x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
10 საინტერესო ფაქტი კეისრის შესახებ

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს გაიუს იულიუს კეისრის შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით:


კეისარი და მისი ქალები


1. კეისრის პირველი ცოლი რომაელი მხედართმთავრის და დიქტატორის ლუციუს კორნელიუს სულას მტრის ქალიშვილი იყო. ამიტომ, კეისარს მასთან გაყრას აიძულებდნენ. ახალგაზრდა კეისარმა ცოლის მიტოვებაზე უარი თქვა. ამის გამო, მას ქონება ჩამოართვეს, ხოლო თავად კეისარი, იძულებული გახდა რომიდან გაქცეულიყო. მოგვიანებით, ის თავად სულიმ შეიწყალა.


imageგაიუს იულიუს კეისარი, ქანდაკება და რეკონსტრუქცია


პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, კეისარი პომპეაზე დაქორწინდა, რომელიც დიქტატორი სულას შვილიშვილი იყო. თუმცა, ეს ქორწინება, ქალის ღალატის გამო, განქორწინებით დასრულდა.


imageკალპურნია


კეისრის მესამე და უკანასკნელი ცოლი კალპურნია იყო, რომელიც კეისარს ევედრებოდა, არ დასწრებოდა სენატის იმ საბედისწერო სხდომას, რომელზეც დიქტატორი მოკლეს.


imageკლეოპატრა


2. მეუღლეების გარდა, კეისარს სასიყვარულო ურთიერთობა სხვა ქალებთანაც ჰქონდა და მათ შორის, მის გულში განსაკუთრებული ადგილი სერვილიას (ბრუტუსის დედას) და კლეოპატრას* ეკავა. სერვილიას მან მარგალიტი აჩუქა, რომელიც 6 000 000 დენარი ღირდა (ცნობისთვის, ციცერონის მამული პალატინზე, 3 500 000 დენარად იყო შეფასებული). კლეოპატრას კი – ეგვიპტე.



imageსერვილი


3. მიუხედავად იმისა, რომ კეისარს მექალთანეს რეპუტაცია ჰქონდა, ამბობდნენ, რომ ის ნიკომედე IV საყვარელი იყო. თუმცა ეს, შესაძლოა, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ჭორიც ყოფილიყო: «ყველა ცოლის ქმარი და ყველა ქმრის ცოლი, კეისარი დაბრუნდა» – ამბობდნენ ისინი, როდესაც კეისარი, მორიგი ლაშქრობიდან რომში ბრუნდებოდა.


4. კეისარი პატარაობიდანვე ძალიან ამბიციური იყო. ცნობილია, რომ მან ესპანეთში, ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკების წინ იტირა, რადგან მას, მის წლებში, უკვე მრავალი ქვეყანა ჰქონდა დაპყრობილი.


imageნიკომედე IV


5. ქალაქში კეისარი ყოველთვის ფეხით დადიოდა. დიქტატორს კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა, ვიდრე ეპილეფსიური კრუნჩხვები არ დაეწყო. ამიტომ, მის გვერდით ყოველთვის მონები იყვნენ საკაცით, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო, სხვების თვალს მოჰფარებოდა.


6. მას სიმელოტის რცხვენოდა და ამის გამო, ყოველ დღე, თავზე დაფნის გვირგვინს ატარებდა, რისი უფლებაც მას სენატმა მისცა.


image


7. კეისარს ღვინო არ უყვარდა და საკვების მხრივაც, უპრეტენზიო იყო.


8. გადმოცემით, მისი სიკვდილი, უცნაურმა მოვლენებით იყო ნაწინასწარმეტყველი: იმ საბედისწერო დღეს, კეისრის ცხენებმა საკვებზე უარი თქვეს, ხოლო მისმა მეუღლემ კალპურნიამ გამაფრთხილებელი სიზმარი ნახა.


imageკეისრის მკვლელობა


9. გლოვის დროს, ზედიზედ შვიდი დღის მანძილზე, ცაში კომეტა–ვარსკვლავი ანათებდა. კეისრის მკვლელთაგან, არცერთს უცოცხლია, მისი გარდაცვალებიდან, სამ წელზე მეტ ხანს და ბუნებრივი სიკვდილით, არცერთი მომკვდარა.


imageკეისარი თავის ჯარისკაცებთან ერთად


10. რომში, სახელმწიფო საფრთხის შემთხვევაში, პოლიტიკოსს დიქტატორის ტიტულს ექვსი თვით ანიჭებდნენ. უკიდურეს შემთხვევაში, წოდების გახანგრძლივება კიდევ 6 თვით შეიძლებოდა. მაგრამ, ზედიზედ, 1 წელზე მეტ ხანს არა. კეისარმა კი, რვაწლიანი დიქტატორობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დიქტატორი უვადოდ გამხდარიყო. სწორედ ეს გახდა შეთქმულების და სენატის სხდომაზე, ძალაუფლების უზურპატორის მკვლელობის მიზეზი.


image



* თითქმის არავის ახსოვს ეგვიპტის ფარაონების სახელები, მაგრამ, კლეოპატრას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის ან ჰგონია, რომ იცის. ვიღაცისთვის ის კურტიზანი იყო, ვიღაცისთვის, – მზაკვარი, რომელიც სამოქალაქო ომების მიზეზი გახდა, ვიღაცისთვის კი პირიქით, – სათნოების ეტალონი.

კლეოპატრა ძვ, წ. აღრ. 69 წლის 2 ნოემბერს დაიბადა. დაბადების ადგილი დღემდე უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ის ანტიკური სამყაროს კულტურის ცენტრში – ალექსანდრიაში მოევლინა ამ ქვეყანას. ეგვიპტის დედოფლის ძარღვებში ბერძნული სისხლი ჩქეფდა, რადგან პტოლემეები დინასტიის დამაარსებლის, ალექსანდრე დიდის, გენერალ პტოლემეს შთამომავლები იყვნენ. გაგრძელება >>>


image

სხვა სიახლეები:


* ყველაზე დიდი ცხოველები, დედამიწის ისტორიაში

* ჩონჩხის სანაპიროზე ოქროთი დატვირთული გემი აღმოაჩინეს

* ყველასთვის ცნობილი მსახიობების პირველი როლები

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



1
618
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
618
  
20 თებერვალი, 20:06
აბა თურმე ბრუტუსს დედას უხნავდა და რა ექნა საწყალს
0 1 1