი და ამოზნექილი მონაკვეთების მონაცვლეობის წყალობით.



image



ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს განსხვავებულად მოიხსენიებენ: serpentine („გველისებრი“), crinkum crankum („აწეწილი“), ribbon wall („ლენტური კედელი“). ბევრი თვლის, რომ ეს ინგლისური გამოგონებაა და ცდებიან. შემოღობვის ასეთი დიზაინი გამოიგონეს ჰოლანდიელებმა, რომლებმაც მას უწოდეს „სლეგენმური“, ანუ „გველის კედელი“. ინგლისში უცხოელმა ექსპერტებმა მსგავსი ღობეების აგება მე–17 საუკუნეში დაიწყეს.



image



საფოლკის საგრაფოში ასეთი 50 კედელი შემორჩენილია. კიდევ ორი ასეთი ტალღოვანი ღობე ქვეყნის სხვა ნაწილებში გვხვდება. მსგავსი ღობეები არის აშშ–შიც, მაგრამ ძალიან იშვიათად გვხვდება. ტომას ჯეფერსონმა (1743 – 1826), რომელიც აშშ–ს მესამე პრეზიდენტი გახდა, ეს იდეა გამოიყენა ვირჯინიის უნივერსიტეტის ასაშენებლად. ამის გამო შეიძლება შეგვხვდეს მტკიცება, რომ ეს მისი გამოგონებაა.



image



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

2. კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა

3. რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე

4. სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

5. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
743
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
743